• რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ დარდი და ნაღველი – მხოლოდ გამაფრთხილებელი სიგნალებია, რომლებიც მამცნობენ, რომ ჩემი ჭეშმარიტი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას „სინამდვილე“ ქვია.

As I began to love myself I found that anguish and emotional suffering are only warning signs that I was living against my own truth. Today, I know, this is AUTHENTICITY.

  • რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რა ძლიერ შეიძლება ატკინო გული ადამიანს, თუკი მას მისივე სურვილების ასრულებას დააძალებ, როცა მათი განხორციელების დრო ჯერ არ დამდგარა და ადამიანი ამისთვის ჯერ მზად არ არის და, რომ ეს ადამიანი – თავად მე ვარ. დღეს „აღიარებას“ ვარქმევ ამას.

As I began to love myself I understood how much it can offend somebody as I try to force my desires on this person, even though I knew the time was not right and the person was not ready for it, and even though this person was me. Today I call it RESPECT.

  • რაც საკუთარი თავი შევიყვარე, თავი დავანებე სხვა ცხოვრებისკენ სწრაფვას და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა, მუდმივად ზრდისა და სრულყოფისკენ მიბიძგებს. დღეს „მოწიფულობა“ დავარქვი ამას.

As I began to love myself I stopped craving for a different life, and I could see that everything that surrounded me was inviting me to grow. Today I call it MATURITY.

  • რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ მიუხედავად გარემოებებისა, ვიმყოფები სწორ ადგილას, სწორ დროს და ყველაფერი საჭირო მომენტში ხდება, ამიტომ შემიძლია მშვიდად ვიყო. ახლა ამას „თვითდაჯერებულობას“ ვარქმევ სახელად.

As I began to love myself I understood that at any circumstance, I am in the right place at the right time, and everything happens at the exactly right moment, so I could be calm. Today I call it SELF-CONFIDENCE.

  • რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვიპარავ ჩემს დროს და სამომავლოდ გრანდიოზულ გეგმებს აღარ ვსახავ. დღეს მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც ჩემთვის სიხარული და სიამოვნება მოაქვს, იმას, რაც მიყვარს და რაც მხიარულ განწყობაზე მაყენებს. ამას ჩემი მეთოდებით, ჩემს ჩვეულ რიტმში ვაკეთებ. დღეს ამ ყოველივეს „უბრალოებას“ ვეძახი.

As I began to love myself I quit steeling my own time, and I stopped designing huge projects for the future. Today, I only do what brings me joy and happiness, things I love to do and that make my heart cheer, and I do them in my own way and in my own rhythm. Today I call it SIMPLICITY.

  • რაც საკუთარი თავი შევიყვარე, განვთავისუფლდი ყველაფრისგან, რასაც ზიანი მოქონდა ჩემთვის – საკვების, ადამიანების, ნივთებისა და სიტუაციებისგან. ყველაფრისგან, რაც კი უკან მხევდა და ჩემს თავს მაშორებდა. „საკუთარი თავის სიყვარული“ ვუწოდე ამ ყოველივეს.

As I began to love myself I freed myself of anything that is no good for my health – food, people, things, situations, and everything the drew me down and away from myself. At first I called this attitude a healthy egoism.Today I know it is LOVE OF ONESELF.

  • რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვცდილობ ყოველთვის მართალი ვიყო და შეცდომებსაც ნაკლებად ვუშვებ. ახლა ვიცი, რომ ამას „მოკრძალება“ ქვია.

As I began to love myself I quit trying to always be right, and ever since I was wrong less of the time. Today I discovered that is MODESTY.

  • რაც საკუთარი თავი შევიყვარე, წარსულით აღარ ვცხოვრობ და მომავალზეც არ ვღელავ. მხოლოდ მოცემულ მომენტში ვცხოვრობ – იქ, სადაც ყველაფერი ხდება. ახლა ყოველი დღით ვცხოვრობ და ამას „განხორციელებას“ ვარქმევ სახელად.

As I began to love myself I refused to go on living in the past and worry about the future. Now, I only live for the moment, where EVERYTHING is happening. Today I live each day, day by day, and I call it FULFILLMENT.

  • რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავაცნობიერე, რომ ჩემმა გონებამ შესაძლოა გუნება-განწყობა გამიფუჭოს და ამან შედეგად ავადმყოფობა მომიტანოს. მაგრამ, როცა გული და გონება ერთმანეთს შევურწყე, ეს უკანასკნელი ჩემი საუკეთესო მოკავშირე გახდა. ამ კავშირს „გულის სიბრძნეს“ ვუწოდებ.

As I began to love myself I recognized that my mind can disturb me and it can make me sick. But As I connected it to my heart, my mind became a valuable ally. Today I call this connection WISDOM OF THE HEART.

  • არ არის საჭირო, კონფრონტაციებისა თუ სხვადასხვა სახის პრობლემების შიში რომ გვქონდეს. იცით, ვარსკვლავებიც ეჯახებიან ერთმანეთს და ამ შეჯახების შედეგად ახალი სამყაროები წარმოიქმნება. დღეს ვიცი, რომ „ეს – ცხოვრებაა“.

We no longer need to fear arguments, confrontations or any kind of problems with ourselves or others. Even stars collide, and out of their crashing new worlds are born. Today I know THAT IS LIFE!

  • საკუთარი თავის უნდა გწამდეს – ესაა საიდუმლო. მაშინაც კი, როცა ობოლთა თავშესაფარში ვცხოვრობდი და ქუჩაში საკვებს ვეძებდი, ვფიქრობდი საკუთარ თავზე, როგორც უდიდეს მსახიობზე მსოფლიოში. მე უნდა მქონდეს აბსოლუტური თავდაჯერებულობა, მის გარეშე დავმარცხდებოდი.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი