როგორც ცნობილია მსახიობ და ტელეწამყვან ზურა გორგაძის ძმისშვილს ესაჭიროება დახმარება. დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენთაგანს  გულზე მოხვდა მისი ამაჩუყებელი, მორიდებული თხოვნა, რომელიც მხოლოდ 1 ლარის გადარიცხვას ითხოვს, იმისთვის რომ გაბიმ თავისუფლად შეძლოს თამაში თავის თანატოლებთან ერთად.   მას გვერდში უდგას საქართველოს ბანკი, თიბისი და ბანკი რესბუბლიკა.

15079065_1404535232904904_1864297999233498920_n

არ გავჩერდები არ მომერიდება არ არ ვუღალატებ !!!
მე მინდა ოჯახში ჩემი ერთადერთი პატარა, ჯანმრთელი იყოს ,მე მინდა ისიც სხვა ბავშვებივით დარბოდეს ეზოში , მინდა სკოლიდან გაოფლილმა მოირბინოს თავისი ფეხით,მინდა მასთან ერთად ვირბინო ვისეირნო ვიგიჟო( თუმცა ეს ისედაც არ გვაკლია❤)….
ყოველ დილით მთხოვს სამსახურში წავიყვანო,მაგრამ არ შემიძლია რადგან მას ინდივიდუალური ყურადღება სჭირდება!

მინდა იაროს ფეხბურთზე,ცეკვაზე,კალათბურთზე!!!

ყოველ დილით როცა ვიღვიძებ ბავშვების ჟრიამული მესმის ფანჯრიდან(გაბრიელის სკოლა ჩვენი საცხოვრებელის გვერდითაა) გული მიწვრილდება როცა წარმოვიდგენ ,რომ შესვენებაზე ბავშვები დარბიან , თამაშობენ და ჩემი გაბრიელი მათ მერხიდან შესცქერის თავისი კეთილი თვალებით!

არ გავჩერდები რადგან მე მჯერა! მჯერა იმიტომ რომ მას ჯერა ჩემი!
მე სხვანაირი იმედით მიყურებს, ჯერ კიდევ სულ პატარაობიდან!
მხედავს ეკრანზე მისმენს რადიოში,ტელევიზორში…

ხვდება რომ მე შემიძლია, შემიძლია გავაკეთო შეუძლებელიც, რადგან მე მყავს ხალხი , კოლოსალური რაოდენობის ხალხი! საზოგადოება რომელიც მჯერა რომ გვერდში დამიდგება!
მე მჯერა თქვენი!
და მჯერა იმის, რომ თითოეულ თქვენთაგანს ადრე თუ გვიან გადაგიხდით !
სიკეთეში გადაგიხდით!
(გთხოვთ სპეკულაციაში არ ჩამომართვათ,ეს ჩემი გულწრფელი ყოველდღიურობაა!)

დღეს გააქტიურდა ნომერი მაგთის(ბალი,ბანი)ბილაინი-ს მომხმარებლებისთვის:
(მაგთიკომმა ხარვეზისთვის ბოდიში მოუხადა საზოგადოებას და იმედია რაიმე სახის კეთილ ნებას გამოიჩენს)
0 901 701 181
ის 1 ლარიც ბევრი იქნება თუ ბევრი ვიქნებით ❤

(ვგეგმავ სხვა საქველმოქმედო აქტივობებსაც …მჯერა რომ ყველა გვერდში დამიდგება) ❤

(მაპატიეთ სენტიმენტები)
წარმატებულ დღეს გისურვებთ❤

გაბი❤

საქ.ბანკი
GE85BG0000000302877900
თიბისი
GE60TB7514736010100001
რესპუბლიკა
GE34BR0000010638169839
მიმღები: ზურაბ გორგაძე

 

 

162 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი