თავის ტკივილი

 

წლის განმავლობაში მტანჯავდა თავის ტკივილი. ის მივეჩვიე, 2-3 დღე თუ არ შემაწუხებდა, მიკვირდა კიდეც.სისხლძარღვების ხშირმა სპაზმებმა სიცოცხლე გამიმწარა. ტკივილებს დიდხანს ვერაფერი მოვუხერხე. რას ვიფიქრებდი, ძლიერი თავის ტკივილების დაამება მედიკამენტების გარეშეც თუ შესაძლებელი იყო. ერთ ზაფხულს სოფელში მეზობელმა მირჩია, მაგის წამალი ხურტკმელიაო. დავიჯერე. მართლაც ძალიან ბევრ ხურტკმელს ვჭამდი. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც რამდენიმე დღემ ისე გაიარა, თავი არ ამტკიებია. ხურტკმელს უფრო მეტად მივეტანე, თანაც მისი მურაბა მოვხარშე. თავის ტკივილება საგრძნობლად მიკლო. საკმარისია ვიგრძნო, რომ მეწყება, მაშინვე ვსვამ ჩაის ხურტკმელის მურაბით და ტკივილიც უკან იხევს. გარდა ამისა, ხურტკმელი აძლიერებს ნაწლავების მუშაობას და საჭმლის მომნელებელი ტრაქტატის გაწმენდასაც უწყობს ხელს. ვიცი, რომ თავის ტკივილი დღეს ბევრს აწუხებს. მე არ ვიცი, ყველას არგებს თუ არა, მაგრამ სცადეთ, იქნებ მოგიხდეთ.

ექიმის კომენტარი:ხურტკმელი 1 მეტრამდე სიმაღლის ეკლიანი ბუჩქია, 3-5 ბლაგვნაკვთებიანი, მცირე ზომის – 1.5 სიგანის, ქვედა მხრიდან შებუსვილი ფოთლებით. ფოთლის ქვედა მხარის ძარღვების გაყოლებაზე ბუსუსები უხეში და მჩხვლეტავია.

2016062117225867247

ბუსუსებიანი ყვავილები მომწვანო ან მოყვაითალოა და ფოთლების იღლიებში თითო ან წყვილ-წყვილადააგანლაგებული. 1.5სმ-მდე სიმსხო ნაყოფიერი ელიფსური ან მრგვალი, მომწვანო, ყვითელი ან მოწითალო. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი ივლისში მწიფდება, საჭმელად მოუმწიფებელი ნაყოფიც გამოიყენება.

ბუნებრივად გავრცელებულია ჩვენი ქვეყნის ევროპული ნაწილის ბევრ რაიონსა და კავკასიაში, მთის შუა სარტყლისა და სუბალპურ ტყეებში, ზღვის დონიდან 2200მ სიმაღლემდე, მშრალ თხელ ხირხატ ნიადაგებზე. კარგად იტანს გვალვას და სიცივესაც. სინათლის მომთხოვნია. ფართოდაა კულტივირებული, მრავლდება თესლით და ვეგეტაციურად – კალმებით, ბუჩქის დაყოფით, ძირკვის ამონაყარს უხვად ივითარებს.

2016062117231267247

ხურტკმელის ნაყოფი(კენკრა) შეიცავს 10% – მდე შაქრებს (ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა), ორგანულ მჟავეებს ( ძირითადად, ლიმონის და ვაშლის მჟავეებს), 1% -ზე მეც პექტინოვან ნივთიერებებს. კენკრა განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინებიტ, მასში ბევრი C ვიტამინი, აგრეთვე, P,B1 ვიტამინები და A პროვიტამინი. მის შემადგენლობაში შედის ფოსფორი, სპილენძი, რკინა, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი და მაგნიუმი. ნაყოფი გემრიელია, მისგან ამზადებენ მურაბას, კონფიტიურს, კომპოტს, მარმელადს, ღვინოს და სხვ. საზამთროდ ნაყოფს ახმობენ, ამზადებენ მარინადს, ჭყლეტენ, შაქარს აყრიან და ისე ინახავენ.

ხალხურ მედიცინაში ხურტკმელის ნაყოფს იყენებენ ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და გასუქების საწინაააღმდეგოდ. მას ასევე აქვს შარდმდენი და ნაღვლმდენი ეფექტი. იყენებენ ქრონიკული ყაბზობისა და გასტროენტეროკოლიტების დროს. კენკრას აქვს მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც, ხსნის სპაზმებს.

ამდენად, ხურტკმელის ნაყოფი კომპლექსურად მოქმედებს ორგანიზმზე და თავის ტკივილის გამომწვევ რამდენიმე მექანიზმს აწესრიგებს. თუ თავის ტკივილი ქრონიკული რაიმე სერიოზული ორგანული დარღვევა არ უდევს საფუძვლად, ამ კენკრის მიღება უდაოდ შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.

 

 

 

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი