ხელში ჩამივარდა ერთ ძველ გაზეთში დაბეჭდილი წერილი. ვფიქრობ, იგი დღესაც სიანტერესო იქნება მკითხველისთვის.

გთხოვთ დაბეჭდოთ და თან დაურთოთ ექიმის კომენტარი: „დედაჩემი 20 წლის წინ გარდაიცვალა კიბოს მე-4 სტადიის დიაგნოზით. ბაბუაჩემმა მთელი ქალაქის ექიმები ფეხზე დააყენა, მაგრამ ვერაფერი შეძლეს. დედას გარდაცვალებმამდე 4 დღით ადრე ბაბუას ერთმა ნაცნობმა ასწავლა რეცეფტი, რომელიც უმძიმეს ავადმყოფებს უწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. ამ წამლის ეფექტის მისაღებად 7 დღე მაინცაა საჭირო, დედას კი ეს 7 დღე აღარ ჰქონდა. შემდგომში ბებოს დაემართა საკვერცხეების კიბო და სწორედ ამ წამალმა განკურნა. ამ რეცეფტით მომზადებულმა წამალმა მოარჩინა მისი ორი ნაცნობი, რომელთაც კუჭისა და ნაწლავების სერიოზული პრობლემა ჰქონდათ.

მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ამ ხალხური საშუალების გამოყენება არ შეიძლება ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუმცა მათ, ვის მკურნალობაზეც ექიმებმა უარი თქვეს, ვურჩევ, აუცილებლად სცადონ:

50-50 გ არყის ხის კვირტების, კატაბალახას ძირების, ჯავზის (მუსკატის) კაკლის, 200 გ კაკლის უღლის (ხარიხები) ნარევი კარგად დავფქვათ, აურიეთ 500-500 გ სპირტი და თაფლი, მოათავსეძთ მინის ქილაში, დადგით ბნელ ადგილას 14 დღის განმავლობაში. მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში.

ყველას გისურვებთ ჯამრთელობას.

yellowwood-3g

ექიმის კომენტარი: არყის ხე ქართულ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. მისი ფოთლები და კვირტები მდიდარია ეთერზეთებით, ფისებით, ბეტულორიტინის მჟავით, ფლავონოიდებით, საპონინებით, კაროტინით, ასკორბინისა და ნიკოტინის მჟავებით. არყის ხის ფოთლებისგან და კვირტებისგან მომზადებულ ნაყენებს და ნახშირებს აქვს შარდმდენი, ნაღვლმდენი, ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, იმუნიტეტის გამაძლიერებელი, ნივთიერებათა ცვლის მომაწესრიგებელი და თავის ტვინის ქერქის ფუნქციონირების გამაუმჯობესებელი მოქმედება. აგრეთვე, შლის საშარდე გზებში არსებულ კენჭებს. ხალხურ მედიცინაში არყის ხის წვენს იყენებენ ორგანიზმის ზოგადგამამაგრებელ, მომაძლიერებელ და ქრონიკული პათოლოგიების სამკურნალო საშუალებად.

ასევე იმუნომოდულატორული ეფექტი აქვს თაფლს, ჯავზს და კაკლის უღელს. კაკლის უღლის ნაყენს ამასთან ერთად აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. კატაბალახის ძირების ნაყენი სპაზმების მომხსნელი და დამამშვიდებელი ეფექტებით ხასიათდება.

რამდენად ეფექტიანი იქნება ეს კომბინაცია სიმსივნური პათოლოგიების დროს, ვერაფერს ვიტყვით- მკვეთრად გამოხატულის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება ამ კომპონენტებში აღნიშნული არ არის.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი