facebook-ზე გადავაწყდით გვერდს, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ძალიან კარგ, კრეატიულ და  ხელნაკეთ ბალიშებს. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა მკითხვალმა მათი ბრენდი უნდა გაიცნოს, რადგან ხარისხიან და საყვარელ პროდუქციას ქმნიან. გთავაზობთ ინფორმაციას მათ შესახებ.

ჩვენი „ბრენდის“ სახელის შექმნაზე „ქეთის ბალიშები“ ბევრი არც გვიფიქრია, ვინაიდან ადამიანი, რომელიც მთელ გულსა და სულს დებს ამ ბალიშების შექმნაში არის ქეთი.

„ქეთის ბალიშების“ შექმნის ინსპირაცია იყო სახლისათვის შექმნილი საინტერესო და ორიგინალური ბალიშები. სწორედ ამის შემდეგ გაგვიჩნდა იდეა ჩვენი შემოქმედება გაგვეხადა უფრო მასშტაბური და შესაძლებლობა მიგვეცა სხვა ადამიანებისათვის შეეძინათ განსხვავებული და გამორჩეული ბალიშები.

ჩვენი ბალიშები იქმნება სხვადასხვა მასალისგან, შეხვდებით ნაქსოვ, მოქარგულ და ნაჭრებით შექმნილ აპლიკაციებს. ჩვენი მიზანია, თითოეული ბალიში იყოს ერთმანეთისგან განსხვავებული, რათა ყოველი მომხმარებლის შენაძენი იყოს ექსკლუზიური.

ამჟამად ჩვენი კოლექცია მოიცავს საახალწლო ბალიშებს, თუმცა დღესასწაულების შემდეგ, გვექნება ისევ საინტერესო და განსხვავებულ თემატიკაზე შექმნილი ბალიშები.

facebook გვერდი, რომელიც საკმაოდ მოკლე დროში გახდა პოპულარული და მომხმარებლისათვის საყვარელი, პირველ რიგში არის ჩვენი საიმიჯო გვერდი, ვინაიდან ვცდილობთ ყოველდღიურად განვაახლოთ, თუმცა ასევე ის ატარებს სხვა ტიპის ხასიათს, ჩვენ სხვადასხვა პოსტების საშუალებით მომხმარებლის განწყობასაც ვქმნით.

ჩვენი დიდი სურვილია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს „ქეთის ბალიშების“ შესახებ და ბევრი მათგანისთვის გახდეს საყვარელი და გამორჩეული ნივთი.

„ქეთის ბალიშების“ შეძენა შესაძლებელია ონლაინ facebook გვერდზე, ჩვენი კურიერი მას მოგიტანთ იქ სადაც ისურვებთ!

  

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი