რამდენიმე წლის წინ მძიმე ოპერაცია გადავიტანე და მკვეთრად დამიქვეითდა ჰემოგლობინი. დამინიშნეს რკინის პრეპარატები, რომლებმაც სულ მალე კუჭი გამიღიზიანა. ამიტომ გადავწყვიტე თვითონ მიმეხედა ამ სატკივარისთვის. დავიწყე ხალხური ფიტოთერაპიული საშუალებების ძებნა. ასეთ დროს ხალხურ მედიცინაში ყველაზე ხშირად გამოიყენება სტაფილოს, ვაშლის და ჭარხლის წვენების ნარევი. თავდაპირველად ამ რეცეფტს ვსვამდი მაგრამ მერე უკეთესი რეცეფტი მასწავლეს:

¼ ჩ/ჭ 50 გრადუსამდე შემთბარი ნაღები. ფრთხილად მოურიეთ და დალიეთ. ეს ნაღები უნდა მიიღოთ დილით, ჭამამდე 30წთ ადრე. სვით ერთი თვის განმავლობაში და შემდგომ შეიმოწმეთ ჰემოგლობინი.

ასეთი ნარევი არ აღიზიანებს კუჭს, ორგანიზმს ძალას მატებს, აუმჯობესებს მხედველობას და თან ძალიან გემრიელია. ასეთი კურსის ჩატარება უმჯობესია შემოდგომაზე, როცა ბოსტნეული სავსეა ვიტამინებით (თუმცა წლის ნებისმიერ დროსაც შეგიძლიათ). მე ორი კურსი ჩავიტარე (შემოდგომობით). მას შემდეგ ჰემოგლობინი ნორმაში მაქვს და თავს კარგადაც ცგრძნობ.

  ექიმის კომენტარი: fexmzimoba_da_mxedveloba_7ჭარხალი მდიდარია ცილებით, უჯრედისით, შაქრით, ცხიმებით, საღებავებით, მინერალური მარილებით (მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი, რკინა, იოდი), ასკორბინის მჟავით, B1,B2,P,PP ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით, ბეტაინით. ამიტომ წარმატებით გამოიყენება არაერთი დაავადების სამკურნალოდ. უჯრედისი და ორგანული მჟავეები ააქტიურებს კუჭის სეკრეციას და ნაწლავის პერისტალტიკას, რის გამოც ჭარხალი ეფექტიანია სპაზმური კოლიტების დროს. ჭარხალი ეფექტიანია ანემიების დროს, რადგან ვიტამინები და რკინა ასტმულირებს სისხლწარმოქმნას. ჭარხალს უნიშნავენ თირეოტოქსიკოზის, ათელოსკლეროზის, მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტის დროს. სტაფილო ასევე მდიდარია ვიტამინებით,განსაკუთრებით კაროტინით (A პროვიტამინით). ნაღები კი იცავს კუჭის ლორწოვანას მჟავეების გამაღიზიანებელი ზემოქმედებისგან და ამავედროს აძლიერებს პროვიტამინის შეწოვას. ასეთი წვენების ნარევი განსაკუთრებით ეფექტიანია ანემიის და მხედველობის დაქვეითების დროს.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი