კედელი და ბურთი 

კარგა ხანს ვისაუბრეთ. მე არეულად ვლაპარაკობდი და ვერც ერთმა ჩვენგანმა ჩემი ნათქვამიდან ბევრი ვერაფერი გაიგო. მაგრამ ჩემი ძმა სერიოზულად მომეკიდა. ამას ვერ დავუკარგავ. ეტყობოდა, გულწრფელად შეწუხდა. ადრე ასეთი არასოდეს ვუნახივარ. მითხრა, რომ ათასობით ადამიანი ყოველდღიურად კედელს აწყდება. გარკვეულ ხანს მათ უმეტესობას, შესაძლოა ცოტა მეტად უჭირს, მაგრამ მერე ყველაფერი ისევ უკეთესობისკენ მიდის. ჩემი ძმა ოპტიმისტია. მას ჩემი დახმარება სურს. ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ცხოვრებამ ფსკერზე მომაქცია, ყოველდღიურობა ყელში მქონდა ამოსული და ენთუზიაზმს ვეღარასოდეს შევიგრძნობდი.

—-

ვზივარ და ტვინს ვიჭყლეტ იმის გამოსაცნობად, ჩამოწერილ სურვილებს რომელი ობიექტი დააკმაყოფილებს. ასეთი საგანი უამრავი შეიძლება იყოს, მაგრამ მე მხოლოდ ერთი მინდა. მოულოდნელად ჩემთვის ცხადი ხდება, რომ ბურთს დავეძებ. უბრალოდ ბურთი მჭირდება. აღტაცებისაგან ტანში ჟრუანტელი მივლის. დიდიხანია რაც ბურთზე აღარ მიფიქრია. მიხარია, რომ ასეთ დროს გამახსენდა. ახლა სწორედ ამგვარ რაღაცებზე უნდა ვიფიქრო. ამ გზით უნდა ვიარო. ერთი კარგი ბურთი უნდა ვნახო. როგორ უნდა აარჩიოს კაცმა ბურთი? სამყარო სავსეა ბურთებით. ადამიანები გამუდმებით იყენებენ მას გასართობად, სათამაშოდ და ნაღდად სხვა რაღაცისთვისაც. მთავარია, სწორად შეარჩიო.დივანზე ვწვები და ბურთს მკერდზე ვისვენებ. საღამოს დადგომას ველი. როდესაც დაბინდდება, უკანა ეზოში ჩავალ და ბურთს კედელს ვესვრი. ერთი სული მაქვს ამას როდის ვიზამ.

175 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი