ამერიკულმა კვლევამ დაადგინა, რომ დაახლოებით 5-10 წლის შემდეგ მედიცინაში დიდი გარღვევაა მოსალოდნელი, რაც მამაკაცებს საშუალებას მისცემს, შვილი გააჩინონ.

მეცნიერების მტკიცებით, მათ არამარტო ბავშვის მუცლით ტარება, არამედ დამოუკიდებლად გაჩენაც შეეძლებათ, ასეთი პროგნოზი კი იმ წარმატებული ოპერაციების საფუძველზე გაკეთდა, რომლებიც მსოფლიოში ამ დროისთვის აქტიურად ტარდება. ცოტა ხნის წინ კვლავ წარმატებით დასრულდა საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაცია.

ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ უახლოეს წლებში სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება. საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ მამაკაცს ჰორმონოთერაპია დასჭირდება, საერთო ჯამში კი ეს ყველაფერი ქალის ორგანიზმში მიმდინარე პროცესის თითქმის ანალოგიური იქნება.

129 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი