ზამთარი ასტმიანებისთვის ძალიან რთული პერიოდია. როგორც კი აცივდება, გარეთ გასვლა ჩემთვის პრობლემა ხდება. ხშირად ყინვაში რაიმე საქმეზე წაული საკმაოდ შორი გზიდან მოვბრუნებულვარ შინ ასთმური შეტევის განვითარების გამო. ასე მგონია, ასთმასთან ერთად სიცივეზე ალერგიაც მაქვს და ეს კიდევ უფრო მირთულებს მდგომარეობას. ამ პრობლემით ექიმთან მისვლას აზრი არ აქვს, წინასწარ ვიცი, რასაც მეტყვის. ამიტომ ვცდილობ, თავადვე მოვიგვარო ჯანმრთელობის საკითხები. ასტმის დროს კარგი ყოფილა კამის ინჰალაციები. ერთხელ ვცადე და მალე მივხვდი, რომ ეს ინჰალაციები მართლაც მშვენივრად ხსნის ასთმის შეტევებს. ეფექტის გასაუმჯობესებლად კამას კარტოფილიც დავამატე და ასეთი რცეფტი მივიღე:

კანიანად მოხართულ კარტოფილს დაუმატეთ 2-3 ს/კ კამის თესლი და გამხმარი ღეროები , წამოადუღეთ 2 წთ. შემდეგ წყალი გადაღვარეთ, თავზე გადაიფარეთ პირსახოცი და კარტოფილისა და კამის არომატი ისუნთქეთ 15 წთ განმავლობაში. პროცედურა ყოველდღე უნდა გაიკეთოთ.

ასთმის გამწვავებისას მესამე პროცედურაზე მეხსენბა ხოლმე შეტევები. ამ შეთხვევაში მხოლოდ ცხელ ორთქლს კი არ აქვს ეფექტი, არამედ კამაში შემავალ ნივთიერებებს, რომელიც ადუნებს სისხლძარღვებს და ამშვიდებს ნერვებს.

images-15

მაქვს კამით განკურნების კიდევ ერთი მეთოდი:

ყავის საფქვავში ვფქვავ კამის თესლს და ვყრი წვრილ ყელიან ბოთლში, რომელსაც ვაცობ მჭრიდრო საცობს დღის განმავლობაში ხშირად მოვხდი ხოლმე ბოთლს სახურავს, შევანჯღრევ და თითოეულ ნესტოში შევისუნთქავ კამის სურნელს. ძალიან ეფექტიანი საშუალება , მაშინვე მეხსენა შეტევა. თნაც არანაირი ჰორმონები და ქიმიური ნივთიერებები არ მჭირდება.images

ექიმის კომენტარი: კამა ჩვენში საკმაოდ გავრცელებული მცენარეა. მისი თესლი 50%-მდე ეთერზეთს, 20%-მდე, აგრეთვე შაქრებს, უჯრედის და კაროტინს შეიცავს. ფოთლებში ბევრია C ვიტამინი, კაროტინი, ფლავონოიდები, ეთერზეთები, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის და რკინის მარილები.

კამის ღეროები და ფოთლები ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ჰიპერტონიული დაავადების, ათეროსკლეროზის ფონზე განვითარებული გულის რიტმის დაღვევის დროს. მის ნაყენს აქვს სპაზმების მომხსენი, საძილე და საშარდე ეფექტი. ფლავონოიდები ამცირებს სისხლძარღვთა კედლის გამავლობას, კალიუმს აქვს ანტიარითმიული ეფექტი , C ვიტამინი კი აწესრიგებს მეტაბოლიზმს ორგანიზმში.

კამის ნაყენს განსაკუთრებული ეფექტიანობით იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო როგორც ანტისპაზმურ და მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალებას.

163 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი