კარლ ფონ კლაუზევიცი (გერმან. Carl Philipp Gottlieb von Clausewitz), (დ. მაგდებურგი 1780, 1 ივნისი – 16 ნოემბერი 1831 ვროცლავი) პრუსიელი გენერალი და სამხედრო თეორეტიკოსი.

ციტატები

– ომი პოლიტიკის გაგრძელება განსხვავებული საშუალებებით.
– ომი არასოდეს არ არის იზოლირებული აქტი.
– ემპირიულ მეცნიერებებში საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთი ისტორიული მაგალითებია. ომის მეცნიერებაში ეს ორმაგად ასეა.
– გამარჯვების მოსაპოვებლად მტერს პირდაპირ გულში უნდა დაარტყა.
– ომი არის ძალადობის გამოყენების უკიდურესი ფორმა.
– ომში ყველაფერი ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა ყველაზე მარტივი ქმედების სისრულეში მოყვანაც კი რთულია.
– ომსა და ვარჯიშს შორის ის განსხვავებაა, რომ ვარჯიშისას, საქმე უსულო არსებებთან გვაქვს, ომის დროს კი ძალისხმევა ცოცხალ ადამიანებზეა მიმართული, რომლებიც რეაგირებენ და ის ინტელექტი, რომელიც საჭიროა ხელოვნებასა და მეცნიერებაში, ომში უადგილოა.
– ომი არის ძალადობის აქტი და მის გამოყენებას არა აქვს საზღვარი.
– ომი მარტივი და გასაგებია საერთო ადამიანური გონებისთვის, მაგრამ ბრძოლა ძნელია.
– ნებისმიერი ომის მიზანი არის მშვიდობა, რომელიც ხელსაყრელია გამარჯვებული მხარესთვის.
– არ უნდა ებრძოლო ერთსა და იმავე მტერს დიდ ხანს, თორემ შენ მას ყველა შენს საბრძოლო ხერხს ასწავლი.
– ტაქტიკა გვასწავლის შეიარაღებული ძალების გამოყენებას ბრძოლაში; სტრატეგია, ბრძოლის გამოყენებას ომის მიზნებისათვის.
– ომებს სხვადასხა ეპოქაში დამოუკიდებელი ფორმა და პირობები აქვთ, შესაბამისად, თითოეულ ეპოქას თავისი დამოუკიდებელი ომის თეორია უნდა ჰქონდეს.
– ომი ეს არის ძალადობის აქტი, რომლის მიზანია მოწინააღმდეგის იძულება, შეასრულოს ჩვენი ნება.
ომი შემთხვევითობათა არეა. შემთხვევითობაზე აწყობილ ვითარებათა შორის ორიენტაცია საკმაოდ რთულია და ხშირად, წარმატება-წარუმატებლობა ინტუიციასა და მის მიერ ნაკარნახევი სვლების სწრაფად რეალიზაციის უნარზეა დამოკიდებული.
– იმარჯვებს ხასიათი, იმიტომ რომ გამარჯვება ეს არაა ის, რასაც იარაღი იძლევა. გამარჯვებაა ის, რასაც ადამიანი მოიპოვებს.
თუ უშვებ, რომ შეიძლება დამარცხდე აუცილებლად დამარცხდები.
– ომი ქამელეონივით იცვლის ფორმას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში.
– ნებისმიერი თეორიის უმთავრესი დანიშნულებაა ნათელი მოფინოს ბურუსითა და გაურკვევლობით მოცულ იდეებსა და კონცეფციებს. სანამ ეს ცნებები და იდეები არ იქნება სათანადოდ განმარტებული, მანამდე რთულია დასმული შეკითხვების ნათლად გააზრება და მკითხველსაც გაუჭირდება გაიაზროს ვინმეს ხედვები.
– თითოეულ ეპოქას თავისი ომები გააჩნია, საკუთარი შემზღუდველი გარემოებები, თავისი საკუთარი სირთულეები.
ადამიანთა ერთი ნაწილის გმირობა ყოველთვის სხვათა დაუდევრობის, მხდალობის ან უცოდინარობის შედეგია.
კარგი გეგმის მტერი, საუკეთესო გეგმაზე ფიქრია.
სტრატეგიული შეცდომების კონპენსირება შეუძლებელია ტაქტიკური წარმატებებით.
– სიმამაცე, რომელსაც ბრწყინვალე ინტელექტი მართავს, გმირობის ნიშანია.
– მტერზე იერიში იმ დროს მიიტანე, როდესაც ჰგონია, რომ უკვე გაიმარჯვა და თავს იმ ადგილას დაესხი, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად მოელის.
– უკეთესია იმოქმედო სწრაფად და შეცდომა დაუშვა, ვიდრე იყოყმანო იქამდე სანამ მოქმედების დრო საერთოდ ჩაივლის.
დამპყრობელი ყოველთვის მშვიდობისმოყვარეა, მას ურჩევნია ისე დაიპყროს ქვეყანა რომ წინააღმდეგობას არ შეხვდეს.
– სახელწმიფო მოღვაწე, რომელიც ხედავს ომის გარდაუვლობას და ვერ იღებს გადაწყვეტილებას, პირველი დაარტყას, არის დამნაშავე მისი ქვეყნის წინაშე.
– კარგი მექანიკოსი ისაა, ვინც რთული მანქანის გამართულობაზე ზრუნვისას მარტო საჭირო დეტალების ადგილზე ყოფნით არ კმაყოფილდება. ის თითოეულ კონსტრუქციას მოქმედებაში უნდა ამოწმებდეს. განა მოიძებნება რაიმე მანქანა, რომელიც, თავისი სირთულით, სამხედრო მანქანას შეედრება?

 

 

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი