კირჩხიბი-ვერძი

მათ შორის შეიძლება წარმოიშვას მოულოდნელი ვნება, მაგრამ ეს ცეცხლი დიდხანს არ იგიზგიზებს. მათი ხასიათები მეტისმეტად განსხვავებულია. კირჩხიბი, რომელიც აფასებს ერთგულებას, გამუდმებით ეჭვიანობს თამაშის მოყვარულ ვერძზე. ვერძს არ უყვარს სახლში ყოფნა, კირჩხიბი თავს კარგად გრძნობს მშობლიურ კედლებში. ხანგრძლივი ურთიერთობების აწყობა გაუჭირდებათ.

კირჩხიბი – კურო

მათ შეუძლიათ იდეალური წყვილი გახდნენ. ორივეს უყვარს შინაური გარემო და აფასებს სიმშვიდეს. კუროს სურს, რომ ბოლომდე მისი ერთგულნი იყვნენ, კირჩხიბს კი არც აგონდება გვერდზე გახედვა. მყარი ურთიერთობები ბედნიერი ოჯახის საწინდარი იქნება.

კირჩხიბი – ტყუპები

კირჩხიბები იოლად ხვდებიან ტყუპების მიერ გახლართულ სასიყვარულო ხაფანგში, რომელსაც პრაქტიკულად არაფერი ამყარებს, მალე გაივლის. კირჩხიბი დიდხანს ვერ აიტანს ტყუპების თვისუფლებისმოყვარეობას. კირჩხიბს ეს ურთიერთობები უსიამოვნებას მოუტანს და კავშირი მალე დაირღვევა.

კირჩხიბი – კირჩხიბი

კირჩხიბებს სურთ თავიანთ პარტნიორებზე ზრუნვა, მათი განებივრება. იმავდროულად სწყურიათ ყურადღება საკუთარი სულიერი განცდებისადმი. ორივე კირჩხიბი დაუწყებს ლოდინს პარტნიორის მხარდაჭერასა და ყურადღებას, თუმცა შეიძლება ვერ ეღირსოს. შედეგად,  თითოეული თავისი პრობლემების გადაჭრით იქნება დაკავებული. თუ ამ წინააღმდეგობას გადალახავენ, იდეალურ წყვილად გადაიქცევიან.

კირჩხიბი – ლომი

მერყევ კირჩხიბს, რომელსაც ხშირად ეცვლება გუნება – განწყობილება, არგებს ძლიერ და ხალისიან ლომთან ურთიერთობა. კირჩხიბს შეუძლია შესანისნავი ურთიერთობები ააწყოს საკუთარ თავში შეყვარებულ ლომთან, კირჩხიბის ერთ – ერთი თავისებურება ხომ არის მისწრაფება, პარტნიორს ასიამოვნოს და მოაწონოს თავი. ერთი სიტყვით, ლომი და კირჩხიბი შესანიშნავ კავშირს ქმნიან, ხანგრძლივი ურთიერთობის პერსპექტივით.

კირჩხიბი – ქალწული

ერთიანობაში ამ ტანდემისთვის დადებითი პროგნოზია. ცეცხლოვანი, ემოციური კირჩხიბი ავსებს ცივ, ანგარებიან ქაწულს. შესაძლოა, მათი ურთიერთობების გრადუსი საშუალოზე მაღლა არ ავიდეს, მაგრამ მათ ქორწინებას სითბო და სინაზე არ მოაკლდება.

კირჩხიბი – სასწორი

საწორებს სულიერი და ინტელექტუალური სიახლოვე სჭირდებათ, კირჩხიბები კი ემოციებსა და ვნებებს ეძებენ. კირჩხიბი მეტისმეტად ტემპერამენტიანია სასწორთან შედარებით. სხვადასხვანაირად უდგებიან დასვენებასაც. საწორებს უყვართ საზოგადოებაში ყოფნა, მხიარულება, კირჩხიბები კი ამჯობინებენ, დრო თავინთ სახლში გაატარონ. ამ სხვაობების გამო მათ გაუჭირდებათ მყარი საიყვარულო ურთიერთობების აგება.

კირჩხიბი – მორიელი

კირჩხიბი ერთგულია, ამიტომ შეუძლია დამშვიდდეს და თავისი ეჭვიანობა დავიწყოს. კირჩხიბი იოლად ექცევა ძლიერი მორიელის დამოკიდებულებაში, ის კი, თავის მხრივ, პარტნიორის მზრუნველობითა და სინაზით ტკბება. მათ შეიძლება ძალიან ღრმა გრძნობები აკავშირებდეთ. არსებული წინააღმდეგობების მიურედავად, კირჩხიბები და მორიელები ბედნიერ ოჯახებს ქმნიან.

კირჩხიბი – მშვილდოსანი

კირჩხიბისთვის საინტერესი იქნება მშვილდოსანი, მაგრამ ამ ურთიერთობებში ვერ იპოვის მთავარს – დაცულობასა და სიმშვიდეს. მშვილდოსან უყვარს გართობა და მოგზაურობა, კირჩხიბს გამუდმებით მოუწევს ეჭვიანობა. ხანმოკლე რომანი შეიძლება მშვენიერი იყოს, მაგრამ ხანგრძლივი, სტაბილური ურთიერთობის აწყობა გაუჭირდებათ.

კირჩხიბი – თხის რქა

საპირისპირო ნიშნები არიან, მათ შორის მაგნიტური მიზიდულობა ჩნდება. ხასიათების არამსგავსებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მათ ხანგრძლივ ურთიერთობებს. თხის რქა კირჩხიბს მეტისმეტად ცივი და პირქუში ეჩვენება. პარტნიორისგან ვერ მიიღებს იმ ყურადღებას, რაც სჭირდება. თუმცა თხი რქის გვერდით თავს დაცულად გრძნობს. ამ წყვილის მომავალი მათ მიერ განცდილი გრძნობების ძალაზე იქნება დამოკიდებული.

კირჩხიბი – მერწყული

მერწყული კირჩხიბს გულგრილი და უდარდელი ეჩვენება. კირჩხიბს სურს ყოველთვის საყვარელი ადამიანის გვერდით იყოს, მერწყულს კი ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ხუთავს. ქორწინების ალბათობა მცირეა.

კირჩხიბი – თევზები

შეიძლება ითქვას, რომ ეს იდეალური წყვილია. მათი ურთიერთობები ნაზი და სათუთია. თევზები ზარმაცები არიან, მაგრამ იდეებით სავსენი, კირჩხიბები კი შრომისუნარიანები და მაზად არიან თავიანთი პარტნიორების ჩანაფიქრი განახორციელონ. ტანდემში ბევრს მიაღწევენ. მათ ხანგრძლივი და საოცრად ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ელით.

 

 

789 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი