აღწერა

მორიელის ნიშნის ქვეშ იბადებიან მატერიალისტები და მისნები. ჰუმანისტები და საკუთარი ვნებების მონები, კოლოსალური ინტელექტისა და ნაკლების სისულელის მქონე დამიანები. მორიელთან შეხვედრისას თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ ერთ რამეში – მასთან საინტერესო იქნება, მაგრამ თითქმის ყოველთვის საშიში. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ის ადამიანი არ არის, ვისი თანდასწრებითაც შეიძლება რომ მოდუნდეთ.
ჩვეულებრივ მორიელები არ ინტერესდებიან სხვების აზრით, ხოლო თავისას გამოხატავენ მაშინაც კი, როცა ამის საჭიროება არ არის, სრულიად უტაქტოდ და ქცევის ნორმების გარეშე. მორიელები განსჯაში დამოუკიდებლები არიან და მათი გადარწმუნება წარმოუდგენელია. საკუთარ სიმართლეში აბსოლიტურად დარწმუნებულები არიან და არც კი მოიაზრებენ რაიმე კომპრომისზე წასვლას.
ზოგიერთი ასტროლოგი გამოყოფს მორიელის სამ ტიპს: შხამიანები (ავი, სამაგიეროს გადახდის სურვილის მქონე და დაუნდობლები, ასევე ისინი ხშირად საკუთარი აგრესიულობის მსხვერპლი ხდებიან) კეთილშობიელები (ასეთ ადამიანებს კიდევ არწივებს ეძახიან, ისინი სამართლიანი და ჯანსაღად მოაზროვნეები არიან, მორიელებს შორის ყველაზე ეგოისტურები და ჭკვიანები) და “ნაცრისფერი ხვლიკები”. ეს უკანასკნელნი საშიშნი იქნებოდნენ, სუსტები რომ არ იყვნენ: მათ შეუძლიათ მხოლოდ ჩუმად ვერ იტანდნენ, მტკივნეულად გულჩათხრობილი არიან და შეიძლება უწყინარებიც კი ჩანდნენ, მაგრამ შესაძლებლობისთანავე მზად არიან მეგობარსაც კი უკბინონ.
მამაკაცი-მორიელები ფლობენ არამარტო ძალას, არამედ ეშმაკობასაც, ამიტომ, უბრალოდ დაუმარცხებლები არიან როგორც ღია ბრძოლაში, ისე კულისებს მიღმა. მათ მკვეთრი გონება აქვთ, მაგრამ ზედმეტი ემოციებისგან თავისუფალი, ძალიან დამოუკიდებელი არიან გადაწყვეტილებებში და მხოლოდ საკუთარ არჩევანს ენდობიან.
ქალი – მორიელი შეიძლება მოგეჩვენოთ სუსტი და დაუცველი, მაგრამ ის სინამდვილეში ძალიან ძლიერია, ასევე შეუძლია დაიქვემდებაროს ნებისმიერი, ვინც მისი ხედვის არეში მოხვდება. ზოგიერთ მორიელს ძლიერი ინტუიცია აქვს. ბევრი მომავალს აიძულებს გახდეს ისეთი, როგორიც მას უნდა. გრძნობებში ქალ-მორიელს შუალედური გაგება არ აქვს – მას ან ძალიან უყვარს, ან უსაშველოდ სძულს, თან ერთი და იგივე ადამიანის მიმართ განიცდის ამ ყველაფერს.
ცნობილები: ქრისტოფერ კოლუმბი, ფერნანდო მაგელანი, ინდირა განდი, ოგიუსტ როდენი, ასტრიდ ლინდგრენი, ტედ ტერნერი, პაბლო პიკასო, ალფრედ სისლი, ვანესა მეი, ნიკოლო პაგანინი, ბილ გეიტსი, ეროს რამაზოტი, ჯულია რობერტსი, დიეგო მარადონა, ჯო დასენი, ალენ დელონი, ლეონარდო დიკაპრიო, დემი მური, ვუპი გოლდბერგი და სხვა.

სტიქია

მორიელი მიეკუთვნება წყლის ნიშნებს და ყველა დანარჩენისგან განსხვავებით (კირჩხიბი, თევზები) მიზანმიმართული, არაპროგნოზირებადი და ძალების დემონსტრირებაში გახსნილია. მორიელი – ეს არის მუდმივად მღელვარე ნაკადი, რომელიც თავის გზაზე ხშირად ყვალაფერ შემხვედრს ანადგურებს. მისი შეჩერება არაფერს არ შეუძლია.
მორიელის ცხოვრება მშფოთვარე და მოვლენებით დატვირთულია, როგორც მთის მდინარეზე დაშვება. ხშირად მორიელი მხოლოდ ზრდასრულ ასაკში ხვდება, როგორ გამოიყენოს თავისი ძალა. მანამდე კი ცხოვრებისგან ბევრ დარტყმას იღებს.
მორიელი, კირჩხიბისგან განსხვავებით, ნაკლებად დაინტერესებულია სიმდიდრით და არც თევზების მსგავსად დაიწყებს მისთვის ხელსაყრელი დინების ძიებას. მორიელის წყალი ყოველთვის ბობოქრობს, ხოლო თუ ის დამშვიდებულია, მაშინ ელოდეთ ძალიან ძლიერ შტურმს.

თავსებადობა

სიყვარულში მორიელები ძალიან საშიში პარტრნიორები არიან – ისინი აყენებენ გულისტკივილს ისე, რომ არც კი ნანობენ ამას. ოჯახური ცხოვრება იშვიათად აქვთ ჰარმონიული: ჩვეულებრივ ამ ნიშნის ადამიანები ან ოჯახში ტირანები ხდებიან, ან თავიანთი თვისების გამო, რაც სიტუაციასთან სწრაფად შეგუებაში გამოიხატება, სწრაფად კარგავენ საკუთარ „მე“-ს და იტანჯებიან დისკომფორტით.
პარტნიორისთვის გარეგნულად თავისუფლების მინიჭებით, მორიელები იტანჯებიან ეჭვიანობითა და უნდობლობით, ზოგჯერ მიდიან ისეთ სარისკო ქმედებაზე, როგორიც არის თვალთვალი ან სხვისი წერილების კითხვა და პირადი ნივთების ჩხრეკა. ამასთან, პარტნიორისგან მორიელები მოითხოვენ ნდობას და მსგავს რამეს არასოდეს აპატიებენ.
თუ მორიელის მეწყვილე ძლიერი ადამიანია, თავიდან ის უბედნიერესად გრნობს თავს, თუმცა მალევე იწყებს პარტნიორის დადანაშაულებას ხასიათის სისუსტეში, ამასთან საკუთარ თავსაც ადანაშაულებს – არასწორი არჩევანისთვის. ხანგრძლივ სიხარულს სასიყვარულო ურთიერთობებში ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები განიცდიან ისეთ ადამიანთან, რომელსაც შეუძლია როგორც დათმობა, ისე თავის პოზიციების დაცვა.
ხშირად მორიელი არც თუ ისე ბედნიერი ქორწინების პარალელურად აბამს რომანს, რომელშიც ბოლომდე ეფლობა და აიგნორებს სხვების ნებისმიერ აზრს ამის შესახებ. საერთოდ მორიელები საკუთარ ბედნიერებას აწყობენ ტრადიციების და ზოგადად მიღებული ნორმების დარღვევაზე, რამდენადაც დარწმუნებულნი არიან, რომ არავის აქვს უფლება განსაჯოს როგორ უნდა მოიქცნენ ისინი.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

მთელი თავისი ძალის მიუხედავად მორიელი პასიური ნიშანია და მასთან ურთიერთობისას თქვენ აუცილებლად მიაქცევთ ამას ყურადღებას. მორიელი წეყნას იგროვებს, დატკბება გადადებული სამაგიეროს გადახდით, მაგრამ არ დაესხმება თავს დამნაშავეს. მოცდის ტაქტიკას თავისი ნაყოფი აქვს: მორიელებს თითქმის არ ჰყავთ ძლიერი მტერი, მაგრამ არაკეთილისმსურველები მათ გარშემო საკმარისზე მეტია.
მორიელი შეიძლება მოგეჩვენოთ ძალიან მიზანდასახული, მაგრამ ეს თვისება მხოლოდ წვრილმანებში ვლინდება: შორეული პერსპექტივების გამო საკუთარ თავს უარეს არეფერზე ეტყვის.
გარესამყაროსთან მორიელის დამოკიდებულება ბევრ რამეში დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი მიღწევა შეძლო მან ცხოვრებაში: წარუმატებელი მორიელები ჩვეულებრივ ძუნწები და ეგოისტები არიან, ხოლო წარმატებულები ცდილობენ იყვნენ ქველმოქმედები. მთელს თავის ეგოიზმთან ერთად, მორიელებს არ აკლიათ კაცთმოყვარეობა, მაგრამ მას წახალისება და კულტივირება სჭირდება, რამდენადაც თავად მორიელს ეს არ შეუძლია.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული თითქმის ყველა ადამიანი, გამოირჩევა ინდივიდუალობით და მათ მიმართ გულგრილი ვერავინ დარჩება. მთელი ცხოვრების მანძილზე მათ უამრავი გამოცდა ხვდებათ, რომელიც მხოლოდ ამყარებს მათ ნებას და თავმოყვარეობას.

სექსუალობა

მორიელების სექსუალური ცხოვრება ძალიან არათანაბარია. ადრეულ ახალგაზრდობააში ისინი ჯერდებიან პლატონურ განცდებს, თუმცა ზრდასრულ ასაკში გამოცდილების მიხედვით მოქმედებენ და ხშირად ნეგატიურით.
მორიელები თითქმის მაგიურად მიმზიდველები არიან, სიყვარულში ძუნწები და ზოგჯერ იმდენად ემანსიპირებულნი, რომ ეს ყველაფერი გადადის უზნეობასა და აღვიახსნილობაში.
რამდენადაც ძლიერ არ უნდა აფასებდნენ მორიელები ეროტიულ სიამოვნებას, პატივმოყვარეობა უფრო მაღლა დგას მათთვის და ზოგიერთ შემთხვევაში ამ ნიშნის ადამიანები მზად არიან აბსოლიტურობამდე შეიკაონ თავი, თუ თვლიან, რომ ეს ყველაფერი მათი კარიერისთვის სასარგებლო იქნება. საინტერესოა, რომ მორიელები კარიერის მოწყობის შესაძლებლობაზე წინადადებას ხშირად იღებენ სექსუალური კავშირების დამყარების საფუძველზე და დაუფიქრებლად უარყოფენ, თუმცა მოგვიანებით ამ ყველაფერს ფარულად ნანობენ ხოლმე.
სრულყოფილ რომანებზე უარის თქმის დროსაც, მორიელები არ წყვეტენ თავისკენ მოიზიდონ ახალი მსხვერპლი. მათი მომხიბვლელობა ძლიერია ბუნებრივად და წინააღმდეგობის გაწევა უბრალოდ შეუძლებელია. მორიელები დიდად არ იწუხებენ თავს პარტნიორის საგულდაგულოდ შერჩევისთვის, ისინი ფართედ უღებენ კარს ყველას, რაც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება მათ რეპუტაციაზე.
უნდა დავამატოთ, რომ მორიელთან მოკლევადიან რომანს ბევრი მისი პარტნიორი აღიქვამს, როგორც ყველაზე ნათელ მოვლენას თავის ცხოვრებაში: ამ ნიშნის ადამიანების გამომგონებლობა და ეროტიკული არაპროგნოზირებადობა პირდაპირ გულებს ხვდება.

262 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი