ბესო ჩუბინიძე: სიყვარული არის ერთადერთი წამალი, კაცობრიობის გადასარჩენად, მას დაცვა, ბრძოლა და გატანა სჭირდება.

– დღეს 14 თებერვალია „ვალენტინობა“ , როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ მკაცრად უარყოფთ ამ დღესასწაულს, იმიტომ ხომ არა, რომ 15 აპრილის კონკურენტად თვლით?

– არა რას ამბობთ, რა კონკურენტობა, რის კონკურენტობა, ან რას ქვია მე ვუარყოფ? მე ვინ ვარ, რომის პაპზე დიდი კათოლიკე, ხომ ვერასოდეს ვიქნები, რომელმაც ვატიკანის დახურულ არქივეში ამაზრზენი ინფორმაცია გახსნა, გაშიფრა, გამოამზეურა, სულ რაღაც 7-8 წლის უკან და კათოლიკური ეკლესიის მესაჭეობიდან გადადგა. (ისტორიას მხოლოდ ერთხელ ახსოვს მსგავსი მოვლენა – ყველა რომის, ყველა პაპი მოკვდა და შემდეგ ირჩევდნენ ახალს, იოან პაველ მეორე კი – გადადგა, ნახა და შეისწავლა, რა ვატიკანის დახურული საიდუმლო არქივები, ვეღარ გაუძლო კაცს გულმა, იმ უამრავ საიდუმლოთა შორის სწორედ ერთ-ერთი იყო სიმართლე, თავის დროზე ეკლესიიდან გაგდებული ვინმე ვალენტინისა, რომელმაც გაბედა და პირველმა დაწერა ჯვარი ჰომოსექსუალ წყვილებს, და მერე კი მე-20 საუკუნის მარკეტინგულ აშშ ვალენტინის კომერციულმა ხაზმა, კარგად შეფუთა ბრჭყვიალა ქაღალდში ეს ყევლაფერი და აჰა ბატონო,  – უბრალოდ მე სხვაზე მეტი ინფორმაცია მაქვს და სულ ესაა. ესეც, რომ არ იყოს, ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი, ცოდვილი მართმადიდებელი ვარ, პატრიარქის დაწესებულ მართმადიდებლურ რელიგიურ დღესასწაულს სიყვარულის დღეს – გერგეთობას, 16 ივლისს ვცემ პატივს და სადმე გსმენიათ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება ამ დღის მიმართ? არსად! ანუ 15 აპრილი არაფერ შუაშია. ვისაც უნდა გამოიტანს დასკვნებს სიმართლის მოსმენის შემდეგ, ვისაც არადა გულითადად ვულოცავ ჰომოსექსუალიზმის დღეს.

– 15 აპრილის დარსებას ვის უნდა ვუმადლოდეთ, ვინმეს ეძღვნება ეს დღე?

 

– დიახ, სიყვარულის დღე ჩემი დაარსებულია 1994 წლიდან, დიახ, მე ცოცხალი ვარ, თქვენი თანამედროვე ვარ და სანამ მე მუშა მდგომარეობაში ვარ, სულ იქნება მიკიბ-მოკიბული საუბრები, კულუარებში მაინც. რიცხვთა კომბინაცია 15 აპრილი კი – საზოგადო მოღვაწეს, პუბლიცისტს გიგა მახვილაძეს ჰქონდა შემოთავაზებული 1993 წელს, იმ ათასობით ადამიანს შორის, ვისაც იდეისთვის ერთი კონკრეტული დღის არჩევა ვთხოვე. ეს დღე ეძღვნება ყველა ჯანმრთელ შეყვარებულს, ჩემგან კი, მაშინ ჩემს შეყვარებულს და დღეს, ჩემს მეუღლეს მაიკოს.

– 18 წლის ასაკში დაოჯახდით, როგორ შეძელით ამ ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნება?

– სიყვარული, – აი ერთადერთი წამალი ჰარმონიული ურთიერთობების შენარჩუნებისა. გიყვარდეთ და ეფერებოდეთ ისე, როგორც წლების წინ, დათმეთ ბევრი რამ, სიყვარულისთვის და თუ ამას შეძლებთ,სიყვარული გრძელვადიანი იქნება.

– თქვენი აზრით სიყვარულს სჭირდება, ისეთი წამახალისებელი დღეები როგორიცაა: 14 თებერვალი, 15 აპრილი?

– 14 თებერვალზე ვერაფერს გეტყვით, სამწუხაროდ მე სიმართლე ვიცი, ამ დღის შესახებ და შეყვარებულებს შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ.

რაც შეეხება სიყვარულის დღეს 15 აპრილს, სიმბოლური დატვირთვა აქვს ერთ კონკრეტულ დღეს ყოველთვის, ისე როგორც 8 მარტს – ქალთა ე.წ. დღეს, ისე როგორც 3 მარტს – დედების დღეს, ისე როგორც 1 ივნისს – ბავშვთა დღეს, 15 ოქტომბერს – მამების დღეს. ეს, მხოლოდ სიმბოლური დატვირთვაა, რადგან ჩემს დედიკოს 3 მარტსაც მოვეფერები და 29 ივნისსაც.

– თქვენ ხართ ჟურნალ „ვარსკლვავების“ დაამარსებელი, რომელმაც დაარსა პირველი მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიალი „მეგა“. თქვენი აზრით, ქართული შოუბიზნესი მოკვდა?

– არვიცი ვინ მოკვდა, როდის მოკვდა, სად მოკვდა – პანაშვიდზე ან გასვენებაში, ხომ მაინც უნდა დავეპატიჟე ვინმეს მეც? 18 წელიწადია საქართველოს მთავარი მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი „მეგა“ ტარდება, დღესაც კი, უამრავი გასვლითი კონცერტების ორგანიზატორი ვარ და ხალხი წარმატებულად დადის ამ კონცერტებზე, ასე რომ, არაფერი არ მომკვდარა, შესაძლოა მასშტაბები შემცირდა, მაგრამ  – გაშუქება არ აქვს კულტურულ ღონისძიებებს, რადგან დღეს ქართული ხელოვნება და კულტურა პრიორიტეტი არ არის.

– მიულოცავთ თუ არა სიყვარულის დღეს საქრთველოს?

– აბა რას ვიზავ? – მაგრამ მაცადეთ ჯერ ადრეა 15 აპრილამდე.

– დღეს – დღეობით რა უფრო ჭარბობს, სიყვარული თუ შური?

– სიყვარულის დეფიციტია, შური – „პერედოზიროვკაშია“ მალე თავისით გაიგუდება და დაიხრჩობა, დარჩება სიყვარული, რომელსაც დრო და გაძლება უნდა.

– როგორი ქვეყნის კატეგორიას მივეკუთნებით?

– საქართველო? საქართველო ყველაზე და ყველაფრით საინტერესო ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, ქვეყნების, რომლებსაც საუკუნეები გინდათ ხმლით, გინდათ თოფით, გინდათ ბომბებით, და ახლა – გარყვნით, გადაჯიშებით, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით უპირებენ განადგურებას და ვერაფერი მოუხერხეს. – აი, ამ ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება, ქვეყანა სახელად საქართველო!

ავტორი: სოფი ხვიბლიანი

 

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი