აღწერა

მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევიან. ისინი შეიძლება გარემოცული იყვნენ ნაცნობებით, მაგრამ იშვიათად ჰყავთ ახლო მეგობრები, რომლებსაც ენდობიან. საინტერესოა, რომ მერწყულები მაგნიტივით იზიდავენ უკონტროლო ქცევის მქონე გაუწონასწორებელ ადამიანებს. როგორც მეგობრებს ისე მტრებს მერწყულები სამუდამოდ ირჩევენ.
ზოგადად მერწყული ძალიან მეგობრულია, ზოგჯერ მომაბეზრებელიც კი. ისინი, ვინც მოკლებული არიან ტაქტს, ადვილად იგებენ საზოგადოებაში ქცევის წესებთან დაკავშირებით მიცემულ შენიშვნებს. მერწყული იმ ადამიანების კატეგორიას ეკუთვნის, ვინც იშვიათად იცვლის თავის მოსაზრებას, მაგრამ მოლაპარაკებებზე მოდის. ამ შესაძლებლობებით მავნებლურად სარგებლობა არ ღირს: თუ მერწყული განაწყენდება, ის სამაგიეროს გადახდაზე იფიქრებს, მაშინაც კი, თუ ეს ქმედება ავნებს თავად მას.
მერწყულებს გამოარჩევს განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობა და ცხოვრების ნებისმიერი ასპექტით დაინტერესება. ეს ხელს უშლით კონცენტრაცია მოახდინონ რაიმე კონკრეტულზე და ამის გამო ტოვებენ მატყუარა ადამიანის შთაბეჭდილებას, თუმცა ერთი დღით ადრე ასწრებენ ბევრი წვრილმანის შეცვლას. სიახლის შესწავლის შესაძლებლობა მერწყულების ერთ ნაწილს გენიოსებად აქცევს, მაგრამ დამღუპველად აისახება მეორე ნაწილის ფსიქიკაზე – მერწყულებს შორის სულიერად დაავადებულების რიცხვი ძალიან მაღალია.
მამაკაც-მერწყულებს შეუძლიათ სამყაროზე რომანტიკული შეხედულება შეუთავსონ რეალიზმს. ისინი ხშირად არაპროგნოზირებად საქციელს სჩადიან, მაგრამ საფრთხეს არ უქმნიან არც საკუთარ თავს და არც სხვებს. მერწყულ მამაკაცებს ახასიათებთ ცნობისმოყვარეობა, დაუცხრომლობა და სინტიმენტალურობაც.
ქალი-მერწყულები გამოირჩევიან შინაგანი მომხიბვლელობით, არ ეშინიათ იყვნენ ექსტრავაგანტულები და გამომწვევად გამოიყურებოდნენ. ამასთან, ისინი ერუდირებულნიც არიან, შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, ჭკვიანები, ყურაღებიანი არიან და დიდწილად აიგნორებენ რჩევებს. ქალი-მერწყული ყოველთვის თავისებურად იქცევა, მაგრამ პასუხისმგობლობას თავის საქციელზე არ იღებს.

სტიქია

მერწყული ჰაერის ნიშანია, რითაც აიხსნება კიდეც მისი ყველა სფეროში შესვლის შესაძლებლობის მქონე ნატურა.
მერწყულის ჰაერი – ეს არის ატმოსფეროს ყველა ფენა ერთად; ამ ნიშნის ადამიანებს შეუძლიათ დაინტერესდნენ როგორც რაიმე მიწიერით, ასევე ძალიან ამაღლებულით.
ნებისმიერ ბობოქარ სიტუაციაში მერწყულს შეუძლია შეინარჩუნოს აბსოლიტური სიმშვიდე, ხოლო ჩაკეტილ სივრცეში თავს კარგად ნამდვილად არ გრძნობს. თავისუფლად სუნთქვის მოთხოვნილების გამო მერწყული ერიდება დახშულ სივრცეს.

 თავსებადობა

მერწყულებს უდიდესი სულიერი ძალა აქვთ და შეუძლიათ ძლიერი სიყვარული, თუმცა ამას საჩვენებლად არ აკეთებენ. უფრო მეტიც, ისინი ცდილობენ მათ გულთამპყრობელისგან თავი რაც შეიძლება შორს დაიჭირონ, რადგან შიშობენ, რომ მოტყუებულები დარჩებიან და თავისუფლებას დაკარგავენ. მერწყული შეიძლება ვნებით იწვოდეს, ამასთან შეინარჩუნოს გურლგრილობა, რასაც ვერავინ მიხვდება.
მერწყულები ცდილობენ რაც შეიძლება დიდხანს აარიდონ თავი ქორწინებას ან სტაბილურ კავშირს. ისინი ვერ იტანენ ეჭვიანობას და თავადაც არ არიან ასეთები; მერწყული არ დააკავებს პარტნიორს თუ მას წასვლა უნდა, თან ეცდება მასთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას. იდეალური, შეუდარებელი რომანის სურვილი მერწყულს მთელი ცხოვრება თან სდევს. თუმცა ასეთ კავშირსაც კი გაწყვეტს, თუ მიხვდება, რომ ეს ყველაფერი მას სრულად მოიცავს. რაც არ უნდა ძლიერ შეყვარებული იყოს, მერწყულს დრო სჭირდება მარტოობისთვის, ასევე სამყაროს შეცნობისთვის, რომელიც მხოლოდ ერთ, თუნდაც სასურველ ადამიანში ვერ იქნება.
პარტნიორში მერწყულები ეძებენ გონებას, თავისუფალ აზროვნებას, გახსნილობასა და სიკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ხშირად არიან უტაქტონი, საკუთარი პერსონის მიმართ ფრთხილ და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვენ.
მერწყულები იშვიათად ღალატობენ, განსაკუთრებით ფიზიკურად. მათ დიდხანს ახსოვთ პირველი სიყვარული, არ წყვეტენ კავშირებს ყოფილ შეყვარებულებთან და უყვართ იმაზე ოცნება, როგორც დალაგდებოდა ესა თუ ის ურთიერთობა.
მერწყულს თავისი ხასიათი საშუალებას აძლევს ადამიანების კარგი თვისებები დაინახოს, თუმცა ლომის განდიდების და სასწორის გაუწონასწორებლობის მიმართ ირონიული დამოკიდებულება გააჩნია, რაც დამღუპველია სასიყვარულო ურთიერთობისთვის.
მერწყულს შეუძლია კარგად გაიგოს კირჩხიბის მგრძნობიარე სული და ქალწულის ამაღლებული მისწრაფებები.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

მერწყული ძლიერ ნიშნებს განეკუთვნება და უმეტესწილად ეს ეხება სულიერ ორგანიზაციას: ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები ადვილად აღგზნებადები არიან, ისინი ხშირად კარგავენ თვითკონტროლს, დიდხანს განიცდიან მომხდარ წვილმანებს. მერწყული, რომელსაც საკმაო შინაგანი ენერგია აქვს, რეალურ საქმიანობამდე შეიძლება მიიყვანოს მხოლოდ კრიტიკულმა მდგომარეობამ – სწორედ მაშინ ვლინდება მისი შინაგანი ძალა, რაც ვლინდება საკუთარი და სხვისი ინტერესების დაცვის შესაძლებლობაში.
მერწყულებს ადამიანებთან ყოფნა უყვართ, ისინი ადვილად იძენენ მეგობრებს და ნაცნობებს, მაგრამ შინაგანად თავს მაინც მარტოსულად გრძნობენ. მისი ინტერესი გარემოცვის და ზოგადად ცხოვრების მიმართ ატარებს სამეცნიერო-თეორეტიკულ ხასიათს; ახლის გაგება უფრო საინტერესოა მისთვის, ვიდრე სიტუაციის შეცვლაში ძალისხმევის ჩადება.
მერწყულების მგრძნობიარე ნატურის გამო ისინი ბუტიები არიან. ამ ადამიანებს გულმავიწყებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მათ არაფერი ავიწყდებათ საკუთარი დაპირებების გარდა.

სექსუალობა

მერწყულების მოსიყვარულე ხასიათი უფრო ჰუმანურია, ვიდრე სექსუალურ-ეროტიკული. მათი კაცთმოყვარეობის წინაშე ყველაზე კაშკაშა რომანიც კი უფერულია.
პარტნიორებს მერწყულები არჩევენ ძირითადად მათში, ვისთვისაც არაფერს წარმოადგენენ. აუღებელი ციხე-სიმაგრის დაპყრობის შესაძლებლობა ამ ნიშნის ყველაზე უენერგიო წარმომადგენლებსაც კი აქვთ. იოლი ლუკმა მერწყულებს არ იზიდავთ, ისინი მზად არიან გამოხატონ სექსუალური ნიჭი, იყვნენ მომხიბვლელი, ოღონდ გულგრილი და მათი ხელიდან დასხლტომისთვის განწყობილი პარტნიორი მოხიბლონ.
მერწყულები სექსუალურად აქტიური ადამიანების შთაბეჭდილებას ახდენენ, თუმცა ინტიმური სფეროც მათ უფრო თეორიულ დონეზე აინტერესებთ, ვიდრე პრაქტიკული კუთხით. მერწყულთნ რომანს უფრო ინტელექტუალური ხასიათი აქვს, ვიდრე ვნებიანი მომენტებით.
მერწყულის ქცევით რთულია იმის განსჯა კმაყოფილია თუ არა თავისი პარტნიორით; ხშირად ეს თვითონაც არ იცის. ამ ნიშნის ადამიანებისთვის არ ღირს იმის თქმა, რომ სიყვარულში სხვებზე მეტნი არიან; ისინი დარწმუნებულები არიან საკუთარ უნიკალურობაში და სწორედ ამას თვლიან განსაკუთრებით ფასეულად.
მერწყულები აფასებენ სილამაზეს და ნებისმიერს შეუძლიათ მიუთითონ გარეგნულ მინუსებზე, რაც საკმაოდ უტაქტოდ შეიძლება გამოჩნდეს. მეორეს მხრივ, მათ შეუძლიათ პარტნიორი მიიღონ ისეთი, როგორიც არის და ნაკლებად აიძულებენ შეიცვალონ გარეგნობა მათი მოთხოვნების შესაბამისად.

348 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი