აღწერა

ერთი შეხედვით ქალწულები ბევრს ეჩვენება პრობლემებში და საყოფაცხოვრებო წვრილმანებში ჩაფლულად, მაგრამ ეს წარმოდგენა მცდარია. ეს ადამიანები ძალიან ყურადღებიანი არიან და უშიშრად აღნიშნავენ ამ სამყაროს არასრულყოფილებას, განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც საქმის გამოსწორება შეუძლიათ. სწორედ ამიტომ საშუალოსტატისტიკური ქალწული პატარა პრინცივით ცდილობს მოაწესრიგოს თავისი პლანეტა და თუ ეს შეუძლებელია, მისი კუთვნილი კუთხის მოწყობას მაინც ახერხებს.
ქალწულების უმეტესობა ჭკვიანია, აქვთ ლოგიკაც და ინტუიციაც, მაგრამ ხშირად კრიტიკულად არიან განწყობილი სამყაროსა და გარშემო მყოფების მიმართ და საკუთარ თავს უფლებას აძლევენ მკვეთრი შენიშვნები მისცენ, რომლის გამო ხშირად კარგავენ მეგობრებს და ახლობელ ადამიანებს. ქალწულებს აქვთ საკუთარი აზრი ბევრ საკითხზე, მაგრამ მის დაცვას ცდილობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპონენტი ღირსეული და საინტერესოა; სულელი, უჭკუო ოპონენტისთვის რაიმეს მტკიცებას ისინი არ დაიწყებენ.
ქალწულების უმრავლესობა შინგანად მომხიბვლელები არიან და თუ მოინდომებენ შეუდარებელნი იქნებიან. ამ ნიშნის ადამიანებისთვის დამახასიათებელია ჩრდილში ყოფნა. მათ არ უყვართ ყურადღების მიქცევა, ამიტომ მათ ხშირად ბოლომდე ვერ აფასებენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც მათ ცუდად იცნობს.
ჩვეულებრივ ქალწულები ძალიან მშვიდები და გაწონასწორებულები არიან, მაგრამ ამ მდგომარეობიდან ისინი ადვილად გამოჰყავს ვულგარობას, უხეშობას და სისულელეებს. ამ ყველაფერთან შეჯახებისას ქალწულები თითქოს კარგავენ კოორდინატების ჩვეულ სისტემას; გაცილებით თავშეკავებულები ცდილობენ ამ დროს გაერიდონ გამაღიზიანებელ ობიექტს, ზოგი ხელჩართულ ჩხუბში ერთვება და არ ზოგავენ ძალებს.
ქალწულები ძალიან ჭკვინაურად ხარჯავენ ფულს და ცდილობენ არავის მევალე არ იყვნენ.
მამაკც-ქალწულებს დიდი შინაგანი ძალა აქვთ, მაგრამ ამასთან საკუთარ თავს ბედის მორჩილად თვლიან და იშვიათად სჩადიან სასოწარკვეთილ საქციელს. მათ კარგი მეხსიერება აქვთ და სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით ძალიან ყურადღებიანი არიან წვრილმანების მიმართ. ქალი-ქალწულები ჩვეულებრივ მორიდებულები და მორცხვები არიან. თუმცა ეს არ არის მათი მთავარი ღირსება. ქალწულებში გვხვდება ქალბატონები, რომელბსაც მძიმე ხასიათი აქვთ, სამაგიეროდ ნათელი გონებით, კარგი გემოვნებით და ვნებიანი სულით გამოირჩევიან.
სტიქია

ქალწულები მიწის ნიშანს მიეკუთვნებიან, ისევე როგორც კურო და თხის რქა, და როგორც ამ ნიშნის ადამიანები, გამოირჩევიან პრაქტიკულობით, რაციონალური მიდგომით ცხოვრების მიმართ და ხვალინდელ დღეზე ზრუნვით. თუმცა ქალწულები გამოირჩევიან კვლევითი მიდგომით – ისინი შეისწავლიან ნიადგს, მაგრამ არ ჩქარობენ მის დამუშავებას.
მიწა და მის მიერ მოცემული დოვლათი ქალწულებს უფრო მეტად სამეცნიერო-თეორეტიკული კუთხით აინტერესებთ, რამდენადაც ამ ნიშნის ადამიანებისთვის პოტენციალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პრაქტიკული განხორციელება.
ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები გამოირჩევიან მუდმივობით, ოღონდ ეს გულისხმობს თანაბარ მოძრაობას, ვიდრე მათი ნატურის სტატიკურობას. გარდა ამისა, მიწიერი კეთილდღეობისკენ სწრაფვის სურვილის უკან, ქალწულებში იმალება სულიერი სრულყოფილების დიდი მოთხოვნილება.

 თავსებადობა

ქალწულები ყველაფერში ერკვევიან, მათ შორის ახლობელი ადამიანების არჩევაში განსაკუთრებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ნიშნის ადამიანების უმრავლესობა რჩება მარტოხელა ცოხვრების ბოლომდე. მათი ნაწილი არ ანგრევს წარუმატებელ კავშირს მხოლოდ იმიტომ, რომ პარტნიორის მიმართ პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა გააჩნია.
ამას გარდა, ქალწული ერთგულია ოჯახის მიმართ, რამდენად მძიმეც არ უნდა იყოს მისი უღელი, ბოლომდე ეწევა და თავის მეორე ნახევარსაც კი არ აგრძნობინებს, რომ თავისუფლებას და მარტოობას არჩევდა წარსულის დაბრუნება რომ შეეძლოს.
ქალწულებს არ ახასითებთ კომპრომისი სიყვარულში – მათ წყვილს გამორჩეული ღირსებების უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენადაც ძლიერი გრძნობა არ უნდა იყოს, ურთიერთობა შეწყდება სწრაფად და საბოლოოდ.
აღსანიშნავია, რომ ქალწულები გამოირჩევიან ერთგულებით: ისინი რჩეულში ეძებენ პირველ რიგში მეგობარს და არა სექსუალურ პარტნიორს. ნებისმიერ ღალატს აფასებენ როგორც გამყიდველობას.
ქალწულის სიყვარულმა შეიძლება იმედგაცრუება გამოიწვიოს ვნების და მკვეთრი გამოხატვის არ არსებობის გამო, მაგრამ ქალწულის გრძნობა არის თანაბარი და გაუბედავი, ამასთან იმდენად ძლიერია, რომ დაგიცავთ ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულისგან.
ქალწულების კავშირი დიდი ალბათობით რომანტიკული არ იქნება, სამაგიეროდ მეგობრობა იქნება მყარი, ხოლო ერთობლივი მუშაობა პროდუქტიული.
ქალწულს სწრაფად დაღლის აბსტრაქტული აზროვნების მიდრეკილების არ მქონე კირჩხიბი, ხოლო მერწყულთან ურთიერთბა საკმაოდ მაცდური შეიძება იყოს.
შესაძლოა კარგი აღმოჩნდეს კავშირი ლომთან, რომელიც მოხერხებულ ქალწულთან დამჯერე ფისო გახდება.
ქალწულს ურთიერთგაგებით სავსე ურთიერთბა აქვს მშვილდოსანთან, ხოლო თევზები მალე დაღლის ფუჭი ოცნებებით და უმოქმედობით.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

ქალწული პასიური ნიშანია, რომლის წარმომადგენლებისთვის უფრო მისაღებია წყნარი ცხოვრება, ვიდრე ბობოქარი და ცვლილებებით სავსე. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქალწულები სუსტები არიან, უბრალოდ მათი ძალა არის რეალურ სირთულეებთან გამკლავება და არა ქარის წისქვილებთან ბრძოლა.
ქალწულის შინაგანი სიმშვიდის უკან ჩვეულებრივ იმალება ძლიერი შფოთვა; ამ ნიშნის ადამიანებს ხშირად ეჭვი ეპარებათ საკუთარ ქცევის სისწორეში და ელიან სასჯელს დიდი ხნის წინ ჩადენილი, ყველასგან დავიწყებული შეცდომებისთვის. ზოგადად მათ ზედმეტად განვითარებული პასუხისმგებლბის გრძნობა აქვთ. ისინი მზად არიან მთელი სამყაროს უბედურებაზე პასუხისმგებლობა აიღონ და ვერ ხვდებიან, რომ ზოგჯერ უმნიშვნელო უპასუხისმგებლობამ და სიმარტივემ შეიძლება რეალურად გააბედნიეროთ.
ქალწულები ადვილად ურთიერთობენ ადამიანებთან და სასიამოვნო მოსაუბრეები არიან, მაგრამ ნატურით მარტოხელებად რჩებიან, ამასთან, გართობას ამჯობინებენ შრომას, ამიტომ ყველაზე ახლობელ ადამიანებს პოულობენ კოლეგებში ან თანამოაზრეებში.
საინტერესოა, რომ სწორედ ამ ნიშნის ქვეშ იბადებიან კაცობრიობის საუკეთესო და ყველაზე ცუდი წარმომადგენლები, თან ორივე კატეგორიას აერთიანებს სპირტიანი სასმელების და ნარკოტიკების მოხმარებისკენ მიდრეკილება.
ყველაზე ძლიერი განცდების დამალვა შეუძლიათ იმ ქალწულებსაც, რომლებიც ყოველთვის გახსნილები არიან ურთიერთობისთვის. ქალწულის სულიერი ტანჯვის მიზეზები შეიძლება იყოს მის ან სხვის მიერ დაშვებული შეცდომა, ხოლო ტანჯვების დავიწყების საუკეთესო საშუალება ვინმე ისეთი ადამიანისთვის დახმარების გაწევა, რომელიც დამოუკიდებლად ვერ ახერხებს საკუთარი თავის მიხედვას.
ქალწულის შემფასებლური შესაძლებლობები აქვთ ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სხვების კეთილდღეობას აფასებენ: ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ვერ მოატყუებ ვერც ფუფუნებით და ვერც ცრუ სიმდიდრით.

სექსუალობა

ახალგაზრდობაში ქალწულები გამოირჩევიან სამყაროზე იდეალისტური შეხედულებით და ეძებენ თავის ერთად-ერთ სიყვარულს, ამიტომ სხვა ნიშნებთან შედარებით დიდხანს რჩებიან ქალიშვილები. მოგვიანებით, როცა აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას იწყებენ, არ ცდილობენ იტრაბახონ მიღწეული გამარჯვებებით და უფრო უმანკოები ჩანან, ვიდრე სინამდვილეში არიან. ქალწულის რჩეული შეიძლება ვერც კი ეჭვობდეს, რომ მას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, რამდენადაც ამ ნიშნის ადამიანები ერთის მხრივ არ ცდილობენ ემოციების აშკარად გამოვლენას, ხოლო მეორეს მხრივ პოტენციურ პარტნიორსაც კი კრიტიკულად და სკეპტიკურად აფასებენ. სწორედ ამიტომ ქალწულის სასიყვარულო არქივში გაცილებით მეტი პლატონური გატაცებაა, ვიდრე ვნებიანი რომანები. თუ ასეთი რამ მაინც ხდება, ქალწული ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ის ღრმა განცდებმა შესაძლოა მიიყვანოს ტრაგიკულ დასასრულამდე.
 

277 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი