აღწერა

კუროებს აქვთ კეთილშობილი და დამოუკიდებელი ხასიათი. ძალის მიუხედავად, ისინი არ ჩქარობენ მის გამოყენებას, უფრო ხელსაყრელ მომენტს ელიან, მაგრამ ხშირად უშვებენ ამ მომენტს. შეუპოვარი შრომა და არა გამართლება, სტაბილურობა, და არა გარღვევა – ეს არის კუროების წარმატების გასაღები ცხოვრებაში.
გადაწყვეტილებებში, ისევე როგორც ქცევაში, კუროები აუჩქარებლები არიან. კარგია თუ მათ მარტოობაში შეეძლებათ განსაჯონ – ამ ნიშნის ადამიანები თითქოს არ ექცევიან გავლენის ქვეშ, მაგრამ როცა საჭიროა სხვების აზრს თავისად ღებულობენ. კუროები ჩვეულებრივ კეთილები არიან, თუმცა სიკეთის გამოხატვაში მოხაერხებულობა აკლიათ, თან ძალიან ჯიუტები არიან. გარდა ამისა, ისინი ხშირად ჯიუტად ახვევენ თავს საკუთარ აზრს სხვებს, მოუწოდებენ მათ მიბაძონ და არც გავლენის სხვა მეთოდებზე ამბობენ უარს. ტყუილი მათ არ უყვართ, თუმცა ზოგჯერ იტყუებიან ისე, რომ მათი სიტყვები ნდობას იწვევენ.
კუროები ისწრაფვიან დაიმსახურონ გარშემომყოფთა პატივისცემა და აღფრთოვანება, ამიტომ დიდ ყურადრებას აქცევენ როგორ აცვიათ, ცდილობენ წარმატებულები გამოჩნდნენ, თუმცა შეიძლება ასეთი საერთოდაც არ იყვნენ.
საკუთარ მიზნებსა და დამოკიდებულებებში კუროები სტაბილურები არიან. მათ შეუძლიათ ჩანაფიქრი გადადონ, მაგრამ თავის გეგმებს არასოდეს არ ივიწყებენ. მეგობრებს ადრეულ ასაკში იძენენ, როცა მათი ხასიათი განსაკუთრებით მოქნილია და ინარჩუნებენ მთელი ცხოვრების მანძილზე. კუროებს არ ახასიათებთ სისასტიკე და სამაგიეროს გადახდის სურვილი, მაგრამ ტყუილს და ღალატს არ პატიობენ, დიდხანს და მტკივნეულად გადააქვთ წყენა. ქალი-კუროები სულიერად ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ რბილად იქცევიან; მათთვის დამახასიათებელია ნაზი შეუპოვრობა და არააგრესიული სიჯიუტე. საკუთარი მშვენიერების დამტკიცებას არ დაიწყებენ: მთელი მათი თავდაჯერებულობა იმაშია, რომ სწამთ, დადგება დრო და ეს ცხადი გახდება, ამ მომენტს კი მოთმინებით ელიან, ზოგჯერ მთელი ცხოვრება.
მამაკაცი-კუროები გაუგებარი გზით აერთიანებენ თავიანთ სიმშვიდეს და განსჯის უნარს. ისინი მიდრეკილნი არიან ყველაფერში დომინირებისკენ და ამასთან სამსახურში ხელმძღვანელის მითითებებს მშვიდად ემორჩილებიან, აიგნორებენ ცოლის თხოვნებს ჩვეული სიჯიუტით. ცნობილი ადამიანები:
ბუდა შაკიამუნი, სადამ ჰუსეინი, ოლივერ კრომველი, ემანუელ კანტი, კარლ მარქსი, ტონი ბლერი, დანტე ალიგიერი, ონორე დე ბალზაკი, უილიამ შექსპირი, მიხაილ ბულგაკოვი, ბორის აკუნინი, ლეონარდო და ვინჩი, ზიგმუნდ ფროიდი, პეტრე ჩაიკოვსკი, ბარბარა სტრეიზანდი, ჟან-პოლ გოტიე, უმა თურმანი, დევიდ ბექჰემი.

სტიქია

კუროს სტიქია არის მიწა, რითაც აიხსნება მათი სიმყარე და საფუძვლიანობა. კუროებს სჭირდებათ დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ ძალებში, ზუსტად ესმოდეთ მიზნები და მისწრაფებები. მიწის ნიშნები (კურო, თხის რქა, ქალწული) საერთოდ გამოირჩევიან პრაქტიკულობით, კუროსთან კი განსაკუთრებით იგრძნობა მატერიალური ფასეულობების მეტი მნიშვნელობა სულიერზე. კუროს სულიერი კომფორტი დამოკიდებულია სიმყუდროვეზე და კომფორტზე, რომელიც უნდა იყოს მის სახლსა და სამსახურში. ისინი არ აგებენ ზეციურ კოშკებს, მაგრამ მყარად აშენებენ სახლს მიწაზე, რომელშიც ნებისმიერი ახლობელი ადამიანისთვის მოიძებნება ადგილი. კუროები, როგორც გონიერი მიწათმოქმედები, არ ცდილობენ დათესვისთანავე მოსავლის აღებას. ისინი მზად არიან დაიცადონ სანამ ნაყოფს გამოიღებს მათი ნაშრომი და მოთმინებით ჩადებენ მთელ ძალ-ღონეს მიზნის მისაღწევად. თითქოს ნიადაგს ამყარებენ, რომელსაც ნათესი მიანდეს.

შეთავსება

კუროები ოჯახს და მეუღლეს სერიოზულად უყურებენ. ცხოვრების თანამგზავრს ისინი ირჩევენ ჩვეული აუჩქარებლობით. თუ ქორწინებაში ადრეულ ასაკში შევლენ, ის თითქმის ყოველთვის წარუმატებელია და ცუდად მოქმედებს კუროს შემდგომ ცხოვრებაზე – ამ ნიშნის ადამიანებს იარა და მიყენებული ტკივილი ძალიან გვიან უნელდებათ, განსაკუთრებით თუ ოჯახი ღალატის გამო დაენგრევათ. პარტნიორის მხრიდან მსუბუქ ფლირტს კუროები მშვიდად ხვდებიან, მაგრამ თუ ღალატს იგებენ – უბრალოდ თავს კარგავენ. შესაძლოა, რომ სწორედ ამიტომ არ ჩქარობენ შეყვარებას, დიდხანს შეისწავლიან პოტენციურ პარტნიორს და მის ხასიათს. საკუთარი რჩეულისგან კუროები საფუძვლიანობას, სტაბილურობას და ხვალინდელი დღით ცხოვრებისთვის მზაობას ელიან. მათ არ შეუძლიათ შეაფასონ მერყეობა და განსხვავებულობა, სამაგიეროდ კმაყოფილნი იქნებიან იმით, თუ ადამიანს შეეძლება დაკმაყოფილდეს მცირედით და არ დაკარგოს კონტროლი.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

მოთმინება და გარკვეული პასიურობა – ეს არის კუროს ძირითადი მახასიათებლები. ეს ადამიანები არჩევენ მედგრად აიტანონ ცხოვრებისეული დარტყმები, მაგრამ არ გადაუხვიონ არჩეულ გზას. ჩანაფიქრის გადათქმა თითქმის შეუძლებელია. მშვიდი, განსაზღვრული მოძრაობა – ასე წარმოუდგენიათ ცხოვრება კუროებს, რომლებიც გაურბიან კონფლიქტებს და კატასტროფებს. კუროები ძალიან აფასებენ ყველაფერს, რაც აქვთ და ახლობელ ადამიანებთან დამოკიდებულებაში ხშირად ავლენენ მესაკუთრის პოზიციას. ამ ნიშნის ადამიანი ყველაზე კარგი მეგობარი იქნება, მაგრამ ადრე თუ გვიან მოინდომებს ერთად-ერთი მეგობარი გახდეს. კუროები ბევრს არ საუბრობენ, მხოლოდ უახლოეს მეგობრებთან არიან გულახდილები, ხოლო ხუმრობებით გარშემომყოფებს იშვიათად ახარებენ. კამათისას კუროები შეუპოვრები არიან, ისინი თავის აზრს იცავენ, თითქოს აიგნორებენ თანამოსაუბრის არგუმენტებს და მაშინაც კი, როცა დამარცხდებიან, მაინც საკუთარ აზრზე დარჩენას ამჯობინებენ. კუროები სიმშვიდეს იშვიათად კარგავენ, მაგრამ ბრაზის გამოვლინება ნამდვიალდ საშიში იციან. საკუთარი თავის მართვის უნარი ეკარგებათ და ბრაზმა არანაირი საზღვრები არ იცის – ეს ყველაფერი კი ხშირად ახლობელ ადამიანებზე გადადის. კუროებს ურჩევნიათ დასვენების ნაცვლად მუშაობა, კეთილსინდისიერი მუშაობა – სიცრუეს, ოჯახური გარემო – მრავალრიცხოვან საზოგადოებას, სიყვარული – გართობას, სიჩუმე – უაზროდ ლაპარაკს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კუროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი სახლი, იდეალში განთავსებული ქალაქგარეთ, რომელსაც აქვს მოკრძალებული, მაგრამ აკურატული ბაღი.

სექსუალობა

კუროს იშვიათად აქვს ბევრი რომანი, რამოდენიმე ერთდროუალად კი საერთოდ არასდროს. სასიყვარულო ურთიერთობებში კუროები ტრადიციულები არიან, ბევრი მათგანი ქალიშვილობას ქორწინებამდე ინახავს, შემდეგ კი ძალიან ერთგულები ხდებიან. სექსში კუროები ნაზები არიან, ვიდრე ვნებიანები; ისინი არ არიან მიდრეკილნი ექსპერიმენტებისკენ. მამაკაცი-კუროები არ იშურებენ ენერგიას იმისათვის, რომ პარტნიორის სურვილები დააკმაყოფილონ, ხშირად კი ფრთხებიან მისი მხრიდან მაღალი აქტივობით. ქალი-კუროები კარგად ღებულობენ მოფერებას, მაგრამ არასოდეს იძლევიან იმის გაკეთების უფლებას, რაც მათ არ სიამოვნებთ. კურომ იცის საკუთარი თავის და სექსუალრუი შესაძლებლობების ფასი, აქვს ინტუიცია და ამიტომ მოჩვენებითობას ყოველთვის გრძნობს. შეყვარებული კურო არასოდეს აღიარებს, რომ პარტნიორის მიერ შეთავაზებულმა სიახლემ სიამოვნება მიანიჭა; ტრადიციებისადმი ერთგულება ამ ნიშნის მატარებელი ადამიანების მახასიათებელია და ის ცხოვრების ეროტიკულ ნაწილშიც ისევე ძლიერ ვლინდება, როგორც სხვა დანარჩენ სფეროებში.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი