აღწერა

თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ახასიათებთ ცხოვრებისეული სიმყარე და მოთმინებით სვლა კარგი შედეგისკენ. ისინი ამაყობენ საკუთარი ნიჭით, მართალია ზოგჯერ უსაფუძვლოდ, და თუ ზარმაცები არ არიან, ძალას არ იშურებენ, რომ ინტელექტუალური შესაძლებლობები განივითარონ. თხის რქები იმ კატეგორიას განეკუთვნებიან, ვისაც შეუძლია ისწავლოს მთელი ცხოვრების მანძილზე.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გარესამყაროსთან ურთიერთობა არ უადვილდებათ: ისინი ამაყები არიან და დამოუკიდებლები ჩანან, მაგრამ ხშირად იტანჯებიან იმით, რომ გარშემომყოფთა სიმპათიას ვერ იმსახურებენ ან საკუთარი მოსაზრების დათმობა უწევთ. ერთი სიტყვით, თხის რქები კმაყოფილდებიან ვიწრო, მაგრამ თანამოაზრეებისგან შემდგარი წრით.
გარდა ამისა, ისინი ვერ იტანენ სხვებზე დამოკიდებულებას, ამიტომ ხშირად ნაკლებად ცნობილი ადამიანების კამპანიას მარტოობას ამჯობინებენ.
თხის რქები დიდწილად ეგოისტები არიან, თუმცა საკუთარ თავს სხვებზე უკეთესებად არ თვლიან; უფრო მეტიც, ბევრ თხის რქას მთელი ცხოვრება უწევს კომპლექსებთან ბრძლა და მთელ სამყაროზე განაწყენებულნი არიან, რომ სათანადოდ არ დააფასეს.
გარეგნულად მშვიდი თხის რქის ხასიათში იმალება მისი ლტოლვა ლიდერობისა და ძალაუფლებისკენ, რომელსაც ის უბრალოდ ვერ აკონტროლებს. სწორედ ასეთი ადამიანებისგან დგებიან ყველაზე დიდი ტირანები, თუ მათ არ აკავებთ ტრადიციები და ზნეობრივი ნორმები, რომლების მიმართ ერთგულებას თხის რქები ნამდვილად იცავენ.
მამაკაც-თხის რქას ახასიათებს გაუბედაობა, რომელიც ძლიერ ხასიათს ერწყმის. ასეთი ადამიანი ელის შექებას, მისი დამსახურებების აღიარებას, მაგრამ ღიად ამის თხოვნის ერიდება. თხის რქები ბავშვობაში ადვილად ემორჩილებიან უფროსებს, სამაგიეროდ მოზრდილ ასაკში ეწყებათ ხასიათის ცვლა, ხდებიან მეამბოხე და ამ დროს უფრო ემსგავსებიან მოზარდს. დაახლოებით ამავე პერიოდში მამაკაცი-თხის რქები ეძლევიან რომანტიკას.
ქალი-თხის რქები, მაშინაც კი, როცა კარიერის მწვერვალზე არიან, ყველაზე მეტად ოჯახს აფასებენ. შესანიშნავი ხელფასი და პრესტიჟული თანამდებობა არ აკმაყოფილებთ მათ თუ არ ჰყავთ მეუღლე, რომელიც აფასებთ და არ ქვთ კარგად მოწყობილი, მყუდრო სახლი. ასეთი ქალები იშვიათად ფიქრობენ თავიანთი ქცევის მიზეზებზე და არგუმენტაციას “ასე უფრო სასიამოვნოა” ან “ასეა საჭირო” – აბსოლიტურად საკმარისად თვლიან. შეიძლება სწორედ ამიტომ ქალი-თხის რქები იშვიათად არიან ვულგარულნი ან უხეშები; მათთვის საკმარისია იმის თქმა, რომ მსგავსი საქციელი საზოგადოებაში გაუმართლებელია და უხერხული სიტუაცია აღარ განმეორდება.

სტიქია

თხის რქა – მიწის ნიშანია, რითაც აიხსნება ამ ნიშნის ადამიანებისთვის დამახასიათებელი ხასიათის სიმტკიცე.
მიწას შეიძლება შეეხო, დაინახო, აწონო; ცოტა ვინმეს თუ გაუჩნდება ეჭვი მისი რეალურობის შესახებ. სწორედ ამ კატეგორიებში ფიქრობენ თხის რქები – ილუზიები, აბსტრაქტული აზროვნება და იდეალების წარმოდგენა მათ არ ახასიათებთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ხშირად მიმართავენ რჩევისათვის და ითვალისწინებენ კიდეც, რადგან თხის რქების აზროვნება გამჭვირვალეა, ხოლო ფასეულობები – მატერიალური.
მიწის წიაღი სავსეა სიმდიდრით, მაგრამ იქამდე მისვლა ადვილი ნამდვილად არ არის. თხის რქების ღირსებები დაფარულია უცხოებისგან, სამაგიეროდ დაინტერესებულ მაძიებელს დახვდება ნამდვილი განძი: ერთგული მეგობარი, პატიოსანი პარტნიორი, პასუხისმგებლიანი თანამშრომელი, სამართლიანი ხელმძღვანელი ან ერთგული შეყვარებული.
ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან საქციელს თხის რქები შეუმჩნევლად სჩადიან, ხოლო წარმატების მწვერვალზე ნელა ადიან.
თხის რქებს შეუძლიათ სწორად გადაანაწილონ ის, რაც მათ აქვთ, აფასებენ სამსახურსა და ოჯახში სტაბილურობას.

 თავსებადობა

ყველაფერში ტრადიციებისა და საზოგადოებაში მიღებული ქცევის ნორმების დამცველი თხის რქები ამ ყველაფერს ივიწყებენ, როცა საქმე ოჯახურ ცხოვრებამდე მიდის. ისინი არ ჩქარობენ შეჩერდნენ ერთ პარტნიორზე, დიდხანს და მოთმინებით აფასებენ ყველა მხრივ, ზოგიერთი თხის რქა პრტნიორის ძიებას სუფთა პრაქტიკული კუთხით უყურებს და ძალიან აფასებს მისი ფულის შოვნის, საოჯახო მეურნეობის წარმართვის და ბავშვებზე ზრუნვის შესაძლებლობებს.
თხის რქებს უყვართ ჭკვიანი ადამიანები, მაგრამ მხოლოდ ისინი, ვინც მათ მოსაზრებებს იზიარებს, ამიტომ ცხოვრების თანამგზავრს ირჩევს სწორედ თანამოაზრეების წრიდან. ამ ნიშნის ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ უფრო ბედნიერი მათზე ნაკლებ ჭკვიან პარტნიორთან, მაგრამ ნაკლებად ენდობა მას.
თხის რქები მიისწრაფვიან მშვიდი და თანასწორი რომანტიკული ურთიერთობებისკენ, მაგრამ ეს მცდელობები ხშირად მათ კონტროლს არ ექვემდებარება. ამ ნიშნის ადამიანებს ხშირად ძლიერ და ცალმხრივად უყვართ ადამიანი, რომლის შენარჩუნება შეუძლებელია, ან თავის შესაფერისად არ მიაჩნიათ სიყვარულის ობიექტი.
ქორწინებისადმი თხის რქების დამოკიდებულება სერიოზულია. ოჯახურ ცხოვრებას ისინი ხშირად თანხმდებიან გათვლების ან თავიანთი წრიდან არჩეული ადამიანის შემთხვევაში. თანამგზავრის არჩევის შემდეგ ისინი ერთგულობენ მას, თუმცა პარალელურად მათ გარშემო უამრავი მსუბუქი გატაცება და ამავდროულად სერიოზული ურთიერთობებიც არის.
თხის რქას თითქმის ყველასთან ცხოვრება შეუძლია, მაგრამ მორიელი ნამდვილად დატანჯავს მას, ტყუპები – ხვალინდელ დღეში ეჭვის შეტანაა, მერწყული – გრძნოებებიდან გამომდინარე შფოთვა. თავისნაირ ადამიანთან თხის რქა იქნება მშვიდი და ბედნიერი, ხოლო ლომი საშუალებას მისცემს იამაყოს ოჯახური კერით.
თხის რქისთვის კიდევ ერთი კარგი პარტნიორი იქნება კურო. თევზებსაც შეუძლია გააბედნიეროს თხის რქა, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა ხნით, მასთან დაშორება კი მძიმე დარტყმა იქნება თხის რქისთვის.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

თხის რქები ფლობენ საკმარის ენერგიას, მაგრამ ისინი მაინც პასიური ადამიანების რცხვს მიეკუთვნებიან, სწორედ ამით აიხსნება მათი ჩვევა შეინარჩუნონ არსებული და ნაკლები დრო და ენერგია დახარჯნ რაიმე ახლის ან მეტის შეძენაზე. ეს ეხება არამარტო ფულს და მატერიალურ მდგომარეობას, არამედ ემოციებსაც.
თხის რქები არ დაიწყებენ თავიანთი მოსაზრების დაცვას, უბრალოდ დარჩებიან თავის აზრზე და დაიწყებენ მათი სიმართლის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოძიებას. ისინი არ ერთვებიან კონფლიქტში, მაგრამ ცდილობენ სარგებლის ნახვას მისი მოგვარებით. თხის რქებს იშვიათად აწუხებთ წარუმატებლობა – ისინი მყარად მიდიან დასახული მიზნისკენ, ზოგჯერ, როცა მიზნის მიმართ ინტერესი შენელებულია ამას აკაეთებენ უბრალოდ ინერციით.
თხის რქები ძალიან თავშეკავებულად და უემოციოდ იქცევიან, თუმცა ვნებები მათთვის უცხო ნამდვილად არ არის. უბრალოდ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ყველა განცდას მალავს ძალიან ღრმად და ენდობა მხოლოდ უახლოეს ადამიანებს.
ბევრ თხის რქას ახასიათებს პესიმიზმი. მათ სჯერათ საკუთარი ძალების, მაგრამ ვერ გამოდიან იმ განცდიდან, რომ შექმნილი ვითარება მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს და საკუთარ თავს უიღბლოებად თვლიან. ამის საფუძველი მათ აქვთ – რადგან მათ ცხოვრებაში იოლად არაფერი ეძლევათ და მათსავით ძლიერად არავის შეუძლია გაეხარდეს წარმატება.
თანდაყოლილი პასუხისმგებლობის გრძნობა თხის რქებს აიძულებს იზრუნონ უფრო სუსტებზე. თუმცა უანგაროდ ამას იშვიათად აკეთებენ: ისინი ელიან მადლიერებას, ხოლო თუ ამას ვერ იღებენ, კიდევ ერთხელ რწმუნდებიან სამყაროს არასრულფასოვნებაში.

სექსუალობა

რამდენად ბრძენებიც არ უნდა იყვნენ თხის რქები, სწორედ ისინი იხიბლებიან სულელი და მსუბუქი ხასიათის მქონე ადამიანით; თუ ცხოვრების თანამგზავრში ეს ადამიანები აფასებენ პროგნოზირებადობას, გონიერებას და დახვეწილობას, მათი შეყვარებული შეიძლება სრულიად საპირისპირო ტიპაჟი იყოს. ამასთან, თხის რქებს არ აქვთ ხასიათში ის, რომ ერთდროულად იყოლიონ მეუღლეც და საყვარელიც; ამიტომ, მათი ერთი ნაწილი არ ჩქარობს დაქორწინებას და ცხოვრებაში რამოდენიმე რომანტიკული ურთიერთობის გამოცდილება აქვს, ზოგი კი დროთა განმავლობაში ინტერესს კარგავს სექსუალური ცხოვრებისადმი.
სექსუალურ ურთიერთობებში თხის რქები ამჯობინებენ ტრადიციულ ვარიანტს და თამამ ექსპერიმენტებზე თუ ოცნებობენ, ამას არასოდეს აღიარებენ, მითუმეტეს არ მოახდენენ მის რეალიზებას. ამ ნიშნის ადამიანები პარტნიორს უფრო მოთმინებით აოცებენ, ვიდრე წარმოსახვით, სამაგიეროდ ალერსზე უარს მათ ნამდვილად ვერ ეტყვის ვერავინ.
თხის რქასთან მოკლევადიანი რომანი შეიძლება საინტერესო იყოს, არამარტო სექსუალური კუთხით: მთვარის შუქზე სეირნობა, პაემნები მას არ აინტერესებს. სამაგიეროდ ამ ადამიანთან ურთიერთობისას აღმოაჩენთ რამდენად ღრმა და სათუთი სული აქვთ. თხის რქას მათთან, ვისაც ენდობა, შეუძლია დაივიწყოს თვითკონტროლი, გახდეს მომხიბვლელი და მსუბუქი.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი