იმისათვის, რომ ორგანიზმში „ ცუდი“ და „კარგი“ ქოლესტერინი ნორმალურად იყოს, პერიოდულად უნდა ვჭამოთ არტიშოკი, ანუ ქანგარი. როგორც ვიცით არტიშოკში შემავალი ნივთიერებები ტვინის სისხლმომარაგებას  აუმჯობესებს,  აქვეითებს „ცუდ“ ქოლესტერინებს და ამით ადამიანს ათეროსკრელოზს არიდებს.

გარდა ამისა, არტიშოკი ტოქსინების მოქმედებისგან იცავს ღვიძლის უჯრედებს, ხელს უწყობს მათ აღდგენას დიდი რაოდენობის წამლების მიღების შემდეგ დაზიანების შემთხვევაში; არეგულირებს შაქრის დონეს, ამიტომ ამ მცენარის მიღებას მედიცინა ურჩევს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს.

არტიშოკის 2ჩ/კ გამომშრალ ფოთლებს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დადგით თავდახურული 15 – 20 წ, შემდეგ გადაწურეთ, გემოს გასაუმჯობესებლად ნაყენს დაუმატეთ ცოტა თაფლი. სვით ½ – ½ ჭიქა ნაყენი 2 – ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთით ადრე. ერთი კურსი 20 – დღიანია. რამდენიმე თვის შემდეგ კურსი უნდა გაიმეოროთ.

ზოგიერთი ქვეყნის სამზარეულოში ამ მცენარეს საჭმელადაც იყენებენ.

ჩემი მსობლები საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალნენ: დედა – ინფაქტით, მამა – ინსულტით. მას შემდეგ უამრავ ინფორმაციას გავეცანი ამ დაავადებების შესახებ და შევიტყვე, რომ უმთავრესი სისხლში ქოლესტრინის დონის მოწესრიგება ყოფილა. ამიტომ დავიწყე ქოლესტერინის მომწესრიგებელი ბუნებრივი საშუალებების ძებნა. ასე მივაგენი არტიშოკს. ახლა 72 წლის ვარ და თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. მცენარის მიღება დიაბეტიან ახლობელსაც ვურჩიე და ისიც ძალიან კმაყოფილი დარჩა – შაქარიც მოუწესრიგდა და ზოგადი მდგომარეობაც გაუმჯობესდა.

ექიმის კომენტარი: არტიშოკი ( იგივე ქანგარი) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. გავრცელებულია სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში, ჩვენში კი კულტივირებული სახითაა გამრავლებული.

არტიშოკი შეიცვა 3 % ცილებს, 10 -15% ნახშირწყლებს, ასკორბინის მჟავას, B1, B2 ვიტამინებს, კაროტინს და ცინარინს.

მცენარეში ვიტამინებისა და ცინარინის სიუხვის გამო არტიშოკის მიღებას ხალხურ მედიცინაში ურჩევენ ათეროსკრელოზის მქონე ასაკოვან ადამიანებს. რადგანაც მცენარეში შემავალ ცინარინს ააქვს ნაღველმდენი, ანტიჰეპატოტოქსიკური და შარდმდენი ეფექტი.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი