29 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება იაკობ ნიკოლაძის 140 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნ–ალბომის პრეზენტაცია.

“თანამედროვე ქართული ქანდაკების ფუძემდებლის, იაკობ ნიკოლაძის დაბადებიდან 140 წელი გავიდა, თუმცა დღესაც საგრძნობია ის სტიმული, რომელიც მან, როგორც მოქანდაკემ და ხელოვანმა თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებას მისცა. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოში ევროპული სკულპტურული სკოლის ჩამოყალიბება. როგორც შალვა ამირანაშვილი წერდა “ქართული პლასტიკის მრავალსაუკუნოვანი დუმილის შემდეგ” იგი მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოვიდა ასპარეზზე და თითქმის ოცდახუთი წლის განმავლობაში ქვეყნის ერთადერთი მოქანდაკე იყო. მისი ბიოგრაფია არაჩვეულევრივი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მიაღწიო საერთაშორისო აღიარებას შემოქმედებითი პოტენციალისა და უკომპრომისო შრომის შედეგად. ” –  საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციების ციკლი იაკობ ნიკოლაძისა და ქართული ქანდაკების შესახებ.

გამოფენა  28 თებერვლამდე გაგრძელდება.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა. რუსთაველის გამზ. 11.

 

142 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი