აღწერა

ლომებს ახასიათებთ ზანტი ძალა და უდიდესი ამბიციურობა. ყველაფრის დაუფლება ლომებს მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევს, თუმცა რეალიზებას პოულობს ბედისაგან კეთილდღეობის მიღების მოლოდინში, ვიდრე მათ მოსაპოვებლად აქტიურ ბრძოლაში. როცა წარმატება საბოლოოდ იპოვის ლომს, ის ამას ვალდებულებად თვლის. სხვებს ლომები ზემოდან უყურებენ, მაგრამ ნებისმიერ კრიტიკაზე მათი მისამართით მწვავედ და მტკივნეულად რეაგირებენ. საქმე იმაშია, რომ ამ ნიშნის ადამიანები მარტივად არ იყენებენ გვერდში ადამიანებს, რომლებსაც მათი ქცევის შეფასება შეეძლებათ. ლომებს ჩვეულებრივ ბევრი ნაცნობი ჰყავთ, მაგრამ ყველა მათგანის მიმართ თბილი დამოკიდებულება არ აქვთ. ისინი ხშირად გარშემო იკრებენ სასარგებლო ადამიანებს და აიგნორებენ მათ პირად ღირსებას. ზოგადად, საკუთარ შეცდომებზე სწავლა ლომებისთვის დამახასიათებელი არ არის. ყველა გამარჯვებას ისინი საკუთარი დამსახურებებით ხსნიან, ხოლო წარუმატებლობის მიზეზად ბედის სიმუხთლეს ასახელებენ.

ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულები გამოუსწორებელი მატერიალისტები არიან: ისინი აფასებენ მხოლოდ რეალურ კეთილდღეობას და ისწრაფვიან კიდეც მისკენ. მამაკაცი-ლომები ადვილად იხიბლებიან როგორც ქალებით, ისე იდეებით. მათი პატივმოყვარეობა უსაზღვროა, მაგრამ ამასთან ახასიათებთ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში ჩართვის სრული შეუძლებლობა, ლომები გარბიან ბრძოლის ველიდან. ქალ-ლომებს ჩვეულებრივ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავთ და მათთან დაკავშირებულ მოგონებებს ინახავენ დიდი ხნის მანძილზე. ისინი ძალიან აქტიურები არიან და ბუნებისგან დაჯილდოვებულნი არიან ყველაფრის მოსწრების შესაძლებლობით. უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონები, რომლებიც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადნენ ხშირად ხდებიან მდიდარი კაცების ცოლები, თუმცა ამის მიზეზი პრაგმატული გათვლები არ არის; უბრალოდ მათ უადვილდებათ შეიყვარონ წარმატებული ადამიანი, ვიდრე ღარიბი და უპერსპექტივო.

სტიქია

ლომის სტიქია არის ცეცხლი, ოღონდ მშვიდი, ბუხარში დანთებული. ამ ნიშნის ადამიანები სიამოვნებით უნაწილებენ სხვებს საკუთარ სითბოს და გარემოცვისგან საპასუხოდ ელიან მხარდაჭერას და დაცვას საჭიროების დროს. ლომის ცეცხლი თანაბრად ანთია, არც ძალიან ძლიერია და არც სუსტი. ის არ წვავს, ის ათბობს, თუმცა ზოგჯერ არასაკმარისად. ლომის ძალები საკმარისია იმისათვის, რომ სითბო შეინარჩუნოს, მაგრამ ის ვერ გაადნობს ყინულს, თუდაც იმიტომ, რომ ლომებს ეს ნაკლებად აინტერესებთ. ლომი იწვის რჩეულთათვის და საკუთარ ენერგიას მხოლოდ იმ შემთხვევაში დებს, როცა იცის, რომ შედეგად მიიღებს ხმაურიან, საზოგადო აღიარებას. ცეცხლის ნიშნებს შორის (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) – ლომი უფრო რაციონალურია საკუთარი რესურსების გამოყენებაში. გარდა ამისა, მისი ცეცხლი შედარებით დეკორატიულია.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

ლომი აქტიური ნიშანია და ეს არ შეიძლება არ გამოვლინდეს ადამიანების ხასიათში, რომლებიც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: თითქმის ყველა მათგანი ექსტრავერტულია, იმყოფებიან საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრში და თავად არიან მისი «მამოძრავებელი». ლომები ილტვიან ძლიერი პიროვნებებისკენ, მაგრამ იცავენ სუსტებს, თითქოს სურთ მათთვის საკუთარი დაუცხრომელი ენერგიის განაწილება. ლომისათვის ხელსაყრელ პირობებში მისი ძალა ნამდვილად დიდი იქნება, თუ ბედი არ გაუმართლებს «ცხოველთა მეფეს», ის ხდება სასტიკი, კაპრიზული და აბსოლიტურად უმოქმედო. მეორეს მხრივ, როცა აღმოჩნდება სიტუაციაში, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს, ლომი თითქოს კარგავს შიშის გრძნობას და ცდილობს მივიდეს იქ, სადაც შესაძლოა ეშმაკობა ან სიფრთხილის გამოჩენა. ლომებს აქვთ თავისუფლების ძალა. საკუთარ გადაწყვეტილებებში ისინი დამოუკიდებლები არიან, მაგრამ თვლიან, რომ სხვების ქცევაზე საჭიროა მოახდინონ გავლენა, რადგან საკუთარ სიმართლეში და უცოდველობაში არიან დარწმუნებულნი. ლომების ემოციონალურობა კომპენსირდება საკუთარი თავის ფლობით, რომლის საფუძველს წარმოადგენს საკუთარი ემოციების გამომჟღავნების სურვილის არ ქონა იმათ წინაშე, ვინც ამას არ იმსახურებს. იმის გამო, რომ ლომები გარშემომყოფებს ინტელექტით დაბალ დონეზე აყენებენ, ხშირად ხდებიან ტყუილის ან ღალატის მსხვერპლნი, რაც შემდეგ მათ დარდსა და დეპრესიას იწვევს.

სექსუალობა

სიყვარული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლომებისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე. ლომის გულს არ შეუძლია იყოს თავისუფალი – ის ან დაკავებულია, ან გატეხილია, თუმცა მათი ექსტრავერტულობის გამო, სასიყვარულო ფრონტის ეს გმირები საკუთარ განცდებს ანდობენ ყველას. ცხოვრების თანამგზავრისგან ლომები ელიან სირბილეს, სინაზეს და სითბოს, ასევე მის ოჯახის მხრიდან აღიარებას. მესაკუთრის მძაფრად განვითარებული ინსტინქტის გამო, ამ ნიშნის ადამიანები საყვარელი ადამიანისგან მოითხოვენ დამჯერეობას, პატივისცემას და მისით აღფრთოვანებას. დომინანტობის სურვილით დაბრმავებული ლომები ხშირად დგამენ უგნურ ნაბიჯს, როცა ქორწინდებიან რაიმე კუთხით «სუსტ» ადამიანზე, მაგალითად ასაკით პატარაზე, გონებრივად ნაკლები შესაძლებლობის მქონეზე ან სოციალურად უფრო დაბალ საფეხურზე მყოფზე. მოგვიანებით ისინი ნანობენ ამ ნაბიჯს, რადგან ხვდებიან, რომ ტყუილის ან კონკრეტული გათვლების მსხვერპლნი გახდნენ. გარდა ამისა, ლომები ოჯახშიც კი მარტოდ გრძნობენ თავს თუ არ შეუძლიათ დაინახონ თანასწორი პიროვნება თავიანთ პარტნიორში.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი