აღწერა

მშვილდოსნები მთელი ცხოვრების მანძილზე გამოირჩევიან როგორც გონების, ისე სხეულის აქტივობით, ამიტომ საკმაოდ ჰარმონიულად განვითარებულნი და კარგ ხასიათზე არიან. ისინი აფასებენ გახსნილობას და თავისუფლებას, ხოლო ნებისმიერ შეზღუდვას მტკივნეულად იღებენ.
მშვილდოსნების გულკეთილობა და გულახდილობა სამწუხაროდ გაწონასწორებულია იმპულსურობით, ზოგჯერ ზემდეტითაც კი. გარდა ამისა, ამ ნიშნის ადამიანები ადვილად ვარდებიან უკიდურესობაში, იძენენ მტრებს ხან ზედმეტი გულახდილობის და ხანაც სამართლიანობის გამო.
საინტერესოა, რომ მშვილდოსნები ხშირად სხვის უფლებებს იცავენ, ვიდრე საკუთარს; ისინი მუდმივად გრძნობენ პასუხისმგებლობას სხვებზე, მაგრამ იშვიათად აბეზრებენ თავს მზრუნველობით.
მშვილდოსნებს შორის გვხვდება ორი ტიპის ადამიანები – ყველას გასაბედნიერებად მზრუნველი კეთილშობილი იდეალისტები და ძუნწი ფინანსისტები, რომელბიც ძალაუფლების მოპოვებას ცდილობენ ნებისმიერი გზით. ამ უკანასკნელთ ტყუილად არ თვლიან სნობებად, თუმცა მათ ეს ნაკლებად აღელვებთ.
ყველა მშვილდოსანი დარწმუნებულია საკუთარ უცოდველობაში და ყველაზე სამართლიან კრიტიკასაც კი არ აქცევენ ყურადღებას, ხოლო რჩევებს ყველაზე უხეში ფორმით აიგნორებენ. სამაგიეროდ მათთან, ვინც არ ცდილობს მშვილდოსნების ქცევაზე გავლენა იქონიოს, მშვენიერი დამოკიდებულება აქვთ.
მამაკცი-მშვილდოსნები გამოირჩევიან ბევრი ლაპარაკით და ქალებთან ჭორაობასაც კი არ თაკილობენ. ისინი თითქოს მუდმი მოზარდები არიან, რომელსაც შეუძლია დაუფარავი უტაქტობა ან ხულიგნური ქცევა გამოავლინოს. ბრძოლას როგორც ყოველთვის გამარჯვებულები ასრულებენ, მაგრამ ამასთანავე არ იშურებენ ძალებს, რომ დმარცხებული დაამშვიდონ. ერთ სიტყვით, მშვილდოსნები ყოველთვის კეთილშობილები არიან.
ქალი-მშვილდოსნებიდან კარგი დედები დგებიან, რომელბიც გამოირჩევიან კეთილშობილებით და მზაობით, გაიღონ ყველაფერი ოჯახის კეთილდღეობისთვის. ისინი არ ღალატობენ მამაკაცებს და არ ატყუებენ ახლობლებს. ერთად-ერთი, რაც ქალ-მშვილდოსანს არ უყვარს საოჯახო საქმიანობაა. მას შეუძლია მთელი ძალები ჩადოს ოჯახური სიმყუდროვის შესაქმნელად, მაგრამ შედეგით თავადაც არ იქნება კმაყოფილი. ასეთი სისუსტეების მიმართ მშვიდად მიდგომაში ქალ-მშვილდოსნებს ეხმარება უცვლელი ოპტიმიზმი.
სტიქია

მშვილდოსანი ცეცხლის ნიშანია. მისი ცეცხლი მყარი და ძლიერია, ხოლო ქარის დაბერვის შემდეგ კიდევ უფრო მკვეთრი ხდება, თუმცა გარშემო ნაპერწკლებს არ ყრის და დიდ ტერიტორიას არ მოიცავს.
როგორც ცეცხლის ნიშნის სხვა ადამიანებს, მშვილდოსნებს უყვართ თავგადასავლები, მაგრამ თავით არ ეშვებიან მასში, მაგალითად ვერძებისგან განსხვავებით და მოქმედების ნაცვლად ოცნებებში არ იჭრებიან ლომების მსგავსად.
ცეცხლი ნიშნებიდან მშვილდოსანი უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაშია – მისი ცეცხლი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ამასთანავე ადვილად კონტროლირებადი. მშვილდოსნები არ იწვიან საკუთარი ცეცხლის ალში როგორც ვერძები, მაგრამ არც კმაყოფილებას იღებენ უმოქმედობით – როგორც ლომები. მათი ცეცხლი იწვის თანაბრად და ნათლად და წინსვლისთვის საჭირო ენერგიას აძლევთ.

თავსებადობა

მნიშვნელოვანი საქციელის ჩადენისკენ მიდრეკილება, ყველაზე დრამატული კუთხით აისახება ბევრი მშვილდოსანის ოჯახურ ცხოვრებაზე: ისინი ადრეულ ასაკში ქორწინდებიან, არ თივალისწინებენ არავის რჩევას, შემდეგ კი იმედგაცრუების დროსაც კი არ ჩქარობენ ოჯახური კავშირის გაწყვეტას. საქმე იმაშია, რომ ამ ნიშნის ადამიანები ძალიან ამაყები არიან და ურჩევნიათ ტანჯონ საკუთარი თავიც და სხვაც, ვიდრე აღიარონ შეცდომა. მშვილდოსნებს ახასიათებთ თავიანთი ოჯახის ქება, მაშინაც კი, როცა საქმე ცუდად არის და ოჯახური კერის ცეცხლი დიდი ხანია ჩაქრა.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული არც ქალების და არც კაცების მიზანი ქორწინება არ არის. ბედნიერებისთვის მათთვის მთავარია თავისუფლება, ამიტომ მათ რჩეულებს ვურჩევთ არ დააპირონ მათი “დაპყრობა” სრულად. ამ ნიშნის ადამიანები პარტნიორში აფასებენ ერუდიციას და ნიჭს, და არა გარეგნულ მომხიბვლელობას ან ვნებას.
მშვილდოსანის ოჯახური ცხვორება ძალიან არათანაბარია: რომანტიკულ, ვნებიან პერიოდებს მოსდევს სკანდალები, რომელთა მიზეზებია ამ ნიშნის ადამიანებისთვის დამახასიათებელი ექსცენტრიულობა და ბრაზის უეცარი გამოვლინება. ამასთან, მშვილდოსნებს არ შეუძლიათ დანაშაულის გამოსწორება, თუმცა დროთა განმავლობაში ცდილობენ როგორმე შეარბილონ სიტუაცია.
მშვილდოსნებს უყვართ სხვებზე უფროსობა, მაგრამ ასეთ რამეს საკუთარი თავის მიმართ არ დაუშვებენ. პირდაპირი კრიტიკა მათზე ძალიან ცუდად მოქმედებს. მათ შეუძლიათ უმნიშვნელო რამ დიდ პრობლემად აქციონ და გაწყვიტონ ურთიერთობები.
ქორწინებაში სასწორები შეიძლება იყვნენ არაპროგნოზირებადი და ნებისმიერი წვრილმანის გამო დაძაბონ ურთიერთობა. საქმე იმაშია, რომ ისინი მიეჩვივნენ თავიანთი სისუსტეებისა და პრობლემების საყვარელი ადამიანისგან დამალვასაც კი და გრძნობებს მხოლოდ მაშინ ავლენენ, როცა შეცდომის გამოსწორება უკვე გვიანია.
მშვილდოსნების კავშირი საინტერესო და წარმატებული, თავგადასავლებით და ვნებებით სავსე იქნება. მშვენიერი წყვილი გამოვა მშვილდოსანისა და ვერძისგან.
მშვილდოსანი იპოვის ლომის გულის გასაღებს, ამასთან დამუხტავს მას საკუთარი ენერგიით და ცხოვრების ჟინით.
თევზებთან კავშირი საეჭვოა რომ შედგეს. საქმე იმაშია, რომ ის სიმხურვალე, რაც მშვილდოსანს ახასიათებს, აშინებს მგრძნობიარე თევზებს.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

მშვილდოსანი მიეკუთვნება აქტიურ (მამაკაცურ) ნიშნას და შეუძლებელია ეს ვერ შეამჩნიოთ. მშვილდოსანი, იქნება ის სტრატეგი თუ თავმდაბალი შემსრულებელი, ყოველთვის მოღვაწეა, ამასთან, მისთვის ადვილია სასოწარკვეთილი საქციელის ჩადენა, თუნდაც თანდაყოლილი უშიშობის გამო.
ცხოვრებაში მშვილდოსნებს აქვთ მხოლოდ ერთი სუსტი მხარე – მათ შეუძლიათ აკეთონ მხოლოდ ერთი საქმე, სამაგიეროდ, მასზე კონცენტრირდებიან თავიდან-ბოლომდე. ერთდროულად რამოდენიმე ამოცანის გადაჭრა მათ არა თუ არ სურთ, უბრალოდ არ შეუძლიათ. უნდა დავამატოთ, რომ მშვილდოსნები ზოგჯერ მოქმედებენ ძალიან სწრაფად, ვერ აანალიზებენ საკუთარ საქციელს და ვერ ახდენენ შედეგების შეფასებას, რომლებამდეც შეიძლება ამ საქციელმა მიიყვანოთ.
ამის გარდა, მშვილდოსნებს აუცილებლად უნდა სჯეროდეთ იმის, რასაც აკეთებენ. ისინი არ ხელმძღვანელობენ ზოგადად მიღებული სტანდარტებით ან მომხიბვლელი პერსპექტივებით, ამიტომ უპირატესობას ანიჭბენ იმოქმედონ საკუთარი წარმოდგენებისა და მიდრეკილებების მიხედვით. მშვილდოსნები არასტაბილურები არიან: მათ შეუძლიათ მოულოდნელად მიიღონ გადაწყვეტილება ან საკუთარი აზრი საპირისპიროთი შეცვალონ.
სიფრთხილე, რომელიც ბევრ მათგანს ახასიათებს არ უნდა ავურიოთ სიმხდალეში: სწორედ ამ ნიშნის ადამიანებს შორის არის განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საშიში პროფესიის მქონე და სპორტის ექსტრემალური სახეობის მიმდევრები. მშვილდოსნებს ბუნებისგან აქვთ მინიჭებული თავმდაბლობა, რომელიც ეხმარება მათ სარისკო სიტუაციებში ტრავმების მიღების თავიდან აცილებაში.
მოწყენილობის შიშით, მშვილდოსნებს არ ეშინიათ ცხოვრების შეცვლა და საკმაოდ ხშირადაც შეუძლიათ ამის გაკეთება ხელს რომ არ უშლიდნენ ბედნიერ მომავალსა და საერთაშორისო სამართლიანობაზე ოცნებაში.

სექსუალობა

პირველი სიყვარული მშვილდოსნებს ბავშვობაში აქვთ და ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებენ მომენტალური გატაცების ჩვევას, ყოველ ახალ რომანს მთელი გულით უდგებიან. მშვილდოსნები რომანტიკოსები არიან და ადვილად ხიბლავენ საპირისპირო სქესს, მაგრამ სტაბილურობით არ გამოირჩევიან. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მშვილდოსანი უბრალოდ კოლექციონირებას ახდენს საკუთარი სასიყვარულო გამარჯვებების, მაგრამ ეს ასე არ არის – ის ყოველ ჯერზე გულახდილად შეყვარებულია და სერიოზულად განიცდის დაშორებას.
მშვილდოსნების დადანაშაულება ერთგულების არ ქონაში არ ღირს: უბრალოდ ისინი ძალიან აქტიურები არიან იმისათვის, რომ ერთგულები იყვნენ. თუ მშვილდოსანი შეძლებს იპოვოს ისეთი პარტნიორი, რომელიც შეძლებს მასთან ერთად ცვლილებას, ან ერთი ნაბიჯით წინ ყოფნას, ასეთი რომანი შეიძლება იმაზე მეტად ხანგრძლივი იყოს, რამდენადაც ვნებიანი.
მშვილდოსნები მიდრეკილნი არიან ახალი ეროტიკული შთაბეჭდილებების მიღებისკენ პარტნიორის შეცვლით და არა უკვე არსებულთან ურთიერთობის სრულყოფით.
მშვილდოსნების სექსუალური პარტნიორების რაოდენობა ჩვეულებრვი ბევრია და საქმე იმაშია, რომ ამ ნიშნის ადამიანებს ყოველთვის უმართლებთ სიყვარულში. მშვილდოსნებს ყოველთვის ეშინიათ მესაკუთრის ინსტინქტების გამოვლენის და ხშირად სასურველ ადამიანთან ურთიერთობისას შემოიფარგლებიან მხოლოდ სექსით. ამ მიზეზითვე მშვილდოსნებს შეუძლიათ დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნონ ურთიერთობა ისეთ პარტნიორთან, რომელიც არის თავისუფალი, რამდენადაც ასეთი ურთიერთობა არ ემუქრება მას უღელის დადგმით.
მოწყენილობის შიში მშვილდოსნების ერთ-ერთი მახასიათბელია და ვლინდება მათ სექსუალურ ცხოვრებაშიც. ამასთან, მშვილდოსნები დავად იშვიათად სთავაზობენ პარტნიორს რაიმე ახალი ელემენტის შეტანას ურთიერთობაში, თუმცა მის იდეებს იღებენ ენთუზიაზმით. მშვილდოსნები გულუხვად უზიარებენ საკუთარ ცოდნას და სექსუალური ცხოვრების ხელოვნებას ხელახლა წვრთვნიან უკვე სხვა პარტნიორთან.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი