გთავაზობთ რეცეპტს,რომლის მიხედვით მომზადებული წამალი შეგიძლიათ გამოიყენოთ ორგანიზმში ზრდის მასტიმულირებულ საშვალებად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად,ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის შესავსებად (კლიმაქსურ პერიოდში,აგრეტვე ოსტეოპოროზის დროს),სასუნთქი გზების ქრონიკული პათოლოგიების(ბრონქიტი,პნევმონია,ტუბერკულოზი)სამკურნალოდ.

საჭიროა 20 ც ლიმონი,12 კვერცხი(აუცილებლად,თეთრნაჭუჭიანი ),300 გ თაფლი(უმჯობესია ცაცხვის)და 1 ჭიქა კონიაკი.კვერცხებიი ჩააწყვეთ ქილაში და დაასხიტ 20 ც ლიმონის წვენი,ქილას თავზე დაახურეთ,მუქსა და სქელ ქაღალდში გაახვიეთ და მოათავსეთ ბნელ,გრილ ადგილას,მაგარამ არა სიცივეში. ასე უნდა გააჩეროთ ,ვიდრე კვერცხის ნაჭუჭი ლიმონის წვენში არ გაიხსნება.ამას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.შემდეგ ნაჭუჭი გამოცლილი კვერცხები ამოიღეთ ხსნარიდან,თაფლი იქამდე შეათბეთ,რომ გადნეს და დაასხით ნაჭუჭსა და ლიმონის ხსნარს,კარგად მოურიეთ და კონიაკიც დაამატეთ.ისევ მოურიეთ,გადაასხით მუქ ქილაში და აუცილებლად მშრალ,ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ.

მიიღეთ საჩაროზე კოვზით დღეში სამჯერ,ჭამის შემდეგ .

თუ წამალს ზრდის სტიმულაციისთვის ან კალციუმის შესავსებად იყენებთ, საჭიროა 6თვიანი კურსის ჩატარება.თითო ულუფის მიღების შემდეგ დაისვენეთ ერთი კვირა(ეს დრო დაგჭირდებათ ახალი ულუფის მოსამზადებლად) და გააგრძელეთ მკურნალობა.არ შეძლება ერთბაშად რამდენიმე ულუფის მომზადება,რადგან წამალი სამკურნალო თვისებებს ერთ თვეში კარგავს.

თუ კუჭის მწვავე დაავადებები გაწუხებთ,წამალმა შეიძლება გაგიღიზიანოთ ლორწოვანა.

ექიმის კომენტარი:  კვერცხის ნაჭუჭი ბუნებრივი კალციუმის უნიკალური წყაროა,კალციუმი კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძვლოვანი სისტემის ფორმირებაში,იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში,სხვადასხვაორგანოსა და სისტემის ნორმალურად მუშაობაში.ლიმონი გამხსნელის ფუნქციას ასრულებს და ამავდროულად ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას კუჭ -ნაწლავში ,კონიაკს არაერთი სამკურნალო თვისება გააჩნია,ის აფართოებს სისხლზარღვებს და აუმჯობესებს ქსოვილებამდე საკვები ნივთიერებების (მათ შორის მიკროელემენტების)მიტანას.თაფლი ამ რეცეპტში სტაბილიზატორის როლს ასრულებს,რომ აგარაფერი ვთქვათ მის უნიკალურ შემადგენლობაზე(მოგეხსენებათ რომ თაფლი მდიდარია ყველანაირი ბიოაქტიური ნივთიერებებით-ვიტამინებით,ელემენტებით,ამიომჟავებით).

98 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი