აღწერა

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მორიდებულები, მომხიბვლელები და მეგობრულები არიან. ისინი არავის აწყენინებენ წვრილმანების გამო და ცდილობენ ტკივილი არ მიაყენონ ახლობელ ადამიანებს, რომელთა მისწრაფებებს და სურვილებს ხვდებიან კარგად განვითარებული ინტუიციის წყალობით. მომავლის წინასწარმეტყველება სასწორებს გამაოგნებლად ზუსტად შეუძლიათ, განსაკუთრებით ხასიათის მიხედვით. ისინი წარმატებულები და მხიარულები ჩანან, ყოველთვის გახსნილები ურთიერთობისთვის, თუმცა სასწორების ნატურა საწინააღმდეგოა და ცხოვრების ზოგიერთ პერიოდში ისინი ნამდვილ ურჩხულს ემსგავსებიან.
სასწორების ბნელი მხარე იმდენად მიუღებელია, რამდენადაც მათი ნათელი მხარე. დროდადრო კაპრიზულობის, ნერვოზულობისა და სიავის გამო, ამ ნიშნის ადამიანები რისკავენ მეგობრების დაკარგვით, რომლებიც მიჩვეულნი არიან მათ სრულიად სხვაგვარ ქცევას.
არასტაბილურები არიან სასწორები ცხოვრების წესშიც: აქტიურობა და დაუცხრომლობა პერიოდულად იცვლება სრული აპათიით, როცა არავის და არაფერს არ შეუძლია მათი ყურადღების მიქცევა. ამონაკლისს წარმოადგენენ წიგნები: სასწორებს კითხვა უყვართ ყოველთვის და კონცენტრირების კარგი უნარის წყალობით რთულ, უცნობ სფეროებზე არესებულ მასალასაც კარგად ითვისებენ და ამით დიდ სიამოვნებას იღებენ.
სასწორები, რომლებმაც იციან საკუთარი ხასიათის არასტაბილურობის შესახებ, ცდილობენ ცხოვრებას მიუდგნენ რაციონალურად და აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილებები მიიღონ, თუმცა ხშირად, თავადაც ვერ ხვდებიან ისე, ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ და ისე იქცევიან, როგორც მათგან ელიან. სასწორები არ ენდობიან საკუთარ ინტუიციას – როცა ამას ისწავლიან, ძალიან ბევრ შეცდომას აიცილებენ თავიდან.
მამაკაცი-სასწორები ძალიან გულუხვები არიან, როგორც ფულის საკითხში, ისე სინდისში. ლოგიკასა და ცივ გონებაზე დაყრდნობით, ისინი ადამიანის ფსიქოლოგიას უარყოფენ, როგორც ნაკლებადმნიშვნელოვან ფაქტორს. საკუთარ სურვილებს ისინი ხშირად კრიტიკული ფორმით გამოხატავენ და ავიწყდებათ, რომ სხვებისთვის მნიშვნელოვანია მეგობრული მხარდაჭერა. სხვების შეცდომების დანახვისას, სასწორები არ ამჩნევენ საკუთარს და ხშირად ამის გამო წარმოჩინდებიან საკუთარი თავით ზედმეტად კმაყოფილები.
ქალი-სასწორები მთელ თავიანთ მომხიბვლეობასთან ერთად, დაჯილდოვებულნი არიან რიგი მამაკაცური ნიშნებით და მათ ეს კარგად იციან. მომხიბვლელობისა და მსუბუქი ხასიათის უკან საკმაოდ მყარი ზნეობა დგას. ერთი სიტყვით, ამ ნიშნის ქალბატონები არ ავლენენ საკუთარ აღმატებულებას სხვებზე, ამიტომ ურთიერთობებში ისინი სასიამოვნო და კეთილგანწყობილნი არიან.

სტიქია

სასწორების სტიქია არის ჰაერი, რაც მათ ხასიათს ხდის არასტაბილურს და ხელმოუხელთებელს. სასწორებს არ უყვართ ბრმად ნდობა ან რაიმეს მინდობა. მათ ურჩევნიათ შეუმჩნევლად არსეობდნენ ყველაგან და ნებისმიერ მომენტში გაქრნენ გაურკვეველი მიმართულებით.
ახლობელ და ნათესავ ადამიანებს სასწორები თბილად ექცევიან, თუმცა ეს ნეგატივში გადადის, როცა სასწორები ცუდ ხასითაზე არიან.
ამ ნიშნის ადამიანები ცოდნას თითქოს ჰაერიდან იღებენ. სწავლა და სიახლის მიღწევა მათთვის ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც სუნთქვა. მიღებული ინფორმაცია სრულიად არ ართულებს სასწორების ცხოვრებას: ყველაფერი ნეგატიური და შემაწუხებელი მათ გაონებაში ადვილად იფანტება, როგორც დილის ნისლი.

 თავსებადობა

სასწორებს შეუძლიათ სიყვარული, მაგრამ ქორწინებაში ბედნიერები იშვიათად არიან: ისინი ზედმეტად დიდხანს ფიქრობენ ნებისმიერ საქციელზე და აანალიზებენ რჩეულის თითოეულ სიტყვას და პოულობენ აზრს, რომელიც მიუღებელია მათთვის. სასიყვაუულო ურთიერთობებში სასწორების კიდევ ერთი მტერია მათი მომთხოვნი ხასიათი. მათ სრული ბედნიერბა სწყურიათ, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ახერხებენ ურთიერთობებში წყენის და იმედგაცრუების საბაბს.
საერთოდ სასწორებს ფართე სამეგობრო წრე ჰყავთ და სასიყვარულო ურთიერთობებსაც აგებენ მეგობრულის პრინციპებით, ირჩევენ რა პარტნიორულ- ინტელექტუალურ თანამგზავრს.
სასწორებს შორის გვხვდებიან ძალიან ცუდი ხასიათის ადამიანებიც, რომლებსაც შეუძლიათ დამცირება, შეურაცხყოფა – საყვარელი ადამიანისაც კი; არიან მათ შორის ისეთებიც, რომლებიც პარტნიორს სითბოს და ყურადღებას არ აკლებენ, მაგრამ არ ივიწყებენ საკუთარ ინტერესებს და ცდილობენ ერთობლივ ცხოვრებაში იმაზე მეტი ძალა და სახსრები არ ჩადონ, ვიდრე უკან იღებენ. მსხვერპლის გაღება სასწორებს არ ახასიათებთ, რაც არ უნდა ძლიერ შეყვარებულები იყვნენ.
ყველაზე მძიმე სასწორისთვის ქორწინების პირველი წლებია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი გული დაიპყრო მიზანდასახულმა და მტკიცე ხასიათის ადამიანმა. დროთა განმავლობაში ხასიათის სხვაობა ლაგდება, მაგრამ სასწორი ძველებურად აგრძელებს სირთულეების ლოდინს და ამით თრგუნავს საკუთარ თავსაც და რჩეულსაც.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების კავშირი არათუ ცუდი, უბრალოდ ნაკლებწარმოსადგენია: ორივე ძალიან დიდხანს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და სავარაუდოდ არცერთი არ გადადგამს პირველ ნაბიჯს.
წარუმატებელია კავშირი ტყუპებთან: ერთი პარტნიორის მუდმივი ცვალებადობა და მეორეს მერყეობა სულიერ ჰარმონიას ვერ მოიტანს.
სასწორს შეუძლია გააწონასწოროს მორიელის ენერგია და კონკრეტულ შემთხვევებში გაალამაზოს ჩაკეტილი კირჩხიბის მარტოხელა ცხოვრება.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

სასწორი აქტიური ნიშანია, თუმცა ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები არ ფლობენ საკმარის ენერგიას, რომ გარემოცვის ზეგავლენა გადალახონ და გაქცევას ამჯობინებენ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სურვილების რეალობად ქცევის პოტენციალი აქვთ, სასწორები ზედმეტად დიდ დროს უთმობენ გადაწყვეტილების მიღებას, დაუსრულებლად განიხილავენ სხვადასხვა შესაძლებლობებს და პირობებს, შედეგად კი ხელიდან უშვებენ დროს, რაც ოპტიმალურია ამა თუ იმ ქმედებისთვის. ამ ნიშნის ადამიანის დარწმუნება სწრაფ მოქმედებაში შესაძლებელია, ოღონდ ამ შემთხვევაში ის სრულიად მოიხსნის პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებზე და შედეგებზე.
სამაგიეროდ, როცა გადაწყვეტილება მიღებულია, სასწორები არ გადადიან არჩევანს და ინტუიტიურად ანაწილებენ ძალისხმევას ისე, რომ მიაღწიონ დასახულ მიზნებს თანმიმდევრულად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასწორები არ გადაიან არჩეული გზიდან, თითქოს გარშემო ვერავის და ვერაფერს ამჩნევენ.
აქტიურად მონაწილეობენ კამათებსა და დისპუტებში, რითაც ახდენენ საკუთარი აზრის დაცვასაც და უდიდეს სიამოვნებას იღებენ ინტელექტუალური შეჯიბრისგან; ზოგჯერ ისინი კონფლიქტების პროვოცირებას ახდენენ მხოლოდ იმიტომ, რომ მოწინააღმდეგის თავდასხმებისგან დაიცვან საკუთარი თავი.
ისეთი პერიოდებში, როცა მათი ენერგეტიკა დუნდება, სასწორები ნაკლებადმოსაუბრენი და ჩაკეტილები ხდებიან. ისინი თითქოს ენერგიას აგროვებენ ხალი აქტივობისთვის.

სექსუალობა

მომხიბვლელი, მომღიმარი და ძალიან ლამაზი სასწორები გარშემომყოფებს ადვილად ხიბლავენ, მაგრამ თავად რთულად იხიბლებიან. ისინი პარტნიორს ძალიან დაკვირვებით არჩევენ. შეყვარებულებიც კი ეგოისტებად რჩებიან გულის სიღრმეში, მაგრამ ეს თითქოს იზიდავს მათკენ ახალ მსხვერპლს.
სასწორების ეროტიკული ცხოვრება – ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია: მათ შეუძლიათ სიამოვნება მიიღონ ყველაფრისგან, რასაც სექსუალური ურთიერთობა იძლევა, ამასთან, შეუძლიათ თავდავიწყებით ვნებას არც კი მიეცენ. ზოგჯერ სასწორებს ერთდროულად რამოდენიმე რომანი აქვთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ თავქარიანები არიან, ისინი ამ გზით საუკეთესო პარტნიორს არჩევენ.
ზოგჯერ სასწორები უარს არ ამბობენ სექსუალურ ურთიერთობაზე, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობები დიდი ხნის წინ გაუქრათ: გასამართლებელ არგუმენტებს ადვილად პოულობენ, რომ ოდესღაც საყვარელ ადამიანთან დაშორება ჯერ ადრეა. გარდა ამისა, სასწორები ბუნებით სასტიკები არ არიან, ამიტომ ცდილობენ ტანჯვა არ მიაყენონ არავის, მათაც კი, ვინც აღარ უყვართ.
სასიყვარულო ურთიერთობებში წარუმატებლობა სასწორების ცხოვრებაში ხშირია, ეს იმის ბრალია, რომ ისინი განსჯას იწყებენ იქ, სადაც საჭიროა მოქმედება. მაგრამ ამ ნიშნის ადამიანები ფლობენ თვისებას სერიოზულად არ აღიქვან რომანტიკულ ურთიერთობაში წარუმატებლობა, თუნდაც იმიტომ, რომ მათ სულ ჰყავთ ისეთი ადამიანი, ვისთანაც დამშვიდებას შეძლებენ.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი