შეხედეთ ამ წერტილს კიდევ ერთხელ. ის აქ არის. ის ჩვენი სახლია. ეს ჩვენ ვართ. ყველა ვინც კი გიყვართ, pale_blue_dotყველა ვისაც იცნობთ, ყველა ვის შესახებაც გსმენიათ, ყველა ადამიანი რომელსაც ოდესმე უარსებია, ყველას მანდ უცხოვრია. მთელი ჩვენი სიხარული და ტანჯვა, ათასობით რელიგია, იდეოლოგია და ეკონომიკური დოქტრინა, ყოველი მონადირე და  შემგროვებელი, ყოველი გმირი და მხდალი, ყოველი ადამიანი რომელიც ცივილიზაციას ჰქმნიდა  და ადამიანი რომელიც მას ანადგურებდა, ყოველი მეფე და  გლეხი, ყოველი შეყვარებული წყვილი,  დედა, მამა, ყოველი დაიმედებული ბავშვი, გამომგონებელი და მკვლევარი, მორალის ყოველი მასწავლებელი, კორუმპირებული პოლიტიკოსი, ყოველი სუპერვარსკვლავი,  ლიდერი,  წმინდანი და ცოდვილი, ყველა და ყველაფერი რაც კი ისტორიას ახსოვს მზით განათებულ ამ მკრთალ წერტილზე ცხოვრობდა.

დედამიწა ძალიან პატარა სცენაა უკიდეგანო კოსმიური არენის პირობებში. დაფიქრდით სისხლის მდინარეებზე, რომლებსაც  სხვადასხვა გენერლები და იმპერატორები ღვრიდნენ,  მხოლოდ იმიტომ რომ დიდების და ტრიუმფის ძიებაში, ამ წერტილის პატარა ფრაგმენტზე წარმავალი ბატონობა მოეპოვებინათ.

 დაფიქრდით გაუთავებელ სისასტიკეებზე, რომლებსაც სჩადიოდნენ ამ წერტილის ერთი კუთხის მაცხოვრებლები მეორე კუთხის მაცხოვრებლებზე, მიუხედავად იმისა რომ ისინი ერთმანეთისგან პრაქტიკულად არაფრით განსხვავდებოდნენ. დაფიქრდით, რამდენად ხშირად არ ესმით მდგომარეობა, როგორ არიან მზად მოკლან ერთმანეთი, რამდენად მგზნებარენი არიან ისინი ერთმანეთის სიძულვილში. 

ჩვენი ამპარტავნება, ჩვენი გადამეტებული წარმოდგენა საკუთარ მნიშვნელობაზე, ჩვენი ილუზია თითქოს სამყაროში განსაკუთრებული ადგილი გვიკავია – ყველაფერ ამას მკრთალ შუქზე მოციმციმე წერტილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ჩვენი პლანეტა კოსმიური სიბნელის უკიდეგანო სივრცეში მარტოხელა ლაქას წარმოადგენს. ამ წყვდიადში და უსასრულობაში არ არის მინიშნება იმაზე რომ დახმარება, რომელიც ადამიანებს საკუთარი თავისგან გადაარჩენდა, გარედან მოვა.

დედამიწა ერთადერთი ცნობილი პლანეტაა სადაც სიცოცხლე არსებობს. არ არსებობს ადგილი, სადაც ადამიანები დასახლებას შეძლებდნენ, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში.  ვიზიტი შესაძლებელია. დასახლება – არა. მოგწონთ თუ არა, დღესდღეობით დედამიწა ის ადგილია, რომელსაც ვერ გავცდებით.

ამბობენ რომ ასტრონომია თავმდაბლობას და კეთილშობილებას გვასწავლის. ეს პატარა წერტილი სავარაუდოდ ყველაზე კარგად გვაგებინებს თუ რამდენად ამაოა ადამიანთა ამპარტავნება. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ერთმანეთს უფრო მეტი სიკეთე უნდა ვაჩუქოთ, შევინარჩუნოთ და მოვუფრთხილდეთ ამ მკრთალ ლურჯ წერტილს. ის ხომ ჩვენი ერთადერთი სახლია!

კარლ სეიგანი – მკრთალი ლურჯი წერტილი (1994)

——

Look again at that dot. That’s here. That’s home. That’s us. On it everyone you love, everyone you know, everyone you ever heard of, every human being who ever was, lived out their lives. The aggregate of our joy and suffering, thousands of confident religions, ideologies, and economic doctrines, every hunter and forager, every hero and coward, every creator and destroyer of civilization, every king and peasant, every young couple in love, every mother and father, hopeful child, inventor and explorer, every teacher of morals, every corrupt politician, every “superstar,” every “supreme leader,” every saint and sinner in the history of our species lived there — on a mote of dust suspended in a sunbeam.

The Earth is a very small stage in a vast cosmic arena. Think of the rivers of blood spilled by all those generals and emperors so that, in glory and triumph, they could become the momentary masters of a fraction of a dot. Think of the endless cruelties visited by the inhabitants of one corner of this pixel on the scarcely distinguishable inhabitants of some other corner, how frequent their misunderstandings, how eager they are to kill one another, how fervent their hatreds.

Our posturings, our imagined self-importance, the delusion that we have some privileged position in the Universe, are challenged by this point of pale light. Our planet is a lonely speck in the great enveloping cosmic dark. In our obscurity, in all this vastness, there is no hint that help will come from elsewhere to save us from ourselves.

The Earth is the only world known so far to harbor life. There is nowhere else, at least in the near future, to which our species could migrate. Visit, yes. Settle, not yet. Like it or not, for the moment the Earth is where we make our stand.

It has been said that astronomy is a humbling and character-building experience. There is perhaps no better demonstration of the folly of human conceits than this distant image of our tiny world. To me, it underscores our responsibility to deal more kindly with one another, and to preserve and cherish the pale blue dot, the only home we’ve ever known.

Carl Sagan, Pale Blue Dot, 1994

199 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი