„ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის – უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოქვეყნდა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით მძაფრია.

მმართველთა ძიძგილაობით დაფლეთილი ქრისტიანობის წმინდა ქალაქი ცირკად, საროსკიპოდ გადაიქცა; რესპუბლიკა ერქვა, მაგრამ შეიარაღებული ბანდებისაგან გათელილს, გაძარცულსა და გაუპატიურებულს რესპუბლიკისა აღარაფერი ეცხო.
მამა უილიამი ხელებით ფიქრობდა, მე კი ეს ხელოსანთა საფერი თვისება მეგონა.
არა უშავს, თუ ეს ყველაფერი ჯერ არ შექმნილა, რადგან ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომ არ შეიქმნება.
ბევრჯერ შემინიშნავს, რომ ჩემს მასწავლებელს, ამ საოცარი ღირსებებით შემკულ კაცს, საკუთარი გამჭრიახობის გამოვლენის წადილით არაერთხელ წაუჩოქებია ამპარტავნობის ცოდვის წინაშე.
ასეთია ჭეშმარიტება – თვითგავრცელებადი, როგორც სიკეთე.

ჰოი, უფალო, ვის ხელში აღმოჩნდა შენი ეკლესია! მეძავად გადაიქცა, ფუფუნებისგან გათახსირებული, ამძუვნებული გველივით კოტრიალობს მრუშობის მორევში! ბეთლემის ბაგა, ისეთივე წმინდა ხით ნაგები, როგორიც იყო lignum vitae (ცხოველი ხე) იმ ჯვრისაა, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს, ოქროსა და ქვის ბაკქანალიად იქცა. ხედავ, აქაც კი, ეკლესიის კარზე, ვერ წაუხვალ გამოსახულების მედიდურობას!
შენ დასცინი მათ, ვინც არ გიყვარს. თუმცა პირიქით, უნდა გეშინოდეს მათი.
როგორც სიტყვა, გამოსახულებაც შეიძლება იყოს ბოროტი, თუკი ცრუა და სამყაროს გამყალბებელი.
სწავლება, მდაბიოთათვის გასაგები რომ გახადო, მაგალითებით უნდა გაამდიდრო, თუნდაც გამოგონილით. ასევეა გამოსახულების ენაც. თითოეული სათნოებისა თუ ცოდვის თვალსაჩინოებისთვის ნიმუშია ამოღებული ცხოველთა წიგნებიდან და პირუტყვნი ადამიანური სამყაროს ხატად ქცეულან.

ღმერთის ნებაა, გონებას მივმართოთ ბუნდოვანების გასაფანტად, ვიაზროვნოთ, სადაც საღმრთო წერილი ამის უფლებას გვაძლევს. როდესაც ამა თუ იმ მოსაზრებას გვთავაზობენ, ჯერ უნდა განვსაჯოთ, მისაღებია თუ არა იგი. და ვინაიდან ადამიანის გონებაც ღმერთის შექმნილია, რაც ჩვენი გონებისთვის მისაღებია, შეუძლებელია, ღვთიური გონისთვის იყოს მიუღებელი, რომელზეც სხვათა შორის, მხოლოდ ის ვიცით, რასაც ანალოგიითა თუ უარყოფით, ჩვენივე გონებრივი მსვლელობით ვასკვნით.

გლახაკი სხვა არაფერში სჭირდებათ, მას მხოლოდ მაშინ იყენებენ, როცა რომელიმე მხარეს ძალაუფლების კრიზისის გამოწვევა სურს. მდაბიო მყის დაუფიქრებლად გაიწირება, რაწამს მისი საჭიროება აღარ იქნება.
როგორც ჩანს, ახალგაზრდებს მეტი ძილი გვჭირდება, ვიდრე მოხუცებს: მათ ხომ ისედაც ბევრი იძინეს და აწ უკვე მარადიული ძილისთვის ემზადებიან.

ცოდნას არავინ გვაიძულებს, ცოდნა უბრალოდ საჭიროა და მორჩა. თუნდაც რაღაც სწორად ვერ გავიგოთ.
ფილოსოფოსის თითოეულმა სიტყვამ, რომელზეც ახლა წმინდანები და პაპებიც კი იფიცებიან, თავდაყირა დააყენა შეხედულება სამყაროზე. მაგრამ მან ღმერთის ამოყირებავება მაინც ვერ შეძლო. ეს წიგნი რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, უკანასკნელი ზღუდეც ჩამოიშლება.

ერთადერთი ჭეშმარიტება ისაა, ისწავლო, როგორ გათავისუფლდე ჭეშმარიტების ავადმყოფური სიყვარულისგან.

224 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი