ბორჯღალოსნები 2017 წლისრაგბი ევროპის ჩემპიონატისმეორე მატჩს კვირას, 19 თებერვალს გამართავენ.  ჩვენი მეტოქე გერმანია გახლავთ.საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა გზები აქამდე ხუთჯერ გადაიკვეთა და ყოველ ჯერზე გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

გერმანული რაგბი საუკუნე-ნახევრისაა. ამ ქვეყანაში ოვალური ბურთით პირველად 1850 წელს ჰაიდელბერგის კოლეჯის ბრიტანელმა სტუდენტებმა ითამაშეს და 1872 წელს იქვე რაგბის სექციაც გახსნეს. პარალელურად, თამაში ჰანოვერში დანერგეს ბრიტანელმა სამხედროებმა და სექციად 1878 წელს გაფორმდნენ. პირველი, ალალად გერმანული რაგბის კლუბი 1891 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო ქვეყნის პირველი ჩემპიონი 1909 წელს გამოვლინდა.

დღეს-დღეობით რაგბს გერმანიის 12 „მიწაზე“ თამაშობენ.  2014 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 125 კლუბი და 14 ათასი მოთამაშეა.  შარშან ბუნდეს-ლიგა 10-დან 16 კლუბამდე გაფართოვდა.

Read Time წარმატებას უსურვებს ბორჯღალოსნებს.

56 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი