სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარე მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ, ჩრდილო –  დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი 7.4 ათას კმ2 – ია და მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,  სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებს. აერთიანებს ორ ისტორიულ – გეოგრაფიულ პროვინციას – სამეგრელოს და სვანეთის ნაწილს – ზემო სვანეთს.

მეზობლად მდებარე და ლანდშაფტურად სრულიად განსხვავებული ეს ორის კუთხე საუკუნეების განმავლობაში ერთ სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა ორივემ განვითარების დამოუკიდებელი ისტორიული გზა განვლო. ძვ. VIII საუკუნიდან წლებიდან მოყოლებული, წერილობით წყაროებში სამეგრელო კოლხეთის, ეგრისის, ლაზიკას, ოდიშის სახელწოდებით მდიდარ და ძლევამოსილ სახელმწიფოდ გვევლინება. რაც შეეხება სვანეთს, თავდაპირველად ის კოლხეთის, შემდეგ კი ეგრისის სამეფოს ნაწილად ითვლებოდა, XI – XV საუკუნეებში კი საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს ერთ – ერთ საერისთავოს წარომოადგენდა.

რეგიონიოს საკურორტო პოტენციალი კლიმატურ – საკურორტო, ზღვისპირა – საკურორტო და ჰიდრომინერალური რესურსებით არის წარმოდგენილი. მხარის ბუნებრივი პირობები  – შავი ზღვის სანაპირო ზოლი, გორაკ – ბორცვიანი ლანდშაფტები, მაღალი მწვერვალები და მყინვარები – მოიცავს ბევრ ისეთ ადგილს, სადაც სრულფასოვან დასვენებასთან ერთად შესაძლებელია ბუნების მიერ თუ ადამიანის ხელით შექმნილი მრავალი ღირსშესანიშნაობის ხილვა.

მესტია

1-adishi-tower-in-winter2

მდებარეობა: მესტიის ქვაბული, მდინარეების – მესტიაჭალისა და მულხრის ნაპირები.

მანძილი: ზუგდიდიდან – 145 კმ, თბილისიდან – 465 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 1500 – 1550 მ.

რელიეფი: მთაგორიანი.

კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, უხვთოვლიანი. ზაფხული ხანმოკლე, გრილი.

ნალექების წლიური რაოდენობა: 960 მმ.

ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 75%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000.

ბუნების სამკურნალო ფაქტორები: მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ნახშირმაჟავა, ჰიდროკარბონატული (და ქლორიდულ – ჰიდროკარბონატული ) კალციუმიან – ნატრიუმიან (და კალციუმიანი) მინერალური წყლები.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღმა (დალევა) პასიური კლიმატოთერაფია.

სამკურნალო ჩვენებები: ბრონქული ასთმა, ბრონქიტი, ქრონიკული გასტრიტები და რკინადეფიციტური ანემია (სისხლისნაკლებობით, მძიმე პათოლოგიებით ან პოსტჰემორაგიული ავიტამინოზით გამოწვეული რკინის დეფიციტი).

კურორტი სქური

skuri

მდებარეობა: ეგრისის ქედის მთისწინეთი, მდ. ჭანისწყლის ხეობა.

მანძილი: წალენჯიხიდან – 14 კმ, ზუგდიდიდან – 36 კმ, თბილისიდან (ჩხოროწყუს გავლით) – 355 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 450 – 500მ.

რელიეფი: პლატოსებრი ვაკე.

კლიმატი: სუბტროპირული სარტყლის დაბალი მთის ზონა. ზამთარი რბილი, უთოვლო. ზაფხული მეტად თბილი.

ნალექების წლიური რაოდენობა: 1800 – 2000მმ.

წლიური საშუალო ფარდობითი ტენიანობა: 74%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1943 – 2316 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ქლორიდულ – სულფატურ, კალციუმიან – ნატრიუმიანი მინერალური წყლები.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღმა (დალევა) პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელი ორგანოების, საყრდენ – მამოძრავებელი და პერიფერიული ნერვული სისტემები დაავადებები; ღვიძლის, საშარდე და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებები.

 

       SAMEGREKO AND – ZEMO SVANETI

THE REGION SAMEGRELO – ZEMO SVANETI IS LOCATED IN THE CENTRAL AND NORTH – WESTERN OF GEORGIA. THE AREA COVRES 7.4 BTHOUSAND SQ.KM. THE GEGION INCLUDES TWO HISTORICAL AND GEOGRAPICPROVINCE – SAMEGRELO AND PART PF SVANETI – ZEMO (UPPER) SVANETI.

BORDERING EACH OTHER AND COMPLETELY DIFFERENT WITH RESPECT OF LANDSCAPE, DURING CENTURIES THESE TWO PROVINCES CONSTITUTED ONE KINGDOM THOUGH BOTH HAD COVERED DIVERSE PATHS OF HISTORICAL DEVELOPMENT. SINCE 20 – IES OF THE VIII C. BC IN THE WRITTEN ANNALS OF HISTORY, UNDER THE MONIKER OF COLCHIS, EGRISI, LAZIKA AND ODISHI, SAMEGRELO HAS COMPE FORTH AS A RICH AND STRONG KINGDOM. LOOKING AT SVANETI, IT SHOULD BE POINTED OUT THAT EARLIER IT WOS DEEMED TO BE PART OF COLCHIS, LATER ON – PART OF EFRISI. IN XI – XV CC. IT WAS ONE OF THE FEUDAL STATE OF GEORGIA.

 

THE REGION’S RESTORT POTENTIAL IS RESPRESENTED BY CLIMATIC RESORTS ( MOUNTAIOUS, SEA CLIMATE), SEASIDE RESORTS (SEAWATER, SAND, DURATION OF SUN LIGHT) AND HYDRO – MINERAL RESOURCE RESPRTS ( THERMAL AND MINERAL SPRINGS ). NATURAL CONDITIONS OF THE REGION – BLACK SEA COASTLINE, HILLOCKY AND MOUNTAINOUS LAMDSCAPES, HIGH PEAKS AND GLA CIERS EMBRACE MANY PLACE WHERE ALONG WITH ENJOYING FULL – SCALE HOLIDAY IT IS POSSIBLE TO VIZIT LOTS OF SIGHTS CREATED BY NATURE OR HUMAN BEINGS.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი