რამდენიმე წლის წინ სტრესი გადავიტანე და უძილობა დამეწყო. ქიმიურმა წამლებმა კიდევ უფრო გამიღიზიანა ნერვები – სულ აღგზნებული ვიყავი და ყველაფერზე ვბრაზობდი. ერთმა ნაცნობმა მირჩია, მცენარეული საშუალებები გამომეყენებინა ძილის და მერე ნერვების მოსაწესრიგებლად მასწავლა ძალიან მარტივი რეცეფტები, რომლებმაც მართლაც დაასრულა ჩემი განსაცდელი. ამ რეცეფტებს დღესაც ვიყენებ ხოლმე და სხვებსაც ვურჩევ მათ გამოყენებას:

  • 1/2 ჩ/კ გვირილას დაასხით 0,5 ჭიქა მდუღარე სწალი. დაადგით 15წთ, შემდეგ გაწურეთ. დალიეთ დაძინებამდე 1 საათით ადრე, მაგრამ მანამდე უნდა წაიხემსოთ, რადგან გვირილა დაღვლმდენია და შეიძლება ღამე კუჭმა შეგაწუხოთ.
  • თუ გირილას ნაყენი არ გშველით, ყაყაჩოს ნახა რში დალიეთ: 1/3 ჩ/კ კულინარიული ყაყაჩო და 1/4 ჭიქა წყალი აადუღეთ 1-3 წუთი, გადაწურეთ და დალიეთ.

post-15-1290603408

ექიმის კომენტარი: ორგანიზმზე გვირილის ნაყენის დადებითად მოქმედება განპირობებულია ამ მცენარეში შემავალი ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით: ეთერზეთებით, აზულენით, ფლავოიდებით, პოლისაქარიდებით, ვიტამინებით და სხვა. გვირილის პრეპარატებს აქვთ სპაზმოლიზური, ანტიანთებითი, ანტისეფტიკური, სედატიური (საძილე) და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. გვირილის ნაყენი ზრდის საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, ხსნის ნაწლავთა სპაზმებს. გვირილის ეთერზეთი აძლიერებს და აღრმავებს სუნთქვას, აუმჯობესებს გულის შეკუმშვათა რიტმს, აფართოვებს თავის ტვინის სისხლძარღვებს. ასეთი ეფექტების გამო მის ნაყენს ხალხურ მედიცინაში ხმარობენ მწვავე და ქრონიკული გასტრიტების, წყლულოვანი დაავადებების, კოლიტების დროს.

ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებების დროს გვირილის პრეპარატები ხსნის სანაღვლე გზების სპაზმს, ამცირებს ანთების გამოვლინებებს. მცენარის საძილე და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის გამო მას იყენებენ, როგორც ნერვიული სისტემის დამამშვიდებელ და საძილე საშუალებას მსუბუქი აღგზნებების დროს.

2d7e2f025a76

ყაყაჩო ბიოლოგიურად საკმაოდ აქტიურ 20-ამდე ალკალოიდს შეიცავს. მათ შორისაა მორფინი, კოდეინი, პაპავერინი. შეიცავს აგრეთვე ორგანულ მჟავეებს, ცხიმებს. ყაყაჩოში შემავალი ალკალოიდები ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებლებს მიეკუთვნება, თრგუნავენ ტკივილს, აცხრობენ უარყოფით ემოციებს, ხსნიან სპაზმებს, აქვთ ძლიერი საძილე მოქმედება.

ყაყაჩოს ნაყენით მეტისმეტად გატაცებას არ გირჩევთ, რადგან დოზის გადამეტების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრად გამოხატული გვერდითი ეფექტები და თან მცენარეში შემავალი ნივთიერებები (თუნდაც მცირე დოზით მიღებისას) მათდამი შეჩვევას იწვევს.

 

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი