მშობლებო:
1. ნუ ელოდებით, რომ თქვენი შვილი თქვენნაირი იქნება, ან ისეთი თქვენ რომ გსურთ. ხელი შეუწყეთ მას დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
2. ნუ მოითხოვთ სამაგიეროს შვილისგან იმისთვის, რაც მისთვის გააკეთეთ. თქვენ მას სიცოცხლე აჩუქეთ, როგორ უნდა გადაგიხადოთ შვილმა მადლობა? ის სხვას აჩუქებს სიცოცხლეს, სხვა კიდევ სხვას და ა.შ. ეს მადლიერების შეუქცევადი კანონია.
3. თუ გსურთ, სიბერე არ გაგიმწარდეთ, წყენას შვილზე ნურასდროს გადმოანთხევთ, ანუ რასაც დასთესთ, იმას მოიმკით.
4. შვილის პრობლემებს ქედმაღლურად ნუ შეხვდებით. ცხოვრებას ყველა საკუთარი ძალების შესაბამისად უძლებს. იცოდეთ, მისთვის ცხოვრების ტვირთი შეიძლება გაცილებით მძიმეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან მას ნაკლები გამოცდილება აქვს.
5. შვილი არასდროს არ დაამციროთ!
6. ნუ დაიტანჯავთ თავს, თუ შვილისთვის რაიმეს გაკეთება არ შეგიძლიათ. სინდისმა მაშინ უნდა შეგაწუხოთ, თუ შეგიძლიათ და არ აკეთებთ.
7. თუ შვილისთვის ყველაფერს არ გაიღებთ, ეს ნიშნავს, რომ არასაკმარისად გაისარჯეთ.
8. შვილი ტირანი არ არის, რომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას ეუფლება. ის ძვირფასი ფიალაა, რომელიც ცხოვრებამ შესანახად, გასაფრთხილებლად და მასში შემოქმედებითი ცეცხლის გასაღვივებლად მოგაბარათ.
9.უნდა შეგეძლოთ სხვისი შვილის სიყვარული. არასდროს გაუკეთოთ სხვას ის, რასაც თქვენი შვილისთვის არ ისურვებდით.
10. გიყვარდეთ საკუთარი შვილი,თუნდაც უნიჭო, უიღბლო… გაიხარეთ მასთან ურთიერთობით, რადგან ბავშვი დღესასწაულია, რომელიც ჯერჯერობით თქვენს გვერდითაა.

146 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი