ტუჩზე გამონაყარი თითმის ყველი გაციების შემდეგ მიჩნდება. როგორც ექიმმა მითხრა, ამას მარტივი ჰერპესი ჰქვია.

გამონაყართა ბრძოლის ყველაზე საიმედო და სწაფი მეთოდია ყინული.. როგორც კი იგრძნობთ ჰერპესის პირველ ნიშნებს – შეწითლებას და ქავილს, მაშინვე დაიდეთ ამ ადგილზე ყინულის ნაჭერი და ორი საათის განმავლობაში ცვალეთ. ეს ტიბეტური მეთოდია და 100% – იან შედეგს იძლევა. მე ორჯერ გამოვიყენე და ორივეჯერ წარმატებით – გამონაყარი არ განვითარდა. მაგრამ ამ მეთოდს ნაკლიც ააქვს: ჯერ ერთი, არ უნდა გამოგეპაროთ გამონაყარის საწყისი, როცა ყინულის გამოყენება ეფექტიანია და მეორეც – საჭიროაა 2 საათის განმავლობაში მაცივართან ჯდომა და ყინულის გამოცვლა. ამიტომ ვეცადე, სხვა ხალხური რეცეფტიც მეპოვა და მივაგენი:

ნივრის კბილი გაჭერით და გაჭრილი ზედაპირით ნახვერი საათის განმავლობაში ისვით ჰერპესული გამონაყარის არეში.

გარდა ამისა, შეურიეთ 250გ ჭარხლის, 2 ცალი სტაფილოს, 1 ვაშლის და 1 კონა ოხრახუშის წვენი და სვით დღის განმავლობაში. ამ ნარევში იმუნიტეტისთვის სასარგებლო ბევრი ვიტამინი და მინერალი ყოფილა – იმუნიტეტის ამაღლება კი მნიშვნელოვანია ჰერპესის დროს.

ექიმის კომენტარი: ტუჩის ჰერპესი ვირუსით გამოწვეული გამონაყარია. იგი იმ შემთხვევაში ვითარდება, როცა ორგანიზმის იმუნიტეტი სუსტდება. იმუნიტეტის დასუსტების მიზეზი კი შეიძლება იყოს ორგანიზმის გადატანილი ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, სტრესული სიტუაციები, დღის რეჟიმისა და კვების რაციონის ბალანსის დარღვევა; გამონაყარი უპრატესად იმიტომ ვლინდება ხოლმე, რომ ე.წ. რესპირატოლური ვირუსული ინფექცია კიდევ უფრო აძაბუნებს ორგანიზმის იმუნიტეტს.

ახლა მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეფტები განვიხილოთ: ყინულის გამოყენება სავარაუდოდ დადებით შედეგს მოგცემთ, რადგან ადგილობრივი ანთებით – ალერგიული რეაქციების დროს ცივის გამოყენებისას ანთებითი და შეშუპებითი პროცესები უკუ განვითარდება, თუმცა ამ მეთოდის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, რომ არ განვითარდეს ნერვის ანთება.

ნიორში შემავალ ეთეზეთებს მართლაც გააჩია ანტივირუსული და ანტიანთებითი მოქმედება. ასევე მნიშვნელოვანია ცოცხალი ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენის მიღება, რადგან ასეთი წვენი უდაოდ გააძლიერებს თქვენს იმუნიტეტს და თავად ორგანოიზმიც შეებრძოლება ჰერპერვირუსის გააქტიურებას.

191 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი