ყველას, ვისი გუნება-განწყობილება ამინდსა და წელიწადის დროზეა დამოკიდებული, ვურჩევ, გამოიყენოს უძველესი ხალხური რეცეფტი, რომელიც მოგიხსნით უგუნებობას, მოგიწესრიგებთ საჭმლის მონელებას და ნივთიერებათა ცვლას. რეცეფტი იმითაა კარგი, რომ არ არქვს უკუჩვენებები და ასაკობრივი შეზღუდვა.

შეურიეძთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის ცერეცოს, ძირას, კამისა და ქინძის თესლი. ნარევს 1 ს/კ დაასხით 2  ჭიქა მდუღარე წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე და წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე 2წუთი, შემდეგ გადმოდგით და გადაწურეთ. სვით ნახარში ჩაის მაგივრად დღის განმავლობაში მანამდე, ვიდრე არ იგრძნობთ, რომ არა მხოლოდ განწყობილება გაგიუმჯობესდათ, არამედ თავსაც ძალიან კარგად გრძნობთ და ჯამრთელობის მდგომარეობა უწინდელთან შედარებით უკეთესია.

ეს რეცეფტი ბევრ ადამიანს ვასწავლე და სხვათაშორის, ნევროპათალოგებთან ნამკურნალები რამდენიმე პაციენტიც მოვარჩინე. ზოგიერთი მათგანის დიაგნოზი დეპრესია იყო, ზოგისაც – ნერვოზი.

  ექიმის კომენტარი: განვიხილოთ რეცეფტის თითოეული კომპონენტი:

ცერეცოს თესლი მდიდარია ეთერზეთებით, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო, სპაზმების მომხსნელი და ამოსახველებელი ეფექტი აქვს, აწესრიგებს საჭმლის მონელებას. ამ მცენარის ექსტრაქტი შედის ზოგიერთი დამამშვიდებელი ეფექტის მქონე კომპლექსული პარამეტრების შემადგენლობაში.

ძირაც მდიდარია ეთერზეთებით, ცილებით, ფლავონოიდებით, ცხიმოვანი ზეთით. ძირას ნაყენი აუმჯოსებსებს მადას, ზრდის კუჭ-ნაწლავის მოტორულ და სეკრეციულ აქტივობას, ხსნის სპაზმებს, აქვს შარდმდენი, ლაქტოგენური (მეძუძურ დედებში ააქტიურებს რძის გამოყოფას) ეფექტი. მასაც ფართოდ იყენებენ ხალხურ მედიცინაში კომპლექსური მკურნალობისთვის.

კამის თესლს აქვს სპაზმოლიზური, მსუბუქი დამამშვიდებელი, საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელი და მეტეორიზმის საწინააღმდეგო ეფექტი.

ქინძი მდიდარია სხვადასხვა ვიტამინებით, მინერალებით, მარილებით, ეთერზეთებით, ფლავონოიდებით, გლიკოზიდებით. ასეთი ბიოაქტიური ნივთიერებები მცენარეს მრავალმხრივ სამკურნალო ეფექტს ანიჭებს. იგი გამოიყენება ავიტამინოზის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ასთენიური მდგომარეობების, საჭმლის მონელების დარღვევის დროს. ამ მცენარეთა კომპლექსური გამოყენება უთუოდ წაადგება ორგანიზმის ჯამრთელობას და ნერვულ სისტემას.

 

243 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი