ორსულობის დროს თმა ისე გამითხელდა, რომ თავზე მელოტი ადგილებიც კი გამიჩნდა. ამას დაერთო ქერტლიც, რომელიც მანამდე არ მქონდა. დახმარებისათვის ბუნებას მივმართე… ამ რეცეფტებს გიგზავნით მათთვის, ვინც თმის ცვენასა და ქერტლს უჩივის.

ქერტილი რომ მოიცილოთ და თმის ცვენა შეგიჩერდეთ, კვირაში ერთი – ორი ჯერ თმის ძირიებში შეიზილლეთ ორი – სამი ს/კ ახალგამოწურული ხავის წვენი. შემოიხვიეთ პირსახოცი და ერთი საათის შემდეგ  (თუ  ცხიმიანი თმა გაქვთ – ორი – სამი საათის შემდეგ) თბილი წყლით და შამპუნით ჩამოიბანეთ.

თმის ცევენას აჩერებს შემდეგი ნარევიც: წვრილად გახეხილი ოთხი წილ ხახვის ფაფას შეურიეთ ერთი წილი თაფლი, შეიზილეთ თმის ძირებში და ორმოცი წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, უსაპნოდ. პროცედურა შეგიძელიათ ჩაიტაროთ რაგულარულად.

ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში ხახვის ფურცელი, დაასხით ერთი ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ოცი წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, დაუმტეთ ნახარშს ორი ჩ/კ გლიცეირინი და ორი – სამი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად შეიზილეთ თმის ძირებში.

ექმის კომენტარი: ხახვი მრავალწლიანი ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარეა.

იგი შეცავს 10% – მდე შაქრებს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, კალციუმისა და ფოსფორის მარილებს, ზოგიერთ მიკრო ელემენტს და ეთერზეთებს. ეთერზეთის შემადგენელი ნაწილია სულფიდური ნივთიერებები, რომლებიც მცენარის ცრემლმდენ ეფექტს განაპირობებს. ხახვი შეიცავს აგრეთვე ფერმენტებს, გლიკოზიდებს, ინსულინს, ფიტინს. ხახვის ბოლქვსა და ფოჩებშიც საკმაო რაოდენობითაა ასკორბინის მჟავა (ანუ C ვიტამინი), A პროვიტამინი, B1, B2 და PP ვიტამინები.

ხახვი ხალხურ მედიცინაში ცოცხლადაც გამოიყენება, მოხარშულიც შემწივარიც და გამომშრალიც. მწვანე ხახვს იყენებენ სურავანდის პროფილაქტიკისათვის, რადგან 70 გ მწვანე ხახვის მიღებით ადამიანის ორგანიზმი ასკორბინის მჟავის დღიურ დოზას იღებს.

ხახვიში შემავალი ფიტონციდები თრგუნავს პათოგენური ბაქტერიების ზრდას, რის გამოც ხახვი ეფექტიანად გამოიყენება მწვავე რეპირატორული დაავადებების , ანგინების, ქრონიკული ტონზილიტის სამკურნალოდ.

ხახვის პრეპარატები აუმჯობესებს მადას, ზრდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვალთა სეკრეციას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავთა პერისტალტიკას. ამ თვისებების გამო ხახვს მონელების დარღვევების, ქრონიკული ყაბზობის, ნაწლავთა ატონიის დროსაც იყენებენ.

აღსანიშნავია ხახვის დადებითი ეფექტი კანის ქრონიკულად მიმდინარე ჩირქოვანი პათოლოგიების, ჩირქოვანი წყლულების დროს.

ცოცხალი ხახვი ასტიმულირებს სპერმის გამოყოფასაც, ზრდის სქესობრივ პოტენციას. ხახვი გამოიყენება ათეროსკრელოზისა და ჰიპერტონიული დავადების სამკურნალოდ.

ხავი გარეგანი გამოყენებისას ამაგრებს თმის ძირებს და აქვს ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედება.

 

548 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი