უკვე 55 წლის ვარ, მაგრამ დიდ ყურადღებას ვუთმობ გარეგნობას. ზოგიერთის აზრით, ხაში შესული ქალი მომხიბლელობას კარგავს. არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ქალი სიბერეშიც კი უნდა ზრუნავდეს გარეგნობაზე. ამისათვის საჭირო არ არის დიდი დრო და ფული. მე სოფელში ვცხოვრობ და მხოლოდ ნატურალურ კოსმეტიკას ვიყენებ. ბუნებაში უამრავი საშუალებაა, რომელთა გამოყენაბა იოლი საქმეა. მინდა გასწვლოთ სახიs კანის გამაახალგაზრდავებელი რამდენიმე საშუალება.

2 ს/კ მოხარშული გოგრა კარგად დასრისეთ დაუმატეთ იმდენი ზეითუნის ზეთი, რომ მიიღოთ არაჟნის სისქის მასა და ეს ნიღაბი დაიდეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. თუ რეგულარულად გაიკეთებთ, ნიღაბი დაგირბილებთ კანს და გაგისწორებთ ნაოჭებს.

ჩამოსიებულ უპეებს შველის ჩაის მუქი ნაყენის საფენები, ზაფხულობით კი შეგიძლიათ გაიკეთოთ ცაცხვის ყვავილის, პიტნის, კალენდულას ნაყინის საფენები. კარგია, აგრეთვე უპეებზე გახეხილი უმი კარტოფილის დადება. თვალების ირგვლივ უნდა შეიზილოთ ზეითუნის ზეთი თუმცა სხვა ზეთის გამოყენბაც შეგიძლიათ – ეს საუკეთესო საშუალებაა თვალის ირგვლივ კანის დასაცავად.

დაღლილობას ხსნის და ნაოჭებსაც ასწორებს მოხარშული კარტოფილიც. ერთი ცალი გათლილი კარტოფილი მოხარშეთ, დაჭყლიყეთ, დაუმატეთ  დაუმატეთ ერთი ს/კ ზეითუნის ზეთი და ერთი ჩ/კ ლიმონის წვენი. წაისვით ნიღაბი სახეზე, გაიჩერეთ 15 – 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი მალამო.

ეს პროცედურები ძალიან მარტივად შესასრულებელია შედეგი კი განსაცვიფრებელი. ჩემი სახის კანი ყველას აოცებს და როცა საკუთარ ასაკს ვამხელ ხოლმე, არავინ მიჯერებს.

ექიმის კომენტარი: ზეითუნის ზეთი, ლიმონი და კარტოფილი კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენება. ამ პროდუქტებს აქვს კანის ქსოვილებსი მკვებავი და აღმდგენი თვისებები. როგორც მკითხველი აღნიშნავს, მართლაც ყველა ქალბატონს აქვს შესაძლებლობა, ძალიან მარტივი და ადვილი ხელმისაწვდომი საშუალებებით დიდხანის შეინარჩუნოს ახალგაზრდული სახის კანი.

222 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი