მოგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შაბათს, 12 ნოემბერს ვაკეში იაპონიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მატჩი 15 საათზე დაიწყება. “ამომავალი მზის ქვეყნის შვილები” თბილისში ჯერ კიდევ ორშაბათს ჩამოვიდნენ და მატჩისთვის “ავჭალის სარაგბო სტადიონზე” ემზადებიან.

ცხადია, ეს თამაში უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებაა, რომელშიც საქართველოს ნაკრები მეორე წელიწადია, რაც ჩაერთო. წლეულს “ბორჯღალოსნები” სამ მატჩს გამართავენ. იაპონიაზე უკვე ვთქვით, მეორე მეტოქე სამოას ნაკრები იქნება, რომელსაც ასევე თბილსში ვუმასპინძლებთ, მესამე შეხვედრას კი, ჩვენი ეროვნული გუნდი სტუმრად გამართავს კილმარნოკში შოტლანდიის ნაკრებთან.

141 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი