დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა მტკივნეული მენსტრუაცია. გამოკვლევები ჩავიტარე. ექიმებმა – არავითარი პათოლოგია არ გაქვს, ეს ფსიქოლოგიური პროცესი ზოგიერთ გოგონას ორგანიზმში მტკივნეულად მიმდინარეობსო და მირჩიეს, ქიმიური მედიკამენტების სმას მოერიდეო. წამალი ხალხურ საშუალებებს შორის მოვიძიე. მას შემდეგ, რაც თავშავასა და მარწყვბალახას ნაყენის სმა დავიწყე, ტკივილს აღარ შევუწუხებივარ, მხოლოდ უმნიშვნელო დისკომფორტს ვგრძნობდი კრიტიკულ დღეებში.

ნაყენი ასე მზადდება: ორ – ორ ს/კ თავშავასა და მარწყვბალახას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი,2- 3 წუთით დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, შემდეგ გადმოდგით, ჩაასხით თერმოსში და გააჩერეთ 2 საათი. სვით თბილ –  თბილი ნაყენი, ნახევარ – ნახევარი ჭიქა 4 – ჯერ დღეში.

ნაყენის მიღება უნდა დაიწყოთ მენსტრუაციის მოსვლამდე 1-2 დღით ადრე და სვათ 5 -6 დღის განმავლობაში.

ნაყენი აცხრობს ტკივილს ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მას ხშირად სვამენ კლიმაქსის პერიოდში ზედმეტი აგზნებადობის და უძილობის სამკურნალოდ.

ექმის კომენტარი: შავბალახა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. კახეთში მას ნაწყენის ბალახს ეძახიან. ღეროები სწორადდმდგომია, ზედა ნაწილში დატოტვილი, წვრილი, ვარდისფერი, მწვანე ან მოწითალო – იისფერი ყვავილები ღეროს ბოლოზე ქმნიან თავ თავისებრ ყვავილედს. შავბალახა ყვავილობას იწყებს ივნის – ივლისში, მცენარეს აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში. შეიცავს ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ასკორბინის მჟავას, საპონინებს, მინერალურ მარილებს და სხვა.

შავბალახა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მისი მოქმედება 4 – ჯერ აღემატება კატაბალახასას.

ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ ნერვული აშლილობისა და შიშებსი დროს. საგულე საშუალებად, წყალმანკის, კუჭ – ნაწლავის სპაზმების დროს.

მარწყვბალახა გვხვდება წიწვოვან და წიწვოვან – წვრილფოთლოვან ტყეებში, მდელოებას და ტყის პირებში, მდინარის ნაპირის გასწვრივ, ბუჩქნარებში. ფესურას აგროვებენ შემოდგომით, აცლიან წვრილ ფესვებს, რეცხავენ და აშრობენ. გემო ძალიან მწკლარტე აქვს. შეიცავს 15 –30% სათრიმლავ ნივთიერებეს. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის ფლავონოიდები, გლიკოზიდი, ტორმენტილინი, ქინაქინის მჟავა, ფისები, ეთერზეთის კვალი.

მარწყვბალახას იყენებენ როგორც შემკვრელ, სისხლდენის შემაჩერებელ და ბაქტერიოციდულ საშუალებას. გარედან – ყელში გამოსავლებად და საფენებად, შინაგანად – კუჭ – ნაწლავის დარღვევის დროს.

 

146 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი