მსახიობი, რეჟისორი, თბილისის საკრებულოს წევრი,ზაზა  კოლელიშვილი 60 წლისა გახდა. მსახიობმა 1997 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1981 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, ხოლო 1996 წელს ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1981-1984 წლებში მუშაობდა თელავის სახელმწიფო თეატრში, 1984-1991 წლებში რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში. 1985 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში”.

დღემდე ითამაშა 100 ფილმში.

READ TIME ულოცავს 60 წლის იუბილეს გენიალურ მსახიობს.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი