ზოდიაქოს ყველა თანავარკვლავედიდან კირჩხიბი (ლათ. Cancer) ყველაზე პატარაა. სხვა ვარსკვლავებზე უფრო მკვეთრად აკუბენსი ანათებს. თავისი სახელწოდება მან მიიღო არაბული ალ ზუბანდისიდან, რაც თარგმანში „მარწუხებს“ ნიშნავს.

კირჩხიბი პირველია წყლის ნიშნებიდან და მთვარის მფარველობის ქვეშ იმყოფება. ასტროლოგთა აზრით, მთვარის წყალობით ადამიანები მეოცნებეები და რელიგიის თუ ოკულტური მცენიერებების მგზნებარე თაყვანისმცემლები ხდებიან.

კირჩხიბს პატრიოტიზმიც გამოარჩევს, თუმცა ეს არ არის აუცილებლად სამშობლოს სიყვარული. კირჩხიბების დიდი ნაწილი ცხოვრების მეორე ნახევარში თავის ბედს უცხოელს უკავშირებს და საზღვარგარეთ მიდის.

კირჩხიბი წარსული გამოცდილების ნიშანია. ხშირად არც ესმით, რატომ უყვართ ან სძულთ, უბრალოდ ბევრს ლაპარაკობენ გრძნობებზე: „მე ასე ვგრძნობ!“ – და საპასუხოდ ვერაფერს იტყვი. მათი ლოგიკა ანალიზს არ ექვემდებარება. გამოკითხეთ კირჩხიბს წინაპრების პირადი ცხოვრება და გაიგებთ ამ ნიშნის შემდგომ განვითარების გზას. თუ მშობლები ბედნიერები იყვნენ, ერთი ქორწინება ჰქონდათ, მათი ამ ნიშნის ქალი ან ვაჟი იმავე გზას გაივლის. კირჩხიბები ხშირად ექვემდებარებიან დედის ან მამის გადმოცემულ სტერეოტიპებს.

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები სიმპატიურები და კეთილები არიან. ყურადღებიანი მათდამი, ვინც მათში დედობრივ გრძნობას აღძრავს, თუმცა შეიძლება ეგოისტების იყვნენ. საკუთარი ღირსებების და თვისებების გადაჭარბებისკენ მიდრეკილება ძლიერად ახასიათებთ. მათ შესწევთ ძალა, გადაიბირონ სხვა ადამიანები. კირჩხიბები მსჯელობისკენ მიდრეკილნი, სტაბილურნი, თავდაჯერებულნი არიან.

ამ ნისნით დაბადებულნი განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევიან – ზერელედ წამოსროლილ უკეთურ სიტყვასაც შეუძლია მათი ხასიათის გაფუჭება. იმავდროულად კირჩხიბს საკმაოდ ძლიერი შინაგანი ენერგია აქვს და ეჭვგარეშეა, რომ მისი დათრგუნული მდგომარეობა სწრაფად გადაეცემა გარშემომყოფებს. თუმცა არ შეიძლება მისი წარმოდგენა მუდმივ მელანქოლიკად, რომელიც ყოველწამიერად იტანჯება სამყაროს არასრულფასოვნებით – სიცილიც უყვარს და საკმაოდ კარგი იუმორი გრძნობა აქვს.

კიჩხიბის ცხოვრება აღმაფრენისა და დაცემის მონაცვლეობითი პერიოდებისგან შედგება, თანაც ამ ნიშნის ადამიანები ყველაზე კეთილსასურველ გარემოებებშიც კი ამჯობინებებ განზე გადგომას და სიწყნარით სარგებლობენ, რომ ამოისუნთქონ. ისინი ზეწოლით კი არ ახდენენ საწადელს, არამედ ეშმაკობით, აგრესიული შეტევეით კი არა, არაქათის გამოცლით.

კიჩხიბი კეთილშობილი და უნგაროა, მაგრამ ამ თვისებებს იშვიათად ავლენს, ამიტომ ბევრს საკუთარ თავზე შეყვარებულ ეგოისტად ევლინება. კიჩხიბი მართლა მაღალი აზრისაა საკუთარ პერსონაზე, ამიტომ, ყურადღების ცენტრში აღოჩენილი,  ძლდაუტანებლად იქცევა, კირჩხიბს უყვარს პატივი და დიდება, მაგრამ მათ აღიქვამს, როგორც ჩვეულებრივ ამბავს, და გარდა ამისა, ყოველთვის ამჯობინებს მათ მატერიალურ კეთილდღეობას.

კიჩხიბი წყნარ ოჯახურ ცხოვრებას არჩევს და არა ბომონდურს. ახლობლებთან ხელგაშლილია და უცხოებთან ხელმომჭირნე. ეს მტკიცებულება მხოლოდ ფულს კი არა, გრძნობების გამოვლენასაც ეხება.

კირჩხიბი – მამაკაცები გამოირჩევიან შეგროვებისკენ მიდრეკილებით და ცდილობენ მაქსიმალურად კომფორტულად მოერგნონ გარე სამყაროს, „შავი დღისთისაც“ კარგი მარაგი უზრუნველყონ. ერთი შეხედვით ეს ადამიანები ზუნწები ჩანან, მაგრამ საქმე ის არის, ცდილობენ მაქიმალურად რაციონალურები იყვენენ დანახარჯებში, გრძელვადიან დაბანდებეს ამჯობინებენ. მამაკაცი – კირჩხიბი ძალებს არ დახარჯავს წვრილმანებზე, იშვიათად დაიხარჯება მაქსიმალურად, თუმცა დასახულ მიზნებს მაინც მიაღწევს.

ქალი – კირჩხიბები რბილები და გაწონასწორებულები ჩანან, მაგრამ მათი გაწყობა ძალიან არის დამოკიდებული გარშემომყოფებზე. ამ ნიშნით დაბადებულთათვის ძალიან მნიშვენლოვანია ახლობელთა მხარდაჭერა და მეგობრების შექება. ისინი კარგი დედები და ერთგული ცოლები არიან, გარდა ამისა, „ქალური მეგობრობის“ ცნება მათთვის ცარიელი სიტყვები არ არის.

520 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი