აღწერა

ტყუპებს სხვა ნიშნებისგან გამოარჩევს განსაკუთრებული გაორება და არამდგრადობა ბევრ ქცევაში. მათ შეუძლიათ სიტუაცია ორმხრივად შეაფასონ ერთდროულად, ერთი და იგივე მომენტში განიცადონ სიყვარული და სიძულვილი, ზოგჯერ თავადაც არ ესმით საკუთარი ბუნების სირთულე. ტყუპები ცვალებადი ამინდივით არიან. ისინი აუტანლები იქნებოდნენ, რომ არ ჰქონდეთ მომხიბვლელობა. მათ უყვართ ურთიერთობა, მათთან საუბარი სასიამოვნოა, ამასთან საინტერესოც, რადგან მათ ბევრი თავგადასავლები აქვთ. გარდა ამისა, ტყუპები ადვილად ითვისებენ ცოდნას, რომელიც მათთვის პრაქტიკულად გამოუსადეგარია და ადვილად უზიარებენ სხვებს. ტყუები დაკვირვებულები არიან, თუმცა აქედან სარგებლობას ვერანაირს ვერ ნახულობენ; უარესიც, ისინი ხშირად საეჭვოდ გამოიყურებიან, როცა ყველა წვრილმას ყურადღებას აქცევენ და სრულიად არასწორად ახდენენ ამ ყველაფრის ინტერპრეტირებას. ტყუპები მიდრეკილნი არიან შურიანობისკენ და თვლიან, რომ თავად ცხოვრობენ შურიანებს შორის. ზოგჯერ ყველაზე ახლო მეგობრებშიც კი მტერს ხედავენ. მათი გაგება რთულია და ბევრი მათ თვალთმაქცობაში ადანაშაულებს. ტყუპები თუ ვინმეს ატყუებენ, ეს პირველ რიგში საკუთარი თავია. ტყუპების ცხოვრებაში ყველაფერი გაორებულია, ვარსკვლავების მათდამი დამოკიდებულებაც კი: ერთის მხრივ ბედი მათ არასტაბილურობას აძლევს, ხოლო მეორეს მხრივ – დაუზარებლად უგზავნის ისეც გამოცდას, რომლის გავლის შემდეგ ტყუპები იძენენ შეუპოვრობასა და მიზანდასახულობას. მამაკაცი-ტყუპები მთელი ცხოვრების მანძილზე ინვითარებენ საკუთარი ინტერესბის სფეროს, მაგრამ დასახული მიზნისკენ მიდიან არა პირდაპირი, არამედ უფრო ადვილი გზით – ეს მათ თავისთავად გამოსდით. ისინი შეიძლება დაინტერესდნენ სხვადასხვა საგნებით, მაგრამ სერიოზულად არც ერთი მათგანით, ასევე რისკავენ შიშის განცდის გარეშე. ტყუპი-ქალბატონები ერუდირებულნი და ჭკვიანები არიან. ადვილად სწავლობენ და გამოირჩევიან პრაქტიკულობით. ტყუპი-ქალბატონი იშვიათად გამოარჩევს რაიმე მნიშვნელოვანს მეორეხარისხოვანისგან, ის დაბნეულად გამოიყურება, მაგრამ შეიძლება იყოს მომენტალური და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე შეუძლია მოემზადოს ახალი ბიძგისთვის. ცნობილები:
ალექსანდრე კალიოსტრო, როდრიგეს ველასკესი, არტურ კონან დოილი, თომას იუნგი, ერნესტო ჩე გევარა, კარლ ფაბერჟე, მერლინ მონრო, ჯონ კენედი, რობერტ შუმანი, რიჰარდ შტრაუსი, ჯეიმს ბელუში, პრინცი, პოლ მაკარტნი, ნაომი კემპბელი, კაილი მინოგი, ნიკოლ კიდმანი, შტეფი გრაფი.

სტიქია

ტყუპების სტიქია არის ჰაერი და მათი ხასიათი მოგვაგონებს ნიავს. ისინი მსუბუქი და მოუხელთებელი არსებები არიან, მათ აქვთ შესაძლებლობა აუცილებელნი გახდნენ ნებისმიერ გარემოცვაში, ამასთან თავს არ იტვირთავენ სხვისი პრობლემებით და საზრუნავით. ტყუპების არსებობა ყოველთვის იგრძნობა – ყოველგვარი ძალ-ღონის ჩადების გარეშე «ქმნიან ამინდს». ჰაერის ყველა ნიშნებიდან (მერწყული, ტყუპები, სასწორი), ტყუპები გაცილებით არამდგრადები არიან, მაგრამ სწორედ მათ ხასიათში არსებული ხალასი მიმღეობა და ცოტა სიცივე ერთმანეთს საუკეთესოდ შეეფერება. ტყუპების არსებობის აუცილებელი პირობაა – თავისუფლება. არ შეიძლება ქარის დაკავება, გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენ გაგახარებთ მისი დაბრუნება თქვენს მხარეში.

თავსებადობა

ტყუპები ხშირად შეუძლებელს ნატრობენ და მათი პირველი სიყვარული ჩვეულებრივ უბედურია. სწორედ ამიტომ ახალგაზრდა ტყუპების რიცხვში არის ბევრი თაყვანისმცემელი და ცნობილი ადამიანების ფანატები, განსაკუთრებით მსახიობების; ამ უკანასკნელებთან ტყუპებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. სასიყვარულო ფრონტზე მარცხისას ტყუპები გაცილებით ხანგრძლივი პერიოდის მანძლზე იტანჯებიან, ვიდრე ნებისმიერი სხვა პრობლემის დროს. ტყუპების გულის დატყვევება შეუძლია მხოლოდ ჭკვიან პარტნიორს, რომელიც კარგი მეგობარი და საინტერესო თანამოსაუბრეც იქნება. მას უნდა შეეძლოს მსოფლმხედველობის ისევე სწრაფად გაფართოვება, როგორც ამას აკეთებს ტყუპები. ტყუპები არ მიისწრაფიან ქორწინებისკენ, მათ არ უყვართ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა, პანიკურად ეშინიათ რუტინის და ერთფეროვანი ოჯახური ცხოვრების. ამასთან, პარტნიორის მიმართ ერთგულება ტყუპებს დიდი ხნის მანძილზე შეუძლია, თუმცა მისთვის საკმარისია მცირედი შესაძლებლობაც კი, რომ სიტუაცია შეცვალოს. არის ტყუპების მეორე ნაწილი, რომლებიც სხვა უკიდურესობაში ვარდებიან, ისწრაფვიან საკურთხევლისკენ „მეორე ნახევართან“ რამოდენიმედღიანი ნაცნობიბის შემდეგ, რომელიც სამწუხაროდ აღმოჩნდება მხოლოდ „მორიგი“ სიყვარული. ასევე სწრაფად უყვარდებათ მათ და ცდილობენ შეცვალონ ცხოვრების წინა თანამგზავრი ახლით. მამაკაცი-ტყუპები შეუდარებელი გამომგონებლები არიან, როცა ცდილობენ სასურველი ქალის გული მოიგონ, თუმცა ჩვეულებრივ მალე კარგავენ მის მიმართ ინტერესს. ისინი დაუღალავად ცდიან მის მოთმინებას, დაუსრულებლად მიდიან და ბრუნდებიან. ქალი-ტყუპები არაპროგნოზირებადები არიან ახალგაზრდობაში და შეუდარებელი ზრდასრულ ასაკში. მათი არაჩვეულებრივი ცვალებადობა ხიბლავს ყველას, თუმცა ამ ნიშნის ქალბატონები შეზღუდვებს, რომელბიც ტრადიციულ ოჯახურ ცხოვრებას ახლავს, არანაირად არ აღიარებენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს შორის გაჩაღებული რომანი შეიძლება იყოს ბედნიერიც და უბედურიც. დარწმუნებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება – გრძნობა, რომელიც წყვილს აკავშირებს, არ იქნება მხოლო სიყვარული. ვერძთან კავშირი ხანმოკლე იქნება, თუ მასში ჩადებული არ იქნა საერთო ინტერესები. ჰარმონიული იქნება მერწყულთან კავშირი, მაგრამ საუბარია რომანზე, შესაძლოა ვნებიანზე, ოღონდ არა ქორწინებაზე. კარგია კავშირი თხის რქასთან, თუმცა, ამ უკანასკნელს მოუწევს შეეგუოს ტყუპების ცვალებად ხასიათს. საერთოდ, მიწის ნიშნებიდან ტყუპებისთვის უკეთესია აირჩიოს კურო. ერთმანეთში ეჭვის შეტანა დააშორებს ტყუპების და თევზების წყვილს, ხოლო დაუსრულებელი ყოყმანი ხელს შეუშლის ბედნიერი იყოს სასწორთან.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

ტყუპები აქტიური ნიშანია, თუმცა მათ ძალას და ენერგიას არ აქვს მუდმივი ვექტორი, რაც აუცილებელია წარმატებისთვის. ტყუპებმა შეიძლება ვერ შეძლონ შორეული მიზნების მიღწევა, მაგრამ წვრილმანებში მათ ბადალი არ ჰყავთ. თანდაყოლილი პრაქტიკულობა ტყუპებს საშუალებას აძლევს მოხერხებულად გადაჭრან ყოველდღიური პრობლემები, გახადონ თავიანთი ცხოვრება კომფორტული და სასიამოვნო, თუმცა ზოგჯერ ამას გარშემომყოფთა ინტერესების ხარჯზე აკეთებენ. აქტიური და ქმედითი ტყუპები უამრავ საქმეს ერთდროულად იწყებენ, მაგრამ ბოლომდე მიჰყავთ უფრო მარტივი და თავისთვის მნიშვნელოვანი ერთი-ორი მათგანი. ტყუპების უპირატესობა არის ის, რომ მათ კარგად იციან თავიანთი სუსტი წერტილები, ამიტომ არ ერიდებათ დახმარება ითხოვონ, თუ თავად ვერ უმკლავდებიან. ჩვეულებრვი ტყუპებს ბევრი მეგობარი ჰყავთ, ისინი გახსნილები, მეგობრულები არიან და შეუძლიათ სიმპათია დაიმსახურონ. ტყუპებს პარადოქსული აზროვნება აქვთ; თუმცა სწორედ მათ ახასიათებთ ნათელი და მოულოდნელი გამოსხივებები. ბოლოს დავამატებთ, რომ ტყუპები გონებამახვილები არიან, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ენამწარენი. მათ მეგობრებს კომპლიმენტების, ხოლო მტრებს მწარე სიტყვების მოსმენა უწევთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტყუპების მეგობარი ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს მისი მტერი.

სექსუალობა

ტყუპების სექსუალური ცხოვრება მრავალფეროვანია თუ პარტნიორების მრავალრიცხვიანობის გამო არა, იმის გამო მაინც, რომ ისინი მუდამ მიისწრაფვიან ახალი შეგრძნებებისკენ, თამამი ექსპერიმენტებისკენ და ყველაფერი ეგზოტიკურისკენ. ტყუპებს შეუძლიათ სიმოვნება მიანიჭოს ნებისმიერ პარტნიორს, ამასთან გულის სიღრმეში დარჩეს აბსოლიტურად გულგრილი მის მიმართ. სამაგიეროდ პარტნიორისგან ტყუპები ითხოვენ გულახდილობას, ყურადღებას და თუ სიცივე იგრძნეს, მაშინ ურთიერთობაში ყველანაირ ინტერესს კარგავენ. ზემოთ ნახსენები ტყუპების ინტუიცია ძალიან სასიამოვნო პიროვნებებს ხდის მათ, რომლებსაც შეუძლიათ საყვარელი ადამიანის სურვილის გაგება ძალიან მცირედი მინიშნებების დონეზეც კი, ასევე ამ ყველაფრის განჭვრეტა. ტყუპები მიეკუთვნებიან იმ კატეგორიას, ვისთანაც შესაძლებელია რომანის გაჩაღება ერთი ღამით, ისინიც სწორედ ასეთი ურთიერთობებისკენ ილტვიან – ურთიერთობა ვალდებულებების, რუტინის და მოწყენილობის გარეშე, აი რას ელიან ტყუპები, რა სჭირდებათ მუდმივად და ეს მაშინაც კი, როცა ქორწინებაში არიან.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი