აღწერა

თევზების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისებაა საკუთარი თავის გვერდიდან დანახვის შესაძლებლობა და სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასება. თევზებმა ზუსტად იციან რა შეუძლიათ, რა არა და საკუთარ თავთან ცოტა ირონიული დამოკიდებულება აქვთ, აი სხვებისგან კი სერიოზულ მიდგომას მოითხოვენ.
თევზები სტაბილურობით არ გამოირჩევიან: მათ შეიძლება უარი თქვან საკუთარ დაპირებებზე ან სულაც დაივიწყონ, შეიცვალონ აზრი დღეში რამოდენიმეჯერ და მეგობრობის ზოგადად დაფასების მიუხედავად შეუძლიათ მსხვერპლად გაიღონ ზოგიერთი მათგანის ინტერესი. ზოგჯერ ამ ნიშნის ადამიანები იტყუებიან იმის გამო, რომ საკუთარი თავი ლამაზად წარმოაჩინონ სხვების თვალში, ზოგჯერ უმიზეზოდ აკეთებენ ამას.
თევზები ბევრს სუსტებად ეჩვენებათ. გარდა ამისა, ამ ნიშნის ადამიანები ნაკლებად აფასებენ მატერიალურ კეთილდღეობას და დიდი მოთხოვნებით არ გამოირჩევიან, როცა საქმე ეხება მათი მუშაობის შედეგებს. როცა უჩნდებათ შანსი, რამე მიიღონ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ისინი ცდილობენ არ გაუშვან ეს შესაძლებლობა ხელიდან.
თევზებს შორის გვხვდება ძალიან სუსტი პიროვნებები, რომლებიც ადვილად ექცევიან ცუდი ზეგავლენის ქვეშ; არიან ძალიან ძლიერებიც, შრომისმოყვარენი და მიზანდასახულები, თუმცა წარმატების მისაღწევად ისინი საჭირო ადგილას და საჭირო დროს უნდა აღმოჩნდნენ.
მამაკაცი-თევზებისგან არ ღირს თამამი და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის ლოდინი; ისინი მიდრეკილნი არიან დინების მიმართულებით იცურონ, რასაც ზოგჯერ მიჰყავთ კიდეც დასახულ მიზნამდე. თუ მამაკაცი-თევზები წარმატებას აღწევს, ხშირად ეს საკუთარი თავის წყალობით კი არა, გამართლების და ხელსაყრელი ვითარების გამო ხდება. როგორც წესი, ამ ნიშნის ადამიანები ნაკლებად ინტერესდებიან გარშმომყოფებით და ბევრი ფარული მტერი ჰყავთ. მათი წარმოდგენა რეალობის შესახებ ძალიან შორს არის სინამდვილისგან.
ქალი-თევზები ძალიან სენტიმენტალურები არიან, ყურადღების აქცენტუაციას ახდენენ საკუთარ დაუცველობასა და მოწყვლადობაზე, არ მალავენ, რომ ოცნებობენ დაცვასა და მფარველობაზე. ისინი კეთილი და ყურადღებიანი არიან, მაგრამ ზედმეტად რბილი ხასიათი აქვთ იმისათვის, რომ აღზარდო.

სტიქია

თევზების სტიქია არის წყალი, ოღონდ გამდინარე. ეს არის ადამიანების კატეგორია, რომელიც ყველაფერს აღწევს მოფერებით და არა შეტევით. გულმოდგინედ ეძებენ ალტერნატიულ გზებს, პრობლემის მოგვარებისთვის ძალისხმევის გაწევის ნაცვლად.
თევზები დინებას მიუყვებიან, შეძლებისდაგვარად თავს არიდებენ სირთულეებს და ენერგიას ხარჯავენ თამაშებზე, ვიდრე შრომაზე. შინაგან სამყაროს თევზები არ შეეწინააღმდეგებიან და არც თავს დაიცავენ მისგან.
თევზების წყალს ყოველთვის დაკრავს მარილის გემო – იქნება ეს ცრემლები თუ დაშორებით გამოწვეული დარდი. გარდა ამისა, თევზის ცხოვრებას ვერ ვუწოდებთ დაძაბულს: ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების წარმოსახვა იმდენად დიდია, რომ უხვად ახდენს ენერგიის დანაკლისის კომპენსაციას

 თავსებადობა

თევზები ძალიან ემოციონალურები არიან და სიყვარული მათ ცხივრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ვნების ნაცვლად ისინი სინაზეს და ერთგულებას აფასებენ, ასევე დაცულობისა და მფარველობის განცდას, რაც თან ახლავს მყარ კავშირს. ყოფითი პრობლემების მოგვარებას თევზები პარტნიორის ხარჯზე ახერხებენ, სამაგიეროდ არ მალავენ მისით აღფრთოვანებას და სამუდამო ერთგულებას ჰირდებიან. უსასრულობა თეზისთვის გაუგებარა – ამ ნიშნის ადამიანს პარტნიორის ერთგულება შუძლია დროის გარკვეულ მონაკვეთში და იტოვებს ჰორიზონტიდან ნებისმიერ დროს გაქრობის შესაძლებლობას.
თევზები არ ივიწყებენ წვრილმანებს, რიმლებიც მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანისთვის; ისინი წინასწარ ამზადებენ საჩუქრებს დაბადების დღისთვის ან ქორწინების წლისთავისთვის, ადვილად იხსენებენ გაცნობისა და რომანის განვითარების დეტალებს. ზოგჯერ თევზები თავად იგონებენ სიყვარულის ლამაზ ისტორიას და ცხოვრობენ ამ ილუზიით მანამ, სანამ უხეში რეალობა არ დაარღვევს მას.
თევზებს ეშინიათ სხვებზე დამოკიდებულების და სრულიად საფუძვლიანად: ხშირად მათ ტანჯვა უწევთ პარტნიორის გამო. თევზები სასიყვარულო ურთიერთობებში ცივად იქცევიან. მათი მოტყუება ადვილია, ადვილია დაკარგვაც, თუ ტყუილი გამოაშკარავდება.
თევზების ოჯახური ბუდე მყუდროა: მათზე ძალიან მოქმედებს ოჯახური გარემო, რომლის სიმყუდროვის შექმნა თევზებს სწორედ პარტნიორისთვის აქვს მინდობილი. თევზი მიდრეკილია წყვილად ძლერი ადამიანის არჩევისკენ, რომელსაც ლიდერის თვისებები აქვს, რადგან იცის, რომ ურთიერთობისას წამყვანი პოზიცია მას ვერ ექნება. მეოცნებე თევზებს მოსწონთ ფარული ძალა, ხვალინდელი დღის რწმენა, რაც კირჩხიბს და თხის რქას ახასიათებთ. პირველს თევზი შეიყვარებს თანაგრძნობისა და მიხვედრილობისთვის, ხოლო მეორეს ფარული ბავშვური ხასიათის გამო.
მშვილდოსანის ენერგია და იმპულსურობა თევზებს აფრთხობს, ხოლო საქმიან ვერძთან კავშირი ცოტახნით დაავიწყებს ცივსისხლუანობას. კარგი წყვილი იქნება თევზები-კურო, სადაც ერთი პარტნიორს რომანტიულობა გაწონასწორებულია მეორეს სიმშვიდით. არასასურველია პატივმოყვარე ლომთან კავშირი, ასევე თავისივე ნიშანთან – რადგან მათ გრძნობები მალე ქრება შინაგანი განწყობების ზეგავლენით.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

თევზების ნიშანი პასიურია, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები არ არიან შეუპოვრები და მიზანდასახულები. არ შეუძლიათ ვითარებას შეეწინააღმდეგონ, ისინი ეძლევიან ოცნებას, რომ ყველაფერი თავისით დალაგდება და არ დარდობენ წვრილმანების გამო.
ზოგადად გაწონასწორებულნი არიან; თუ რაიმე ემოცია გაუჩნდებათ, ძალიან ცოტახნით, თან ეს ყველაფერი შეუმჩნეველია. თევზები უფრთხილდებიან თავიანთ სიმშვიდეს და განცდებს არ აძლევენ მათი სულიერი სიმშვიდის დარღვევის უფლებას. უმნიშვნელო გადაწყეტილებასაც კი რთულად და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ იღებენ, თუმცა ეს იმიტომ არ ხდება, რომ ყველა მხრივ აანალიზებენ სიტუაციას; უბრალოდ მათ უჭირთ მობილიზება და კონცენტრაცია რაიმე კონკრეტულზე. ეს ადამიანები უფრო ინტუიციას ენდობიან და სჯერათ ბედის ნიშნების.
თევზებს არ ახასიათებთ მერკანტილურობა და სახელის მოხვეჭა; მათთვის სასიამოვნოა დაეხმარონ სხვებს ვიდრე საკუთარ თავს. თევზებისგან უნდა ელოდეთ სიტყვიერ ნუგეშს და თანადგომას, ვიდრე საქმეს, სამაგიეროდ ისინი კარგად ახერხებენ აიძულონ სხვები დახმარება გაუწიონ მათ, ვისაც ეს სჭირდება.
თევზები ერიდებიან კონკურენციას და კონფლიქტს, როცა სიტუაცია იძაბება, ცდილობენ რაც შეიძლება შორს იყვნენ მისგან. მათთვის მისაღებია ვინმესგან შეთავაზებული მფარველობა.
თევზებს უცნაური ინტელექტი აქვთ: განსჯა გაუგებარია, მსოფლმხედველობა არაერთმნიშვნელოვანი, ხოლო გარესამყაროზე წარმოდგენა საკამათო. თევზებს შორის ბევრი წარუმატებელი ადამიანია, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც აღწევს ჰარმონიას და ბედნიერებას.

სექსუალობა

თევზები ჩვეულებრივ მიმზიდველები არიან, მათ შეუძლიათ თავიანთ ღირსებებს ხაზი გაუსვან და მოხიბლონ. ამ ოსტატობას მთელი ცხოვრება აწრთობენ იმ იმედით, რომ ერთხელ თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ. ამის მოლოდინით თევზები დროს ატარებს რომანტიკულ პაემნებზე.
თევზები მრავალფეროვნები არიან სექსში, თუმცა პარტნიორს თავს არ ახვევენ არაფერს, ამიტომ ხშირად იმედგაცრუებას გრძნობენ. ზოგადად ამ ნიშნის ადამიანები არჩევენ ხმამაღლა არ ისაუბრონ საკუთარ სურვილებზე, საშუალებას აძლევენ რჩეულს თავად მიხვდეს და დასკვნები გააკეთოს.
პრაქტიკულად ყველა თევზები ეძლევიან ვნებებს როცა შესაფერისი და მიმზიდველი გარემოა; ამ შემთხვევაში მათთვის ადვილია საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ საქმე ეხება ნამდვილ სიყვარულს და არა უბრალოდ სექსს.
თევზებს უყვართ მოგზაურობა და საკურორტო რომანებიც ხშირად აქვთ: სახლიდან შორს ეს ადამიანები ადვილად დუნდებიან და საკუთარ სახიათს თავისუფლებას ანიჭებენ. ყველაზე მოკლევადიანი კავშირის გაწყვეტასაც კი თევზები ძალიან ნანობენ: მათ ცოტა დრო სჭირდებათ, რომ წარმოიდგინონ ლამაზი მომავალი და შეეგუონ აზრს, რომ ის დადგება.
ილუზიების მსხვრევა, სრულიად უსაფუძვლოსიც კი, თევზებს მელანქოლიასა და დეპრესიაში აგდებს.

258 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი